"თავს თუ გამოიჩენ, შესაძლოა, კორეაში, ჩინეთში ან იაპონიაში მოხვდე"
ქართველ ფეხბურთელებს ბევრ ეგზოტიკურ ლიგაში უთამაშიათ. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ სიაში არის ბანგლადეში, ვიეტნამი, ტაილანდი, ფარერის კუნძულები, ისლანდია, სირია, ყირგიზეთი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, კანადა...

ამ "რუკაზე" ახალი ქვეყანაც გაჩნდა. აღმოჩნდა, რომ ლეგიონერი მონღოლეთშიც გვყავს - მარტვილის "მერანისა" და ოზურგეთის "მერცხალის" ყოფილი მოთამაშე ზვიად ციკოლია. ეს აზიური ქვეყანა, რომელიც ოდესღაც მთელ მსოფლიოს აზანზარებდა, წარმატებულია ცხენოსნობაში, სუმოში, თავისუფალ ჭიდაობაში, ძიუდოში, მშვილდოსნობასა და ტყვიის სროლაში...

მაგრამ მონღოლურ ფეხბურთზე აქამდე არაფერი გვსმენოდა. ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში 197-ე ადგილზეა და ნათელია, რომ წარმატებებით ვერ დაიკვეხნის. ასეა თუ ისე, ზვიად ციკოლია ერთადერთი ქართველია, რომელსაც მონღოლეთის ჩემპიონატში უთამაშია. ულან-ბატორის (დედაქალაქი) "ერჩიმში" ის 2016 წელს გადავიდა და ქვეყნის სუპერთასიც მოიგო.

ციკოლია მონღოლურ ფეხბურთზე, ცხოვრებასა და ჩვენთვის უცნობ ბევრ საინტერესო ფაქტზე გველაპარაკა...

- ჯერ იმით დავიწყოთ, როგორ მოხვდით მონღოლეთში?

- ერთი კვირით სინჯებზე ჩამოვედი. "ერჩიმი" უმაღლესი ლიგის წამყვანი გუნდია, საქმეში მნახეს და დამტოვეს.

- და სად მოგაგნეს ან როგორ დაგიკავშირდნენ? იქ ქართველს არ უთამაშია და აქ - მონღოლს. არც გვსმენია, ვინმეს მონღოლური ფეხბურთი რაიმე კონტექსტში ეხსენებინოს...

- საქმე ისაა, რომ ზაფხულში ყაზახეთის პირველი ლიგის კლუბში ჩარიცხვის ვარიანტი მქონდა. თუმცა იქ ჩასულს მონღოლეთში თამაშის შანსი გამიჩნდა და სინჯებზე ჩასვლა შემომთავაზეს.

- მონღოლურ ფეხბურთზე ბევრი არაფერი ვიცით. როგორი ინფრასტრუქტურა აქვთ?

- საკმაოდ ნორმალური დონის სტადიონებია. ეგაა, ყველა მოედანი ხელოვნურსაფარიანია.

- ბუნებრივი საფარი საერთოდ არ აქვთ?

- არა, რადგან მონღოლეთში ძალიან მკაცრი კლიმატია. რუსეთს ესაზღვრება და როგორი საშინელი კლიმატიც რუსეთის ქალაქებში, ულან-უდესა და ირკუტსკშია, ასევეა აქაც. მე აქ ახალი ჩამოსული ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ზამთარში ძალიან ცივა.

- "ერჩიმთან" რამდენწლიანი კონტრაქტი გააფორმეთ?

- ნახევარწლიანი.

- ბოლოს სად თამაშობდით?

- მარტვილის "სალხინოში", რეგიონული ლიგის გუნდია...

- მონღოლურ კლუბებს როგორი ფინანსური პირობები აქვთ?

- კლუბს გააჩნია. ზღაპრული პირობებია-მეთქი, ვერ ვიტყვი. ლეგიონერები უფრო იაპონიიდან ჩამოჰყავთ და პირდაპირ რომ გითხრათ, მაქსიმუმ 1000 დოლარი თუ ექნებათ ხელფასი, პლუს - უფასო საცხოვრებელი და კვება. ერთი მხრივ, კარგი ის არის, რომ მონღოლეთში ცხოვრება ძვირი არ არის.

- სულ მონღოლეთში რამდენი ლიგა და ტურნირია?

- არის პრემიერლიგა და პირველი ლიგა. ამას გარდა, ქვეყნის თასსა და სუპერთასსაც ათამაშებენ.

- თქვენი მონაყოლიდან ჩანს, რომ არც ისე კარგი პირობებია და გიღირდათ წასვლა?

- მიღირდა და ძალიანაც კმაყოფილი ვარ, რადგან წავედი უმაღლესი ლიგის გუნდში, რომელიც 9-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, მონღოლეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ამას გარდა, სუპერთასზე ვითამაშე და მოვიგეთ, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო ფაქტია. ზუსტად ერთი კვირის ჩამოსული ვიყავი, სუპერთასის მატჩში ეგრევე ძირითად შემადგენლობაში რომ დამაყენეს. ჩემმა გუნდმა, რომელიც მოქმედი ჩემპიონია, თასის მფლობელ "ხანგარიდს" 5:1 მოუგო.

- გუნდში მონღოლეთის ნაკრების წევრები თუ გყავთ?

- დიახ, ასეთი 5 ფეხბურთელი გვყავს. სხვათა შორის, "ერჩიმი" ყოველ წელს აზიის თასზე თამაშობს, რომელიც კონტინენტზე რანგით მეორე საკლუბო ტურნირია. ეს კი ჩემთვის სამომავლოდ გადადგმული ნაბიჯია. თავს თუ გამოიჩენ, შესაძლოა, კორეაში, ჩინეთში ან იაპონიაში მოხვდე. გუნდი აზიის თასზე ახლაც თამაშობს, 17 მაისს სამხრეთ კორეის გუნდს შევხვდებით. ეს საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშია. დაახლოებით ისეთივე რაუნდია, რომელსაც ევროპის ლიგაზე ქართული გუნდები ატარებენ.

- ანუ აზიაში საკლუბო ტურნირებს გაზაფხულზე იწყებენ?

- არა, ეს გათამაშება აგვისტოდან იწყება, მონღოლეთის ჩემპიონატი კი 30 აპრილს დაიწყო და გასვლაზე 0:0 ვითამაშეთ.

- ჩემპიონატის დონეზე რას იტყვით?

- რა გითხრათ... ვიცი, რომ ფეხბურთით ბოლო წლებში დაინტერესდნენ და ამბობენ, დონე წლიდან წლამდე იმატებსო. საამისოდ, ბევრი ლეგიონერი ჩამოჰყავთ და აქედან კიდევ უფრო კარგი დონის ჩემპიონატებში გადადიან.

- მონღოლეთის სპორტზე მხოლოდ ის გვსმენია, რომ უყვართ და ეხერხებათ ცხენოსნობა, სროლა, ჭიდაობა... ფეხბურთი თუ უყვართ?

- ფეხბურთიც უყვართ და ამიტომაც ცდილობენ, დონე უფრო და უფრო ასწიონ, კლუბები დააფინანსონ... ამ ყველაფერს ისეთი ენთუზიაზმით უდგებიან, დარწმუნებული ვარ, წინსვლა აუცილებლად ექნებათ. ფეხბურთის განვითარებისთვის მართლა ყველაფერს აკეთებენ.

- მეგრელი კაცი მონღოლების სამზარეულოს როგორ ეგუებით?

- ქართველებს რომ ყველაზე მაგარი სამზარეულო გვაქვს, ეს ჩემთვის საკამათო არ არის და მას ვერც ერთი სხვა ქვეყნისას ვერ შევადარებ. თუმცა აქაც არ არის ცუდი, დაახლოებით ყაზახებისა და უზბეკების მსგავსი სამზარეულო აქვთ... სხვათა შორის, ძალიან თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია.

- ცნობილია, რომ მონღოლეთში ცხენის ხორცს ჭამენ...

- ისევე, როგორც ყაზახეთში, ცხენის ხორცი აქაც ძალიან უყვართ. საერთოდ, საჭმელებს უმთავრესად ცხვრის, საქონლის ან ცხენის ხორცით აკეთებენ და ბევრი რამ მართლა გემრიელია, ოღონდ უფრო საქონლის ხორცით დამზადებული.

- საერთოდ, მონღოლეთში ქართველი თუ გინახავთ?

- ჯერ არა, მაგრამ მითხრეს, რომ აქაც ყოფილან ქართველები. კარგი იქნებოდა ჩვენებურებთან შეხვედრა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gode
ამ კაცს მართლა ეკუთნის ამ გმირობისთვის ნაკრებში გამოძახება.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის