"ვიტ ჯორჯიამ" გორში, საშინაო არენაზე წელს პირველად მოთამაშე "სპარტაკს" მატჩის მიწურულს გატანილი გოლით სძლია
დიდთოვლობისა და სხვა მიზეზთა გამო წლეულს ცხინვალის "სპარტაკმა" პირველად ითამაშა საშინაო არენაზე. მიმდინარე სეზონში ჩემპიონატსა და თასზე ეს გუნდები უკვე მეხუთედ შეხვდნენ ერთმანეთს და უინტერესო არც ერთი მატჩი გამომდგარა. ერთი (თასის მეოთხედფინალში) კი სულაც მცირე სკანდალით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ზამთრის პაუზის მერე ორივე გუნდი ერთობ შედეგიანად ირჯება, სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე არც მოტივაციის სიმცირეს უნდა უჩიოდნენ (განსაკუთრებით "სპარტაკი") და რა გასაკვირია, რომ საკმაოდ ქარიან ამინდში შეკრებილი მაყურებელი თვალსასეირო დაპირისპირების მოლოდინში იყო, თუმცა, სამწუხაროდ, იმედი გაუცრუვდა.

მეორე ტაიმს კიდევ არა უშავდა, შეხვედრის პირველი ნახევარი კი მეტისმეტად უნიტერესო გამოდგა. თითქმის იდენტური ტაქტიკური სქემით მოთამაშე გუნდებმა თავიდანვე მეტწილად მოედნის შეუაგულში გააჩაღეს ბურთაობა. "სპარტაკიც" და "ვიტ ჯორჯიაც" ძალიან უხეიროდ უტევდნენ. ორივე გუნდის გამოკვეთილი თავდამსხმელები ბარაბაძე და როსტიმაშვილი მცველთა მარწუხებში ჩაკარგულიყვნენ და ძირითადად უბურთოდ მოძრაობა უწევდათ. ამასთან, ისინი (განსაკუთრებით ბარაბაძე) ხშირად ხვდებოდნენ ხელოვნურ თამაშგარე მდგომარეობაში. ნაკლებად ნაყოფიერი და შეცდომებით გაჯერებული იყო ორივე გუნდის ფლანგელთა გარჯაც. ამიტომაც გრიშიკაშვილს და მიქაბერიძეს საქმე ცოტა ჰქონდათ და საერთოდ შესვენებამდე არათუ საგოლე, მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტიც ვერ მოვინიშნეთ.

შესვენებაზე ბადრი კვარაცხელიამ ორმაგი ცვლილებით სცადა ვითარების შეცვლა, მაგრამ ვლადიმერ უგრეხელიძემაც და ვალერი ბოლქვაძემაც ბევრი ვერაფრით დაგვამახსოვრეს თავი. მეტადრე ამ უკანასკნელის შთამბეჭდავ გარჯას ველოდით, თუმცა ცხინვალელთა გამთამაშებელი ისე ვერ მოქმედებდა, მისი გუნდის ქომაგი რომ ელოდა. 58-ე წუთზე, როგორც იქნა, შეხვედრის პირველი საგოლე მომენტი ვიხილეთ შეტევის მარცხენა ფლანგიდან სახიფათო ჩაწოდებულზე კარის წინ მყოფ გიგა ბეჭვაიას ცოტა დააკლდა, რომ ბურთისთვის ფეხი მიერტყა და გაეტანა, ვერ მისწვდა მას მასპინძელთა მეკარეც და ბურთმა სანტიმეტრებში ჩაუარა ძელს.

მერაბ კოჭლაშვილის შეგირდები ნელ-ნელა დაეუფლნენ სათამაშო უპირატესობას და "სპარტაკის" კართან ხიფათმაც იმატა. მართალია, მასპინძლებიც უფრო ფხიანად ათამაშდნენ, თუმცა საჯარიმოს ხაზთან დანიშნული სახიფათო ჯარმის გარდა დასამახსოვრებელი ვერაფერი შექმნეს, თანაც ეს სტანდარტულიც მეტად უხეიროდ შესრულდა (ბოლქვაძე). 82-ე წუთზე როსტიაშვილის პასით კორიფაძეს მიეცა საგოლე შანსი და გრიშიკაშვილს ფეხიდან რომ არ აერთვა მისთვის ბურთი, ანგარიშიც გაიხსნებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ "სპარტაკი" მხოლოდ დროებით გადარჩა. თამაშის დასასრულისკენ ბეჭვაიამ დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა, გრიშიკაშვილი კი არ განძრეულა და ბურთიც ბადეში გაეხვია 0:1.

მატჩის შემდეგ:

ბადრი კვარაცხელია (სპარტაკი): "ლოგიკური შედეგი ფრე იქნებოდა, მაგრამ დამატებულ წუთებზე მოულოდნელი ბურთი გავუშვით. სამწუხაროდ, ტრავმების და სხვა მიზეზთა გამო რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა, რასაც მეტრეველის დისკვალიფიკაციაც დაემატა... მიუხედავად ამისა, ჩემი ფეხბურთელებისგან უფრო მეტს ველოდი. განსაკუთრებით მოულოდნელი დეკანოიძისა და კლოვისის ინერტულობა იყო."

გორი. ქართლი 200 მაყურებელი

სპარტაკი - ვიტ ჯორჯია 0:1

0:1 - ბეჭვაია (90)

სპარტაკი ვიტ ჯორჯია

(4-2-3-1): (4-2-3-1):

გრიშიკაშვილი ა. მიქაბერიძე

ჭაფოძე ხურცილავა

ბოიომო ადამაძე

ალავიძე კასრაძე

ოთარაშვილი ღანიაშვილი

მამუჩიშვილი გურამ გურეშიძე

კილასონია ვასაძე

თუხარელი ბეჭვაია

კლოვისი ჯანელიძე

დეკანოიძე კორიფაძე

ბარაბაძე როსტიაშვილი

46. კლოვისი - ვ. ბოლქვაძე

46. დეკანოიძე - უგრეხელიძე

75. ბარაბაძე - ბუზალაძე

სათადარიგოები: დაუშვილი, ნარიმანიძე, ჯიშკარიანი, კაკაშვილი

84. როსტიაშვილი - ზაქრაძე

90. ჯანელიძე - გოგიაშვილი

სათადარიგოები: ძაძამია, გიორგი გურეშიძე, გაბრიჭიძე, ლობჟანიძე, ჭანკვეტაძე

გაფრთხილება: ღანიაშვილი (10), ბეჭვაია (29), კლოვისი (43), ჭაფოძე (55)

მსაჯი: ლ. სილაგავა (თბილისი)

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს