რა ბედი ელის სეზონის სენსაციას?
მიმდინარე სეზონში "ატალანტა" ბრწყინვალედ ასპარეზობს და სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა. მომდევნო სეზონში, ბერგამოული გუნდი ევროპალიგაზე იასპარეზებს, რასაც არავინ ელოდა.

გუნდის წარმატების მთავარ შემოქმედად მწვრთნელ ჯან პიერო გასპერინის მიიჩნევენ, მაგრამ ბუნებრივია, რომ მხოლოდ მწვრთნელი ვერაფერს გახდება, თუ ფეხბურთელებმა არ შეუწყვეს ხელი - "ატალანტაში" არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლებსაც უკვე უმიზნებენ იტალიური და ევროპული გრანდები - თუ "ატალანტას" მესვეურებს წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნება სურთ, ზაფხულში მაცდურ წინადადებებზე მოუწევთ უარის თქმა. და მაინც, რომელ ფეხბურთელებზეა განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა?

ფრენკ კესი

20 წლის ნახევარმცველი, რომლის გამოც "მილანს" და "რომას" დიდი ბრძოლა აქვთ გაჩაღებული. ფრენკ კესის, პრაქტიკულად, უკვე ჰქონდა შეთანხმება დედაქალაქურ გუნდთან, როდესაც საქმეში "მილანის" ახალი მესვეურები ჩაერთვნენ და ფეხბურთელს თავგზა აუბნიეს. ფრენკმა მოკლე კომენტარიც გააკეთა და განაცხადა, რომ ბავშვობიდან "მილანის" გულშემატკივარია და მისთვის შავ-წითელი მაისურით თამაში დიდი პატივია. კესის საბაზრო ღირებულება 25 მილიონი ევროა.

ლეონარდო სპინაცოლა

24 წლის მარცხენა ნახევარმცველი, რომელსაც დაცვაშიც შეუძლია თამაში. ლეონარდო სპინაცოლა საიმედოა დაცვით ფაზაში და აქტიური შეტევაში. სპინაცოლა "იუვენტუსს" ეკუთვნის და ბოლო ინფორმაციით, ტურინელები მის დაბრუნებას აპირებენ - "ატალანტა" შეეცდება, რომ ლეონარდო კიდევ ერთი სეზონით ინათხოვროს.

მატია კალდარა

23 წლის მატია კალდარას "იუვენტუსთან" აქვს კონტრაქტი გაფორმებული, "ატალანტას" მესვეურები კი შეეცდებიან, რომ ტურინულ გრანდთან შეთანხმებას მიაღწიონ და უნიჭიერესი ცენტრალური მცველი კიდევ ერთი წლით დაიტოვონ. "ატალანტა" ევროპალიგაზე ითამაშებს და ბერგამოული კლუბის მესვეურებისთვის წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნება პრიორიტეტული მიზანია.

ანდრეა კონტი

"ატალანტას" მარჯვენა მცველი, რომლის გადაბირება ერთბაშად რამდენიმე იტალიურ კლუბს სურს, მათ შორის, "ნაპოლის", "რომას" და "ინტერს". მიმდინარე სეზონში, ანდრეა კონტი ბრწყინვალედ ასპარეზობს და გუნდის წარმატებებში ლომის წილი შეაქვს. 23 წლის უკანახაზელმა მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ბერგამოში ბედნიერია და კიდევ ერთი წლით სიამოვნებით დარჩება "ატალანტაში", თუმცა ეს მხოლოდ მასზე არაა დამოკიდებული.

ანდრეა პეტანია

21 წლის ფორვარდს 33 შეხვედრაში მხოლოდ 5 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ მოედანზე კოლოსალურ შრომას ასრულებს, 9 საგოლე პასი აქვს გაკეთებული და ეს შეუმჩნეველი არც იტალიის ნაკრების მწვრთნელ ჯან პიერო ვენტურას დარჩენია - ანდრეა პეტანია ბოლო სანაკრებო შეკრებაზე იყო გამოძახებული.

პეტანია "მილანის" აღზრდილია და მისი დაბრუნება "როსონერის" ახალ მესვეურებს სურთ - ანდრეას მიმართ ინტერესს მეორე მილანური კლუბი, "ინტერიც" იჩენს და მზადაა, რომ ახალგაზრდა ფორვარდის სანაცვლოდ, 20 მილიონი ევრო გადაიხადოს. თავად პეტანიამ მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისთვის "ინტერში" თამაში არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"რეალი" დიდი გამოწვევის წინ... მოწინააღმდეგის 2 თავდამსხმელს გუნდზე მეტი გოლი აქვს გატანილი
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
მირანჩუკს იტალიაში ეპატიჟებიან
“იმედია, მალე გამოჯანმრთელდები...” - აზარი “რეალს” დიდი ხნით გამოაკლდა
ზიდანს თავის ტკივილი დაემატა... განმეორებით შეხვედრაში გუნდს კაზემირო გამოაკლდება
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ბენზემა ტრავმირებულია... კითხვის ნიშნის ქვეშაა ფრანგის "ატალანტასთან" თამაში
ლამაზი მატჩის მოლოდინში - დაამარცხებს გასპერინის ბანდა პსჟ-ის "შანტრაპას"?!
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები