"მილანი" ანდრეა ბელოტის უმიზნებს
როგორც ჩანს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას "მილანის" ახალი მესვეურები აქტიურობას აპირებენ - ლომბარდიულმა გრანდმა უკვე გაიფორმა მატეო მუსაჩო და მის სანაცვლოდ, "ვილიარეალს" 22 მილიონ ევროს გადაუხდის. წინასწარი შეთანხმებაა მიღწეული ფრანკ კესიესთან, რომელიც "როსონერიში" "ატალანტადან" 28 მილიონ ევროდ გადაბარგდება. ანუ "მილანმა" უკვე გადადო 50 მილიონი ევრო, რომელიც ამ ფეხბურთელებზე დაიხარჯება.

სულ ახალი ინფორმაციით, "მილანის" ახალმა ბოსებმა მოლაპარაკება წამოიწყეს "ტორინოსთან", მიზანი კი ანდრეა ბელოტის გადაბირებაა. 23 წლის თავდამსხმელის საბაზრო ღირებულება 100 მილიონი ევროა, თუმცა ლომბარდიელები იმედოვნებენ, რომ ტურინელები გოლეადორს უფრო იაფად შეელევიან...

მილანელებს კონკრეტული წინადადება აქვთ და მზად არიან, ბელოტის სანაცვლოდ "ტორინოს" 60 მილიონი ევრო გადაუხადონ - პლუს ტურინში მბაიე ნიანგი და ანდრეა პოლი გაუშვან. ჯერჯერობით, ტურინელთა პოზიცია უცნობია, მედიას კი "მილანის" სპორტული დირექტორი მასიმო მირაბელი ესაუბრა:

"გუნდს გაძლიერება სჭირდება და ჩვენ უკვე აქტიურად ვმუშაობთ. დასამალი არაფერია - ანდრეა ბელოტის გადმობირება გვსურს და პროცესი უკვე დაძრულია. შევხვდი "ტორინოს" დირექტორ ჯანლუკა პეტრაჩის და ტრანსფერის საკითხები განვიხილეთ - მან უკვე იცის ჩვენი შეთავაზება, დანარჩენს კი მოლაპარაკების პროცესი გამოაჩენს. ბელოტი "მილანის" გულშემატკივარია და იმედია, ეს საქმეს გაამარტივებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Gaioz
არ ღირს, თუმცა აპრობირებული მეთოდია მისი მფლობელი გუნდი კონტრაქტში აფიქსირებს თანხას რომლის გადახდის შემთხვევაშიც კლუბი უძლურია ტრანსფერს ხელი შეუშალოს. მსგავსი ოფციით ისარგებლა იუვემ როდესაც იგუაინი იყიდა ნაპოლიდან.
zurikela
ერთი ბეილი ღირდა 100 მეორე პოგბა მესამე იგუაინი და მეოთხეც ეს.მესი და რონალდო კიდე მესმის....
gode
რა გააკეთა ამ კაცმა 100 მილიონის ჯერ? არაფერი.
jm
ამდენი კი ღირს ეს კაცი?
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
რა მოხდა რეალურად და ვის გულისხმობს საზონოვი პრობლემაში? - ქართველი "ტორინოს" ხმაურიანი პოსტით დაემშვიდობა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონე" წინ მიიწევს
ჩაკვეტაძემ უკვე შეუცვლელად ითამაშა - "უდინეზე" "ტორინოსთან" დამარცხდა
Geo Team: საზონოვი კარიერას ლა ლიგაში განაგრძობს
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ჩინებული ამბავი: საზონოვმა და კვარაცხელიამ შეიძლება ისევ ერთ ჩემპიონატში ითამაშონ
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა