"დაჩიამ" ახალი კონტრაქტი შემომთავაზა და თან ისეთი პირობებით, რომელსაც ბევრი კლუბი ვერ შემომთავაზებს, მაგრამ..."
21 მაისს მოლდოვის ჩემპიონატის ბოლო, 30-ე ტური გაიმართება. ჩემპიონობის შანსი ერთბაშად ოთხ კლუბს აქვს, ერთ-ერთი კი გუგა ფალავანდიშვილის "დაჩიაა".

კიშინიოვის კლუბმა ბოლო 11 მატჩიდან 10 მოიგო და 66 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. ამდენივე ქულა აქვს მეორეადგილოსან "შერიფს", ხოლო "მილსამსა" და "ზარიას" 65-65 ქულა აქვთ. "დაჩია" ბოლო ტურს ერთ-ერთ აუტსაიდერ "ჩადირთან" გამართავს.

ფალავანდიშვილს სწორედ მოახლოებულ მატჩსა და მომავალზე ვესაუბრეთ.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ნახევარმცველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კვიპროსულ "ეთნიკოსში" გადაბარგდა, მაგრამ, როგორც მოგვიანებით გაირკვა, კლუბს ემბარგო ჰქონდა და გუგაც სათამაშო პრაქტიკისთვის მოლდოვაში გადაბარგდა იჯარის წესით.

"დიდია ალბათობა იმისა, რომ "ოქროს მატჩი" შედგეს. მოლდოვაში ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ ორ კლუბს თანაბარი ქულები აქვთ. ასეთ დროს უპირატესობა არც გატანილ გოლებს ენიჭება და არც - ურთიერთშეხვედრებს. თანაბარი ქულების შემთხვევაში ინიშნება მატჩი ნეიტრალურ მოედანზე და გამარჯვებული ქვეყნის ჩემპიონი ხდება.

ისე კი, საინტერესო ჩემპიონატი გამოდგა. ზამთრის შესვენებამდე ლიდერთან ჩამორჩენა 11 ქულა იყო და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დღეს ცხრილის სათავეში ჩვენ ვიქნებოდით.

რაც შეეხება ჩემს მომავალს, გეტყვით, რომ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 31 მაისს მეწურება. ჩემით რამდენიმე რუსული და კვიპროსული კლუბი ინტერესდება და მათგან საბოლოო პასუხს ველი. ახალი კონტრაქტი "დაჩიამაც" შემომთავაზა და თან ისეთი პირობებით, რომელსაც ბევრი კლუბი ვერ შემომთავაზებს, მაგრამ აქ ჩემპიონატის დონე ძალიან დაბალია.

დაზუსტებით ვამბობ, რომ "ეთნიკოსში" არ წავალ. ამ კლუბს ემბარგო ზამთრამდე ადევს. ივნისის დასაწყისში გაირკვევა ჩემი ახალი კლუბის ვინაობა", - გვითხრა ფალავანდიშვილმა.

გოგი ქუთაისელი
საინტერესო არის ვინ იქჰება გმირი ან გმირები სპარინგებში ტორპედო-ლოკომოტივი, და დინამო თბილისი-სამტრედია!
დინამო
არც შეეხვეწოთ თუ არ დაბრუნდება
dinamo chempionta ligaze
ეგეცარმყავდეს მართლა რამეს მაინც წარმოადგენდეს ისეამბობს აქ არ დავბრუნდებიო ყენია დაბრუნდა ფალავადიშვილი თუ არ დაბრუნდება გადავიტანთ როგორმე :D
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ისევ წააგო
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
"არ ვიცოდი, თუ ბუნდესლიგის მოგება "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად საკმარისი იყო" - კვარაცხელიას მხარდამჭერმა ნასრიმ კეინი გააკრიტიკა
დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ნიკოლაი ყიფიანი ჩიხრაძის "ეთნიკოსიდან" "ომონიაში" გადავიდა
ნიკოლაი ყიფიანმა კვიპროსის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა
ბაჩანა არაბულმა თავის ბერძნულ გუნდს გამარჯვება მოუპოვა
ევროპა ლიგა: ვაკომ და "ლეგიამ" გოლის გატანა დაივიწყეს, "გენტმა" კი - ქართველები
ივნისამდე სხვაგან - რატომ წამოვიდა "ეთნიკოსიდან" გუგა ფალავანდიშვილი
ევროპა ლიგა. ანონსი: "ატრომიტოსიდან" "ესპანიოლამდე" - რა შანსები აქვს ქართულ ლეგიონს?
ნიკა კაჭარავა - ისევ კვიპროსი თუ პოლონეთი?
კახა კაჭარავა: ნიკას სხვანაირად რომ ეფიქრა, დარჩებოდა "როსტოვის" სკამზე...
"დილაში" წარდგენიდან ერთ კვირაში გიორგი დარასელია "ეთნიკოსში" გადადიოდა?
ბათუმის "დინამომ" გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა
ოფიციალურად: საბერძნეთის სუპერლიგაში მეორე ქართველი ითამაშებს
ჯაბა დვალი: სადაც არ არის ამბიცია, იქ ფეხბურთელს არაფერი ესაქმება
დავით სირაძე: "დაჩიადან" დვალიც წამოვიდა და მეც ახალ გუნდს ვეძებ
გუგა ფალავანდიშვილი: თამაში და ნაკრებში მოხვედრა მინდა და არა ფეხბურთით სარგებლობა
ნუკრი რევიშვილი: მოლდოვაში მეტი საშინელება ხდება, ვიდრე ჩვენთან!..
ამის უთამაშებლობა იქნება? - ნინუამ კოხტა გოლი გაიტანა [VIDEO]
გუგა ფალავანდიშვილი: დიახ, "დაჩია"... კიშინიოვში ხვალ ან ზეგ ჩავალ
ჯაბა დვალი "საბურთალოში" ვარჯიშობს, მაგრამ...