ჯგუფური ეტაპი დამთავრდა, წინ მეოთხედფინალებია
ბოლო ტურში A ჯგუფში ირკვეოდა პირველი ადგილისა და მეოთხედფინალის ბოლო საგზურის ბედი.

დაუმარცხებელი რუსეთის ნაკრები აშშ-ს ხვდებოდა, რომელმაც ძალიან კარგი ტემპი აკრიფა, რაც აღნიშნულ მატჩში გამოჩნდა. მთელი შეხვედრა ამერიკელების უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ რუსეთმა სამჯერ შეძლო წინ გასვლა და სამივეჯერ მეტოქემ გაათანაბრა ანგარიში.

მესამე პერიოდი გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო და ასეც მოხდა. სირენამდე შვიდი წუთით ადრე, ლიმ საპირისპირო ფლანგიდან მიიღო შაიბა და პირველად გაიყვანა წინ აშშ. რუსებმა გათანაბრება სცადეს, მაგრამ ვერც მეკარის შეცვლამ უშველა და ნელსონისგან მიიღო მეხუთე გოლი ცარიელ კარში.

ასევე მთავარი მატჩი იყო გერმანიასა და ლატვიას შორის. მათ უნდა გაერკვიათ მეოთხე ადგილის ბედი. 27 წამის ინტერვალით, გერმანიამ ორი შაიბა გაიტანა და სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. ლატვიამ 10 წუთში სამი შაიბით უპასუხა. ბოლო გოლი ბალტიისპირელებმა ძირითადი დროის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე გაიტანეს, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. გერმანელებმა შტურმი მოაწყვეს და წამებით ადრე, შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანეს. დამატებით დროში უპირატესობა ლატვიას ჰქონდა, მაგრამ ვერ გაიტანა. ამ გუნდმა ვერც სამიდან სამი ბულიტი გამოიყენა, გერმანელთა მხრიდან კი ტიფელსმა გაიტანა და გერმანია პლეი ოფში გაიყვანა.

სლოვაკებმა ძალიან ცუდი ჩემპიონატი ჩაატარეს - მათ ჯგუფში ბოლოსწინა ადგილი დაიკავეს და ელიტაში ადგილი იმის ხარჯზე შეინარჩუნეს, რომ იტალიის ნაკრები იყო ძალიან სუსტი. თუმცა, ბოლო მატჩში სლოვაკებმა შეძლეს შვედეთთან ბრძოლა.

შვედებმა ორი სწრაფი გოლი გაიტანეს და დამშვიდნენ. ამან სლოვაკეთს თამაშში დაბრუნების საშუალება მისცა. მატუშეკმა და კუდრნამ ისარგებლეს სკანდინავიური დაცვის პრობლემებით და ორი გოლი გაიტანეს მეორე და მესამე პერიოდების დასაწყისში. რომ არა ევერბერგის შაიბა, შვედეთის ნაკრებს ძალიან გაუჭირდებოდა, მაგრამ ამ გოლის წყალობით, ბოლომდე მივიდნენ, შემდეგ კი კარლსონმა ცარიელ კარში გაიტანა.

ჩეხებისა და შვეიცარიელების შეხვედრაში უნდა გარკვეულიყო რუსეთის მეტოქე მეოთხედფინალში. უკვე მეორე წუთზე პრაპლანმა გახსნა ანგარიში, ხოლო შემდეგ სურიმ გაზარდა უპირატესობა და ჩეხეთის ნაკრები მიაახლოვა რუსეთთან შეხვედრას. დარჩენილ დროში გუნდებმა შაიბები გაცვალეს და შვეიცარიამ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, თან ის ერთადერთია, რომელმაც ამ ჩემპიონატზე კანადა დაამარცხა.

ფინეთს ჰქონდა მესამე ადგილზე გადასვლის თეორიული შანსი, ოღონდ ამისთვის კანადის დამარცხება სჭირდებოდა. პირველ ხუთ წუთში გუნდებმა სამი შაიბის გატანა მოასწრეს, აქედან ორი ფინელების კარში შევარდა. ყველაფერი დაიწყო მარნერის ზუსტი დარტყმიდან, რასაც ლაიუნენის საპასუხო შაიბა მოჰყვა. ეს იყო ფინელთა ერთადერთი გაბრძოლება - კანადამ ზედიზედ სამი გოლი გაიტანა და მეორე პერიოდის შუაში გამარჯვებულის საკითხი მოხსნილი იყო დღის წესრიგიდან.

A ჯგუფი

შვედეთი-სლოვაკეთი 4:2

2:0, 1:1, 1:1

გოლები: 1:0 ნიულანდერი-5 (ბექსტრიომი-2, კლინგბერგი-4), 2:0 ეკმან-ლარსონი-2 (ევერბერგი-1, ვ. კარლსონი-1), 2:1 მატუშეკი-2 (სკალიცკი-1, ზიგო-2), 3:1 ევერბერგი-2 (ვ. კარლსონი-2) , 3:2 კუდრნა-1 (ცინგელი-1), 4:2 ვ. კარლსონი-1 (ედლერი-2).

რუსეთი-აშშ 3:5

1:0, 2:3, 0:2

გოლები: 1:0 გუსევი-3 (კისელევიჩი-2), 1:1 ჰეისი-1 (ნელსონი-2, კელერი-2), 2:1 ბელოვი-2 (პლოტნიკოვი-3, ანდრონოვი-2), 2:2 ლარკინი-2 (ნელსონი-3), 3:2 გუსევი-4 (შიპაჩოვი-10, დადონოვი-4), 3:3 ჰეისი-2 (გოდრო-4, ბიუგსტადი-3), 3:4 ა. ლი-5 (გოდრო-5, აიკელი-5), 3:5 ნელსონი-4 (ლარკინი-8).

გერმანია-ლატვია 4:3 (ბ)

0:0, 2:1, 1:2, 0:0, 1:0

გოლები: 1:0 ვოლფი-1 (ერჰოფი-3, რაიმერი-2), 2:0 დ. ზაიდენბერგი-1 (კინკი-2, მიულერი-3), 2:1 სკვორცოვსი-1 (სოტნიეკსი-1), 2:2 სპრუკტსი-2 (ინდრასისი-2, სოტნიეკსი-2), 2:3 ძერინში-4 (ბალინსკისი-2, რობ. ბუკარტსი-5), 3:3 შელცი-1 (დრაიზაიტლი-2).

ბულიტები გაიტანეს: ტიფელსი (გერმანია).

თ მ ომ ოწ წ შ ქ

1. აშშ 7 6 0 0 1 31:14 18

2. რუსეთი 7 5 1 0 1 35:10 17

3. შვედეთი 7 5 0 1 1 29:13 16

4. გერმანია 7 2 2 1 2 20:23 11

5. ლატვია 7 3 0 1 3 14:18 10

6. დანია 7 1 2 0 4 13:22 7

7. სლოვაკეთი 7 0 1 2 4 12:28 4

8. იტალია 7 0 0 1 6 6:32 1

B ჯგუფი

ბელარუსი-ნორვეგია 4:3

0:0, 2:1, 2:2

გოლები: 1:0 ლისოვეცი-1 (სტეფანოვიჩი-3), 1:1 სერვიკი-1 (მ. ოლიმბი-3), 2:1 კულაკოვი-2 (სტასი-1, დემკოვი-2), 2:2 რაიხენბერგი-2 (ტორესენი-4, ოდეგაარდი-1), 2:3 ჰოლოსი-1 (მარტინსენი-1, მ. ოლიმბი-4), 3:3 შინკევიჩი-2 (კოვირშინი-1, სტეფანოვიჩი-4), 4:3 ლისოვეცი-2 (პავლოვიჩი-2, ლინგლე-4).

ჩეხეთი-შვეიცარია 1:3

0:1, 1:1, 0:1

გოლები: 0:1 პრაპლანი-4 (დიასი-1), 0:2 სური-1 (კუკანი-1, შლუმპფი-1), 1:2 ჩერვენკა-3 (პასტრნაკი-6, შულაკი-1), 1:3 ბრუნერი-2 (რიხარდი-4, მარტი-1).

კანადა-ფინეთი 5:2

3:1, 1:1, 1:0

გოლები: 1:0 მარნერი-3 (პოინტი-1, მატესონი-3), 1:1 ლაიუნენი-1 (ოსალა-2), 2:1 პარეიკო-3 (მარნერი-6), 3:1 მარნერი-4 (შაიფლი-4, მაკინონი-7), 4:1 პოინტი-4 (მატესონი-4, პარეიკო-2), 4:2 ოჰტამაა-1 (ჰონკა-2, კემპაინენი-1), 5:2 დუშენი-1 (კუტურიე-1).

თ მ ომ ოწ წ შ ქ

1. კანადა 7 6 0 1 0 32:10 19

2. შვეიცარია 7 3 2 2 0 22:14 15

3. ჩეხეთი 7 3 2 0 2 23:14 13

4. ფინეთი 7 2 2 1 2 20:22 11

5. საფრანგეთი 7 2 2 0 3 23:19 10

6. ნორვეგია 7 2 0 2 3 13:19 8

7. ბელარუსი 6 1 0 1 4 11:24 4

8. სლოვენია 7 0 0 1 6 13:36 1

1/4 ფინალი

პლეი ოფი

აშშ-ფინეთი

რუსეთი-ჩეხეთი

კანადა-გერმანია

შვეიცარია-შვედეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"