შეუდარებელი ტექნოლოგიებისა და ინტერიერის მქონე ავტომობილის პრეზენტაცია ლისის ტბაზე გაიმართა
Land Rover-ის ავტომობილების ექსკლუზიურმა დილერმა საქართველოში "ჯი თი მოტორსმა" საზოგადოებას ახალი, შვიდადგილიანი, Land Rover დისქავერი წარუდგინა.

შეუდარებელი ტექნოლოგიებისა და ინტერიერის მქონე ავტომობილის პრეზენტაცია ლისის ტბაზე გაიმართა.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გემოვნებიანი მუსიკის ფონზე შეეფასებინათ ახალი Land Rover დისქავერი, დაეთვალიერებინათ მანქანის ინტერიერი და ენახათ, თუ როგორ ლახავს ახალი ყველგანმავალი უგზოობის ბარიერებს.

ავტომობილი, რომლის ფასი 54.890 ევროდან იწყება, შეუდარებელი შესაძლებლობებისა და ტექნოლოგიის მქონეა. მისი არქიტექტურა უზრუნველყოფს ყველგანმავლის მსოფლიოში საუკეთესო პოტენციალს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ალუმინის მსუბუქი კონსტრუქცია 480 კგ-ს ზოგავს.

ახალი Land Rover დისქავერი სრული ზომის, სამრიგიანი და შვიდადგილიანი საუკეთესო საოჯახო ავტომობილია. Land Rover-ის სრულგანზომილებიანი ყველგანმავალი ტექნოლოგია მსოფლიოში საუკეთესო შესაძლებლობებს ნებისმიერი რელიეფის პირობებში უზრუნველყოფს. ის აღჭურვილია ცხრაზე მეტი USB პორტით და ექვსი 12-ვოლტიანი წერტილით.

მეხუთე თაობის მოდელს შეთავსებული აქვს Land Rover-ის ძლიერი, უსაფრთხო და მსუბუქი სრულგანზომილებიანი ჯიპის წყობა.

"სრულიად ახალი დისქავერი ახდენს დიდი ჯიპების გარდასახვას. Land Rover-ის საპროექტო და საინჟინრო ჯგუფებმა რევოლუცია მოახდინეს დისქავერის დნმ-ში და შექმნეს უსაზღვროდ სასურველი, საოცრად მრავალფეროვანი და დიდი შესაძლებლობების პრემიუმკლასის ყველგანმავალი. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რადიკალური გარდასახვა დიზაინის კუთხით დისქავერის ოჯახს ახალი მომხმარებლების ფართო სპექტრს შესძენს.

ჩვენი ავტომანქანები ადვილად ცნობადია და მასში ის ღირებულებებია გაცოცხლებული, რომლებიც ძვირფასია Land Rover-ის მომხმარებლისთვის. სრულიად ახალი დისქავერი გამოირჩევა უნაკლო ხმით და პროპორციებით, დახვეწილი ზედაპირითა და ზუსტი დეტალებით, რომლებიც ლამაზად ერწყმის საინჟინრო მთლიანობას და ქმნის პრემიუმ კლასის ჯიპს, რომელიც ადვილად მოხიბლავს თანამედროვე მომხმარებელს" - განაცხადა Land Rover-ის მთავარმა დიზაინერმა ჯერი მაკგოვერნმა.

ახალი Land Rover-ის პრეზენტაციას დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი დაესწრო. მან სტუმრებს სიტყვით მიმართა:

"Land Rover-ის მანქანები ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე იკონური და უმაღლესი ხარისხის ბრენდია. ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ჩვენება საქართველოში მიმდინარეობს და იმედი მაქვს, რომ საქართველოში მალე იქნება წარმოდგენილი ამ ბრენდის სხვა მანქანებიც" - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა.

"ახალი Land Rover Discovery არის საქართველოში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, იმიტომ, რომ ეს არის მართლაც გამორჩეული ავტომობილი თავისი ისტორიითა და შესაძლებლობებით. ახალმა მოდელმა უდიდესი პროგრესი განიცადა. ბრიტანელები მას საუკეთესო ყველგანმავლად მოიხსენიებენ.

Auto Bild-მა ეს მანქანა უკვე გატესტა და საუკეთესო შეფასება დაუწერა, რადგან ის არის გაცილებით კომპეტენტური, ვიდრე მისი წინამორბედი. ის, პირველ რიგში, გამოირჩევა დახვეწილი სტილით და არის გამორჩეული Off Road-ელი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ახალი Land Rover Discovery ერთ-ერთი საუკეთესო ყველგანმავალია" - განაცხადა Auto Bild-ის მთავარმა რედაქტორმა შაკო ბუაჩიძემ ახალი Land Rover Discovery-ს შეფასებისას.

ავტორი: ეკა გადახაბაძე

აბც
ცხრაზე მეტი უესბე პორტი რა მატარებელია თუ ტროლეიბუსი თვითმფრინავი ვის რაში წირდება 9 პორტი და მისი წინამორბედი უფრო ლამაზი როგორც ვიზუალურად ასევე სალონიც უკეთესი ქონდა
Varia
ვისი ხეირია მერე ეს ნახშირწყალბადზე მომუშავე ნიანგი მერე? დიდი მიღწევა ეგ კი არის რომ საქართველოში ვიღაცას ექნება ეს პონტების ჯართი. მეორე საქმეა რომ ტესლას ან ბიდ-ის ან ტოიოტა მიურეის ავტომობილები შემოვიდეს.
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია