თორნიკე ოქრიაშვილის ტექნიკურმა თამაშმა და ბრწყინვალე საგოლე პასმა მარიუპოლი აალაპარაკა
მარტში ქართულ ლეგიონში ერთი სასიამოვნო სიახლეა, კვირა არ ჩაივლის, რომ რომელიმე ახალგაზრდა ფეხბურთელმა არ გამოიჩინოს თავი. თუკი წინა კვირაში ასეთი პოლონური "ვიძევის" ახალწვეული ნიკა ძალამიძე იყო, ახლა ჯერი უკრაინული "ილიჩევეცის" ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილზეა. მართალია, ამჯერად ეფექტი ნაკლები იყო, თუმცა ოქრიაშვილის ტექნიკურმა თამაშმა და ბრწყინვალე საგოლე პასმა მარიუპოლი აალაპარაკა.

მანჩესტერში "სიტის" ჩემპიონშიპის "რედინგი" ასოციაციის თასზე ეწვია. სტუმართა რიგებში სასტარტოში იყო ზურაბ ხიზანიშვილი. 74-ე წუთზე მიკა რიჩარდსმა საჰაერო დუელი ჩვენებურს მოუგო და ერთადერთი გოლით "სიტი" ნახევარფინალში გაიყვანა.

ქართული ლეგიონი ლამის ერთი-ორად "გაგვიბევრდა" მიზეზი რუსეთში საფეხბურთო სეზონის დაწყებაა. მაშ ასე, რუსეთის პრემიერლიგის 2011-13 წლების სეზონი დაიწყო. შეცდომა არ გეგონოთ, ეს ტურნირი 18-თვიანი და გარდამავალია - რუსებიც შემოდგომა-გაზაფხულის სისტემაზე გადადიან.

ჩვენებურთაგან პირველები ჩემპიონატში "ანჟის" გოლკიპერი ნუკრი რევიშვილი და "კრასნოდარის" კაპიტანი ალექსანდრე ამისულაშვილი ჩაებნენ (არსად ჩანდა "ანჟის" ახალწვეული ირაკლი კლიმიაშვილი). ის კი არა, პირველად რუსული დროშა სწორედ ამისულაშვილმა და რობერტო კარლოსმა აღმართეს, როგორც კაპიტნებმა. ორივე ჩვენებური საქართველოს მოქალაქეცაა და რუსეთისაც და ლეგიონერებად არ ითვლებიან.

მართალია, მატჩმა ვერ გაამართლა, მაგრამ კარგია, რომ რევიშვილმა კარი "მშრალად" შეინახა და არც ამისულაშვილის "ხელმძღვანელობით" გაუშვია გოლი "კრასნოდარის" დაცვას - 0:0. "ჩემპიონატმა" ორივეს 5,5 ბალი დაუწერა. ჩემპიონატში პირველი გამარჯვება ნალჩიკის "სპარტაკმა" იზეიმა, რომელმაც "კრილია სოვეტოვი" 1:0 დაამარცხა. სამწუხაროდ, დავით სირაძე მასპინძელთა სათადარიგოების სკამს ვერ გაცდა.

გროზნოს "ტერეკისა" და "ზენიტის" მატჩში 75-ე წუთამდე ითამაშა ლევან გვაზავამ. სხვათა შორის, სტუმართა რიგებში დებიუტი იგორ ჩემინავას ჰქონდა. პრემიერლიგის I ტურში ჩვენთვის ყველაზე საინტერესო დღეს მოხდება, როცა ყველაზე ქართული გუნდი "ვოლგა" "ტომს" უმასპინძლებს, ხოლო ჯანო ანანიძის "სპარტაკი" "როსტოვს" ესტუმრება.

რუსული სეზონი კი "ანჟისა" და "კრასნოდარის" დუბლების მატჩით გაიხსნა, რომელსაც მახაჭყალაში 600 მაყურებელი დაესწრო და გიორგი ილურიძის დუბლის წყალობით მასპინძლებმა 2:1 მოიგეს. 19 წლის ქართველმა მე-12 და მე-18 წუთებზე ორი კარგი გოლი გაიტანა. "ლოკომოტივის" დუბლებში "დინამოსთან" მატჩში (1:1) დებიუტი ჰქონდა ახრიკ ცვეიბას 17 წლის ვაჟ სანდრო ცვეიბას. "რუბინის" დუბლებში თამაშში 42-ე წუთიდან ჩაერთო 17 წლის თავდამსხმელი მერაბ ურიდია. ცსკა-ს დუბლებში ითამაშეს დავით ხურციძემ და ნიკა ფილიევმა. არმიელთაგან ერთი გოლი გელა ზასეევის ანგარიშზეა, რომელიც, ალბათ, ასევე საქართველოდანაა წარმოშობით. "ვოლგას" დუბლებში ითამაშა დავით კოხიამ. "როსტოვი"-"სპარტაკის" თამაშში გამოჩნდნენ მასპინძელი ანრი ხაგბა და სტუმრები, ირაკლი ჭეჟია და თემურ ბუკია. დუბლების ჩემპიონატში ილურიძის გარდა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ჩვენებური რუსეთის მოქალაქეა.

მეორე ბუნდესლიგაში ალექსანდრე იაშვილის გოლზე "დუისბურგის" კარში უკვე ვწერდით, ვიტყვით, რომ ამ თამაშში "კარლსრუეს" კაპიტანს "შპორტალმა" საშუალო შეფასება, 3-იანი დაუწერა. "კარლსრუემ" 27 ქულით მე-14 ადგილამდე აინაცვლა. ლევან კობიაშვილის "ჰერტა" დღეს "ფიურტს" ესტუმრება. შეგახსენებთ, რომ ბერლინური გუნდი 52 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.

საფრანგეთში გიორგი მაკარიძის "ლე მანი" დღეს თამაშობს, ის "ნიმს" მასპინძლობს.

სერია A-ში წინა ტურში "ინტერთან" შერცხვენილმა "ჯენოამ" გუშინ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაცია მოახერხა - "პალერმოს" 1:0 მოუგო. ჩვენი ნაკრების კაპიტანმა კახა კალაძემ 90 წუთი ითამაშა. გუნდისა არ იყოს, მილანში კალაძესაც მძიმე მატჩი ჰქონდა, თუმცა ახლა საუკეთესო იყო გუნდში. "ტუტო მერკატომ" მას 7 ბალი დაუწერა და "ჯენოას" წარმატების "მთავარი ხერხემალი" უწოდა. "საიმედო იყო დაცვაში და შეტევებში ჩართვასაც ახერხებდა". "ჯენოა" 38 ქულით მე-12 ადგილზეა. სერია B -ში კი ისევ არ ჩანს ლევან მჭედლიძე.

გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა "ვიტესისა" და "ჰერენვენის" მატჩში - 1:1. "ვიტესი" 29 ქულით მე-15 ადგილზეა.

ბერძნულ სუპერლიგაში გიორგი შაშიაშვილი სათადარიგო იყო "ერგოტელისისა" და "ატრომიტოსის" მატჩში, რომელიც 1:1 დასრულდა. "პანიონიოსისა" და "ლარისას" თრილერში (3:3) დავით კვირკველიამ მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშა.

გახსოვთ ალბათ, წინა ტურში რა წარმატებული დებიუტი ჰქონდა ნიკა ძალამიძეს ლოძის პუბლიკის წინაშე, როცა მან პირველივე მატჩში პოლონურ ეკსტრაკლასაში მართლაც ექსტრაკლასის ფეხბურთი აჩვენა და გოლს ორი საგოლე პასიც დაურთო. ამჯერად "ვიძევი" "ვისლას" ესტუმრა და ვერას გახდა - 0:2. ქართველი ერთ-ერთი საუკეთესო იყო გუნდში, თუმცა წინა ტურის გმირობა ვერ გაიმეორა.

უნგრეთის ჩემპიონატში "დიორი ეტო" ბუდაპეშტის მტკ-ს გაეჯიბრა და ისევე როგორც თასზე რამდენიმე დღის წინ, აქაც დაუზავდა - 0:0. "ეტოს" ქართველთაგან მხოლოდ რატი ალექსიძემ ითამაშა (შეცვალეს), ლაშა თოთაძე კი სათადარიგო იყო.

უკრაინის პრემიერლიგის 21-ე ტურში ალექსანდრე გურულის "კარპატიმ" შეაჩერა "შახტარის" ტრიუმფალური სვლა, მას 1:0 მოუგო. სამწუხაროდ, გურულს თამაშის საშუალება არ მისცემია, სათადარიგო იყო.

მარიუპოლში "ილიჩივეცისა" და "ზარიას" შეხვედრა 2:2 დასრულდა, მასპინძელთა რიგებში სრულად თორნიკე ოქრიაშვილმა ითამაშა, სტუმრებში - ჯაბა ლიპარტიამ. ოქრიაშვილის თამაშმა დიდი მოწონება დაიმსახურა, ის ჯერ ფლანგზე ირჯებოდა, შემდეგ ცენტრში გადაიყვანეს და 75-ე წუთზე საგოლე პასის ავტორიც გახდა. სხვათა შორის, 64-ე წუთზე თორნიკემ მეტოქის ხელით დაჭერისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, ეს მეტოქე კი მისი თანამემამულე იყო, რომელიც "ზარიას" ყველა სტანდარტულს ასრულებდა.

აი, რას წერს უკრაინული "სპორტი": "75-ე წუთზე თამაშის სადავეები ხელში ქართველმა ლეგიონერმა თორნიკე ოქრიაშვილმა აიღო. მან მარცხენა ფლანგზე რამდენიმე მცველი შემოიკრიბა და პუკანიჩს დიდებული პასი გადააწოდა."

დონეცკში "მეტალურგისა" და "სევასტოპოლის" მატჩის (1:0) 33-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა სტუმართა მცველი მათე ღვინიანიძე. ვასილ გიგიაძემ სათადარიგოთა სკამიდან უყურა, როგორ მოუგო მისმა "ტავრიამ" ჯაბა კანკავას "კრივბასს" - 2:1. ჯაბამ მატჩის მიწურულს ყვითელი ბარათი მიიღო. 84-ე წუთზე ის დაახლოებით 8 მეტრიდან ურტყამდა კარში, მაგრამ მასპინძელთა მეკარემ იყოჩაღა.

სხვა ლიგებიდან გოლებით თავი გამოიჩინეს: გიორგი გულორდავამ ("მუღანი", აზერბაიჯანი), გიორგი ადამიამ ("ყარაბახი", აზერბაიჯანი), გოჩა ტვილდიანმა ("შაულიაი", ლიტვა), ვაჟა თარხნიშვილმა ("შერიფი", მოლდოვა) და ალექსანდრე შუბლაძემ ("ისკრა-სტალი", მოლდოვა).

კვირის ლეგიონერი

ალექსანდრე იაშვილი

33 წლის

კარლსრუეში: 102 თ, 15 გ და 18 პ

ამ სეზონში: 24 თ, 6 გ და 6 პ

კიკერის საშ. შეფასება: 3,67.

davit
რმიელთაგან ერთი გოლი გელა ზასეევის ანგარიშზეა, რომელიც, ალბათ, ასევე საქართველოდანაა წარმოშობით.- არაპროფესინალის დაწერილი სტატიაა
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
ალისონს სამი გაუტანეს - "ლივერპული" "ლიდსთან" ფრეს დასჯერდა
"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? - არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა
კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
[VIDEO] ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი - ქართველების ტური NBA-ში
დასრულდება 6-წლიანი მშრალი სერია? - სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის ფინალშია! ლიპარტელიანი და ჯაბნიაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგი" "ბენფიკას" ფრედ ეთამაშა
პსჟ ვიტინიას შემცვლელად "ბარსელონას" ვარსკვლავს განიხილავს
სიყვარულს რას გაუგებ - იამალს მხოლოდ ასაკოვანი ქალები მოსწონს
მსოფლიოს ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდა - ჯგუფები დაკომპლექტდა
"სპერციანი ვიტინიასთან და ნევეშთან კონკურენციაში?" - საფონოვმა კომენტარი გააკეთა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] უმოტივაციოთა უხვგოლიანი მატჩი ბათუმში! "კოლხეთს" დრო აღარ დარჩა...
"კვარა"? თქვენ ხვიჩაზე არ ინერვიულოთ" - რა უპასუხა ლუის ენრიკემ ჟურნალისტს
[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს მიუახლოვდა
ბექაური და თუშიშვილი ტოკიოს გრანდ სლემს ჩაეხსნენ
"სხვა ფეხბურთელის მეგობარ გოგონას ვწერ" - "ნოტინგემ ფორესტის" მცველის აღიარება საბავშვო შოუში
რასპადორი სერია A-ში ბრუნდება - ჯაკომომ ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა
რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში - დღის საინტერესო მატჩები