დღეს, 19 მაისს, მინსკის სპორტის სასახლეში სამბისტთა ევროპის მორიგი ჩემპიონატი იწყება ქალთა და ვაჟთა შორის
დღეს, 19 მაისს, მინსკის სპორტის სასახლეში სამბისტთა ევროპის მორიგი ჩემპიონატი იწყება ქალთა და ვაჟთა შორის, რომელიც სათავეს 1972 წლიდან იღებს. წლევანდელ ჩემპიონატში "ბებერი კონტინენტის" 29 ქვეყანა მონაწილეობს, 300-ზე მეტი სპორტსმენით, მათ შორის კი საქართველოს ნაკრებიც იქნება: ვაჟები - სრულად დაკომპლექტებული გუნდით, გოგონებში კი ექვსი მონაწილე გვეყოლება.

ნაკრებმა ევროპირველობისთვის მოსამზადებელი დასკვნითი შეკრება მინსკშივე გაიარა, სადაც თვის დასაწყისში გაემგზავრა.

ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯონდო მუზაშვილი და ივანე არაბული შემადგენლობის შერჩევისას, ძირითადად, საქართველოს ჩემპიონატის შედეგებს დაეყრდნენ, თუმცა რამდენიმე ცვლილების გაკეთება მაინც მოუხდათ. მათ შორის - ერთი იძულებითი ზედ ჩემპიონატის დაწყების წინ გააკეთეს: ამ დღეებში მინსკში ერთობლივ შეკრებაზე ხელი იტკინა ევროპის შარშანდელმა მესამეპრიზიორმა, ქუთაისელმა გივი ნადარეიშვილმა (52) და მის ნაცვლად საქართველოდან სასწრაფოდ გამოიძახეს თიანეთელი ლევან ბერბერაშვილი.

ერთი მონაწილე ბოლო დღეებში ასევე დაამატეს გოგონებშიც.

ქალთა ტურნირში ისევ იჭიდავებს და შარშან მოპოვებული ევროპის ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებას შეეცდება ნინო ოძელაშვილი (72). შეგახსენებთ, რომ ის პირველი ქართველი ქალია ყველა საჭიდაო სახეობაში, ვინც უფროსებში ევროპის ჩემპიონი გახდა.

თუმცა მუზაშვილმა გუნდში შარშანდელი ევროშეჯიბრების ყველა მედალოსანი შეიყვანა: ვიცე-ჩემპიონები - ირინე ლეონიძე (80) და ელენე ქებაძე (+80), აგრეთვე, ბრინჯაოსმედალოსნები: სალომე აბაშიძე (56) და თეა სუხიტაშვილი (68). ამ ხუთეულს წლეულს მარი მახარაშვილი (48) დაემატა და ისიც - ბოლო დღეებში.

ვაჟებშიც შარშანდელი შემადგენლობიდან უმეტესობა წლეულსაც იჭიდავებს ევროპის პირველობაზე. შარშან მათ 9 წონიდან 6 მედალი მოიპოვეს: 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 - ბრინჯაო. ჩემპიონები ვახტანგ ჩიდრაშვილი (57), ნიკო კუცია (82) და ბექა ბერძენიშვილი (+100) გახდნენ. პაატა ღვინიაშვილი (90) ფინალში დამარცხდა, ხოლო მესამეზე ნადარეიშვილი და დავით ლორიაშვილი (100) გავიდნენ. ყველა მათგანი ამჯერადაც გუნდშია.

ევროპის ჩემპიონატზე დღეს პირველი საშეჯიბრო დღეა. ტურნირში ჩაებმებიან 48, 60, 72 კილოგრამის ქალები და 57, 74, 100-ის ვაჟები. ხვალ ქალთაგან 52, 64 და 80, ვაჟთაგან კი 62, 82 და +100-ის ფალავნები იასპარეზებენ. 21 მაისს მედლების მოპოვებას ქალებში 56, 68 და +80, ხოლო ვაჟებში 52, 68 და 90-ის წარმომადგენლები შეეცდებიან.

საქართველოს ნაკრებები

ვაჟები

52 კგ. ლევან ბერბერაშვილი (თიანეთი)

57 კგ. ვახტანგ ჩიდრაშვილი (თელავი)

62 კგ. ზურაბ ოდოშაშვილი (კასპი)

68 კგ. მინდია ლილუაშვილი (ზესტაფონი)

74 კგ. ლევან ნახუცრიშვილი (მცხეთა)

82 კგ. ნიკო კუცია (ფოთი)

90 კგ. პაატა ღვინიაშვილი (გორი)

100 კგ. დავით ლორიაშვილი (მარტყოფი)

+100 კგ. ბექა ბერძენიშვილი (კასპი)

ქალები

52 კგ. მარი მახარაშვილი (გორი)

56 კგ. სალომე აბაშიძე (აჭარა)

72 კგ. ნინო ოძელაშვილი (წყნეთი)

68 კგ. თეა სუხიტაშვილი (ყვარელი)

80 კგ. ირინე ლეონიძე (ხელვაჩაური)

+80 კგ. ელენე ქებაძე (ლაგოდეხი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შოთა
რა საინტერესოა, არცერთია თბილისელი ნაკრებში...
ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
ამჯერად აშშ-ში - ხამესის თავგადასავალი MLS-ში გაგრძელდება
დაბრუნებას განიხილავენ - "მანჩესტერ იუნაიტედს" სკოტ მაკტომინეის კვლავ თავის რიგებში ხილვა სურს
წიტაიშვილი "მეცში" გამოარჩიეს - ქართველს კარგი კარიერული პერიოდი უდგას
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
[VIDEO] ულამაზესი კადრები - ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი
[VIDEO] იოკიჩის მძიმე ტრავმა? "დენვერი" "მაიამისთან" დამარცხდა, სერბმა კი მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
[VIDEO] მატჩისას მეკარე იძულებული გახდა ჩაი დაელია
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
სამბოს მსოფლიოს ჩემპიონატს აფრიკა პირველად უმასპინძლებს
სამბო. მინსკის ტურნირი: ქართული ფინალები, 2 ოქრო და 4-4 ვერცხლ-ბრინჯაო
ოთხგზის ჩემპიონი - ინტერვიუ ვახტანგ ჩიდრაშვილთან
სამბო. მსოფლიოს ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრები მხოლოდ ერთი ცვლილებით
სამბოს საერთაშორისო რეიტინგს ხუთი ქართველი ლიდერობს
ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი: 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს შანსი
თბილისის გრან-პრი 2015. III დღე: მედლებით უნდა დავხუროთ!
თბილისის გრან პრი. II დღის ანონსი: დღეს 10 ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს
ჯონდო მუზაშვილი: დანაკლისის მიუხედავად, მაინც კარგი ჩემპიონატი გამოვიდა
ქართველმა სამბისტებმა მოსკოვში 5 მედალი მოიპოვეს
ძიუდო. ქალთა ნაკრები: ვარჯიში და სამახსოვრო ფოტო კაილა ჰარისონთან
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამსუნის გრან-პრიზე არასრული გუნდით მიდის
ძიუდოისტმა ირინე ლეონიძემ გერმანიის ტურნირზე ბრინჯაო მოიპოვა
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 22 ივნისის განრიგი
ნინო ოძელაშვილი სამბოში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
"სამარცხვინოა, როდესაც სამინისტრო მსოფლიო ჩემპიონობას გილოცავს და მერე პოსტს შლის" - ელენე ქებაძე
ნინო ოძელაშვილი: ცუდს არაფერს არ ვაკეთებთ, პირიქით - სამშობლოს ვასახელებთ
ევროპის ჩემპიონატი. I დღე: ნინო ოძელაშვილის ოქრო და ქართული ცეკვა [VIDEO]
მინსკი 2019. სამბისტმა ვახტანგ ჩიდრაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
ჩიდრაშვილმა ოქრო მოიპოვა, ლორიაშვილმა - ბრინჯაო
საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა მინსკში კიდევ 5 მედალი მოიპოვა
სამბო. საქართველოს ჩემპიონატი: ახალი ნაკრებისთვის
სამსუნის გრან-პრი. წილისყრა: ბექა ღვინიაშვილს არ გაუმართლა
"ყოველთვიურად გერიცხებათ ხელფასი, ოქროს მედლის შემდეგ შესაბამისი პრემიაც მიიღეთ" - სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადება
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
ევროპის ღია თასი: ქართველების თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო [VIDEO]
ესენიც იტყვიან თავიანთ სიტყვას - ქალთა ძიუდოს პერსპექტივა საქართველოში
ევროპის ჩემპიონატი. II დღე: ნახუცრიშვილის ოქრო, ჩიდრაშვილის ვერცხლი
მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა კიდევ 2 ოქროს მედალი მოიპოვა
ᕥᓐᓠᓗᓕᓔᕚᓛᓐ ᕡᕐᓛᓑᓘᓡᓢᕔᓑᕛᕐ ᓡᕞᓝᓠᓢᕘᓡ ᓡᕐᓛᓘᓜᕘᓡᓢᕠᓝᓨᓘ ᕑᓣᕥᓐᓠᓔᓡᓢᕘᓡ ᓢᕣᓠᕜᕘᓠᓘ ᕨᓔᓐᓤᕐᓡᕔᓡ
ნინო ოძელაშვილი: ქმარს დავპირდი, მსოფლიოს ჩემპიონი თუ გავხდი...
მარიამ ჯანაშვილი ჯანზეა და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება
ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი: ქართველების ქართველი მეტოქეები
ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᕔᕚᓝᕡ ᓡᓐᓛᓑᓘᓡᓢᓗᓐ ᓓᕔᓚᕔᕒᓐᕪᕘᕐᓛ ᓑᓣᓥᓐᓠᓔᕡᓢᓨᓘ 12 ᓛᕔᕓᕐᓚᕘ ᓛᓝᓘᓞᓝᓕᕐ
ხარლამპიევის მემორიალი: ქალების ნავაჟკაცარი ვაჟების სკანდალით
ელენე ქებაძემ რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა
სამბო. ევროპის ჩემპიონატი: ქართველების 9 მედალი მინსკში [VIDEO]
სამბო. ოთხი ვერცხლი ათენიდან