ექიმების თქმით, მუცლის არეში შემავალი ჭრილობისგან შინაგანი ორგანოები დაზიანებული არაა
დღეს, 18 მაისს, ევროპის ორგზის ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ზურაბ დათუნაშვილი (80), რომელიც რამდენიმე დღის წინ შელაპარაკებისას დაჭრეს, ინგოროყვას კლინიკიდან შინ გაწერეს.

- [ინტერვიუ ერთი დღით ადრე] რაღაც უნდა მოვიფიქრო, რაღაც უნდა შევცვალო...

ფალავანი უკვე კიდეც დადის და გამოჯანმრთელების პროცესი გეგმის მიხედვით, გართულებების გარეშე მიმდინარეობს. მის სიცოცხლეს საფრთხე რომ არ ემუქრებოდა, ეს ხმები იმთავითვე გავრცელდა, ახლა კი მდგომარეობა შეუდარებლად უკეთესია. თურმე ექიმის თქმით, მუცლის არეში შემავალი ჭრილობისგან შინაგანი ორგანოები დაზიანებული არაა, მხოლოდ გარეგანი ხასიათის ჭრილობაა.

სპორტულ მხარეს რაც შეეხება, ჯერ ისევ გაურკვეველია, როდის განაახლებს ვარჯიშს დათუნაშვილი.

ზოგადად, ამ თემაზე გუშინ ორი ვერსია მოვისმინეთ. ერთნი შიშობენ, რომ ამ ჭრილობის საბოლოო მოშუშებას დაახლოებით 6 თვე მაინც დასჭირდება ანუ ამ ხნის განმავლობაში ვერ მიიღებს დატვირთვებს, ვერ შეძლებს ვარჯიშს, თუმცა ამის საწინააღმდეგოდ, მეორე ვარიანტით, თანამედროვე მედიცინა იცნობს ისეთ დამხმარე საშუალებებს, რაც ხელს შეუწყობს ჭრილობის შეხორცებას, დაიცავს მას გარეგანი ზემოქმედებისა და დატვირთვებისგან.

ცხადია, მეორე ვარიანტი შეუდარებლად უკეთესია, რადგან თუ პირველი გამართლდა, მაშინ დათუნაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს, რომელიც აგვისტოში პარიზში ტარდება.

ამ საკითხზე მთავარი სიტყვა უშუალოდ სპორტულმა ექიმებმა უნდა თქვან და დაველოდოთ მათ პასუხს, ჩვენ კი კიდევ ერთხელ დავძენთ, რომ მთავარია, სპორტსმენი გადარჩა და გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფი ტემპით მიდის წინ, წარმატება კი ისევ იქნება.

vasg343
არ მომხდარა ღამის კლუბში და ხასიათიც ძაან მშვიდი აქ
usa rio -s
თქვენ სულ შრომაში ხართ მთელი ცხოვრება ალბათ და გართობისთვის დრო არ გრჩებათ
levo
სპორტსმენებს ვთხოვ არ იარონ ღამის კლუბებში. იქ სხვა მენტალობის ადამიანები იკრიბებიან და სათქვენო ადგილი არ არის. ეს კაცის დაჭრის პირველი შემთხვევა არაა და ნუ დაიმახინჯებთ მეგობრებო ცხოვრებას. სულ ერთხელ შევედი და მეტს აღარ შევალ, ფერმკრთალი ახალგაზრდები ან თავს შემოგაკლავენ ან თვითონ მოგკლავენ. კარგი სპორტსმენებით ვამაყოფთ და არ გვინდა რამე დაგემართოთ
rio
აწი ბიძიკო ერთი ხუთი წელი იშრომე და მაგ ბარებში მერე იარე ასი წელი ნუ კლავთ ძვირფას დროს თანაც ხასიათი არც ისე მშვიდი გაქ ამას შენთვის გეუბნები თორემ მე რა.
usa
მოგირჩა??? აწი ჭკუით იყავი და წარმატებები
სოსო
სულ წარმატებებს გისურვებ და მალე გამოჯანმრთელებას.
dato
ზურა სულ გამარჯვების გზით იარე!!!
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სარჩელი არ დაუკმაყოფილეს - დათუნაშვილს მსოფლიოსა და ოლიმპიური მედლები ჩამოართვეს
"მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში, იმიტომ, რომ..." - ზურაბ დათუნაშვილი ნიკა გვარამიას დაფუძნებულ გუნდს უერთდება
დათუნაშვილმა სერბეთს ბრინჯაო მოუპოვა
ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს
სერბებმა დათუნაშვილი დააფასეს - საპატიო სპორტსმენობა
"ბრავო, ოსტატო!" - როგორ მიულოცა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზურაბ დათუნაშვილს ოლიმპიური მედალი [PHOTO]