დღის მიღწევები და სტატისტიკა
"ოტავა" მეორედ გავიდა წინ "პიტსბურგთან სერიაში. კანადურ კლუბს უადვილდება საქმე, რადგან "პინგვინებს" ბევრი ტრავმირებული დაუგროვდათ. მესამე მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღეს ფორვარდებმა - პატრიკ ჰორნკვისტმა, ბრაიან რასტმა, აგერთვე მცველმა ჯასტინ შულცმა.

"სენატორებმა" იდეალური პირველი ტაიმი ჩაატარეს. უკვე 48-ე წამზე სტუმრების კარში პირველი შაიბა შევარდა, როცა მაიკ ჰოფმანმა ძალიან მახვილი კუთხიდან გაიტანა. "პიტსბურგის" მცდელობამ - მალე გაეთანაბრებინა ანგარიში, არანაირი შედეგი არ გამოიღო. შემდეგ კი იყო "პიტსბურგისთვის" კოშმარული 2 წუთი და 18 წამი, როცა მარკ-ანდრე ფლერის კიდევ სამი შაიბა გაუტანეს.

სტუმრების დაცვა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა: ჯერ მარკ მეტომ უპრობლემოდ შეაღწია "პიტსბურგის" კართან და მოასწრო არა მარტო დარტყმა, არამედ დამატებაც. შემდეგ, უყურადღებოდ დარჩა დერეკ ბრასარი, რომელმაც შორეულ ცხრიანში გაიტანა, 24 წამში კი ზაკ სმიტმა მეოთხე გოლი შეაგდო და "პიტსბურგის" სამწვრთნელო შტაბი იძულებული გახდა, მეკარე გამოეცვალა. ამ პლეი ოფში ფლერი პირველად გამოცვალეს და მისი ადგილი კარში მეტ მიურეიმ დაიკავა, რომელმაც 20-დან 19 დარტყმა მოიგერია.

დრო სათამაშო კიდევ ბევრი იყო, მაგრამ მეორე პერიოდში შაიბა მხოლოდ "ოტავამ" გაიტანა და ანგარიში 5:0 გახდა. "პიტსბურგმა" მატჩი 26 დარტყმით დაასრულა და მხოლოდ ექვსჯერ გაისროლა მესამე პერიოდში. აქედან ერთმა გოლი მოიტანა - ერთი შაიბა გაქვითა სიდნი კროსბიმ. "პიტსბურგის" კაპიტანს აშკარა ჩავარდნა აქვს - ეს იყო მისი პირველი ქულა "ოტავასთან" სერიაში.

ოტავა-პიტსბურგი 5:1

4:0, 1:0, 0:1

გოლები: 1:0 ჰოფმანი-5 (ტარისი-4, ბაროუზი-5), 2:0 მეტო-2 (რაიანი-7, ბრასარი-7), 3:0 ბრასარი-4 (მაკარტური-5, რაიანი-8), 4:0 ზ. სმიტი-1 (მეტო-2, ე. კარლსონი-12), 5:0 ტარისი-4 (ჰოფმანი-4, ჩიასონი-2), 5:1 კროსბი-5 (კესელი-9, შტრაიტი-1).

სერია: 2-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კახა ქირია
ესეთი სუსტი თამაში"პინგვინსის"დაცვაში არ მახსოვს.ეხლა მსოფლიო ჩემპიონატზე რომ იტალიის ნაკრები თამაშობს, დაახლოებით ეგეთი იყო.რაც შეეხება ქროსბის, ეტყობა მიღებული ტრავმა თავისას შვრება.ისე უდიდესი ჰოკეისტია.
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"