"ფენერბაჰჩემ" ახალი ისტორია დაწერა
"ფენერბაჰჩემ" ევროლიგის ახალი ისტორია დაწერა. ის გახდა პირველი თურქული კლუბი, რომელმაც ევროპის მთავარ საკალათბურთო ტურნირზე გამარჯვება შეძლო. "ფენერმა" კარგად გამოიყენა საკუთარი მოედნის უპირატესობა და ჯერ ნახევარფინალში დამაჯერებლად აჯობა მადრიდის "რეალს", შემდეგ კი ფინალშიც არ შექმნია პრობლემები "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ.

თურქებმა უკვე პირველ მეოთხედში მოიპოვეს საკმაოდ სოლიდური - რვაქულიანი უპირატესობა, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი ნიკოლა კალინიჩს მიუძღვის - მან პირველ 10 წუთში 12 ქულა აიღო. ფინალში ერთადერთი ჩავარდნა "ფენერს" მეორე მეოთხედის ბოლოს ჰქონდა, როცა მეტოქეს სხვაობა ხუთ ქულამდე შეამცირებინა, მაგრამ ისევ კომფორტული სხვაობით დაწინაურდა, როცა მესამე მეოთხედში 11:2 გაქცევა შეასრულა (მანამდე, "ოლიმპიაკოსმა" ოთხ ქულამდე შეძლო მეტოქესთან მიახლოება). ხოლო, როცა მეოთხე მეოთხედის სტარტზე "ფენერბაჰჩემ" 18-ქულიან უპირატესობას მიაღწია, მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო.

"ფენერბაჰჩეს" ტრიუმფი რამდენიმე ფაქტორმა განსაზღვრა: თურქებმა 52 პროცენტის სიზუსტით ისროლეს სამქულიანები, დომინირებდნენ სამწამიან ზონაში და ცხრაჯერ დაბლოკეს მეტოქის ტყორცნები, გარდა ამისა, მოიგეს მოხსნებში - 40:30.

ეს იყო ევროლიგაზე მეცხრე გამარჯვება (ხუთ სხვადასხვა კლუბთან ერთად) "ფენერბაჰჩეს" ლეგენდარული მწვრთნელისთვის ჟელკო ობრადოვიჩისთვის. "ოთხთა ფინალის" საუკეთესო მოთამაშე კი თურქების ამერიკელი ფორვარდი ეკპე უდო გახდა.

მე-3 ადგილისთვის

რეალი-ცსკა 70:94

10:23, 22:22, 24:24, 14:25

რ: მაჩიულისი (11), აიონი (11+6 მოხსნა).

ც: ჰაინსი (14+7 მოხსნა), ჯექსონი (13+5 პასი), დე კოლო (13), ფრიძონი (12), ჰიგინსი (12), ვორონცევიჩი (10+6 მოხსნა).

ფინალი

ფენერბაჰჩე-ოლიმპიაკოსი 80:64

26:18, 13:16, 21:14, 20:16

ფ: ბოგდანოვიჩი (17), კალინიჩი (17), უდო (10+9 მოხსნა+5 დაფარება), დატომე (11).

ო: ბერჩი (14), მილუტინოვი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო