ვინიალესმა სეზონში მესამე გრანპრი მოიგო და ჩემპიონატის ლიდერი გახდა
მოტოგრანპრის დებიუტანტმა, "იამაჰას" პილოტმა მავერიკ ვინიალესმა 2017 წლის სეზონში მესამე გამარჯვებას მიაღწია - მან ლე მანში საფრანგეთის გრანპრიზე სანახაობრივ დუელში აჯობა იტალიელ ლეგენდას ვალენტინო როსის.

ადგილობრივი პუბლიკის გასახარად, სტარტი მოიგო იოჰან ზარკომ. "სამეფო კლასის" კიდევ ერთმა დებიუტანტმა, რომელიც სასტარტო ბილიკზე მესამე იყო, პირველ მოსახვევში უკან ჩამოიტოვა "იამაჰას" ორი პილოტი - მავერიკ ვინიალესი და ვალენტინო როსი. მოქმედი ჩემპიონი მარკ მარკესი მეოთხეზე გადავიდა - გაუსწრო კელ კრატჩლოუს.

ზარკო რამდენიმე წრე ინარჩუნებდა ლიდერობას, მაგრამ ვერ გაძლო და ვინიალესი გაუშვა წინ. თანაგუნდელისგან განსხვავებით, როსი ზარკოს ვერაფერს უხერხებდა, თან იტალიელს მარკესი ავიწროებდა.

ასეთი თანმიმდევრობით ეს ოთხეული დისტანციის შუამდე მივიდა და მალე, ბრძოლას გამოეთიშა მარკესი, რომელმაც შეცდომა დაუშვა და ტრასიდან გადავარდა. ისევე, როგორც ერთი წლის წინ, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ვერ დაასრულა საფრანგეთის გრანპრი.

როსიმ თავისუფლება იგრძნო და შეძლო ზარკოსთან ბრძოლისთვის კონცენტრაცია. რამდენიმე წრე იტალიელი ავიწროებდა დებიუტანტს და ფინიშამდე ექვსი წრით ადრე, გატეხა ფრანგის წინააღმდეგობა.

იმ მომენტისთვის ვინიალესი წამს უგებდა როსის, რაც დაძაბული დასასრულის მომასწავებელი უნდა ყოფილიყო. ზედიზედ რამდენიმე საუკეთესო წრის შემდეგ, ჩემპიონატის ლიდერი გაუთანაბრდა ვინიალესს და ფინიშამდე სამი წრით ადრე, პირველ მოსახვევში შეტევაზე წავიდა. ახალგაზრდა ესპანელმა სცადა პასუხის გაცემა, მაგრამ გამოცდილ თანაგუნდელს ვერაფერი დაუპირისპირა.

თითქოს როსი აღარ გაუშვებდა ხელიდან სეზონში პირველ გამარჯვებას, მაგრამ ვინიალესმა ბოლომდე ბრძოლა გადაწყვიტა და ბოლო წრის წინ, ორ ლიდერს შორის სხვაობა 0.4 წამი იყო.

როსისთვის მთავარი იყო - შეცდომა არ დაეშვა, მაგრამ სწორედ ეს დაემართა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს. მერვე მოსახვევში იტალიელი ტრასის მიღმა გადავიდა და წინ გაუშვა ვინიალესი, მე-11 მოსახვევში კი კიდევ უფრო სერიოზული შეცდომა დაუშვა და საერთოდ ქულების გარეშე დარჩა.

ვინიალესი კი მშვიდად მივიდა ფინიშთან და სეზონში მესამე გამარჯვება მოიპოვა. ზარკო კარიერაში პირველად ავიდა პოდიუმზე, დანი პედროსა კი, მისთვის მოულოდნელად, მესამე ადგილზე აღმოჩნდა.

პირად ჩათვლაში ლიდერი ვინიალესი გახდა - მას 85 ქულა აქვს. 68 ქულით პედროსა მეორე ადგილზე გადავიდა, წინა ლიდერი როსი კი მესამეზე ჩამოქვეითდა - 62 ქულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: ნიკი ჰეიდენი გარდაიცვალა
WU17 | ჩრდ. ირლანდია 3:1 საქართველო
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
საბერძნეთი - საქართველო | საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 12 ქულით ამარცხებს
ლიგა 1-მა პსჟ-ს მატჩის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო
ბლექ ფორტრესმა კასპში იმარჯვა, ვინგსმა ლიბერთის აჯობა, ბურჯმა ახალციხეს მოუგო
"არ ვიცოდი კარგი ფეხბურთელი იყო თუ არა, მაგრამ რადგან "სიტის" სურდა, გადავწყვიტე მეყიდა" - "ჩელსის" მფლობელმა კუკურეიაზე ისაუბრა
[VIDEO] ლიონელ მესიმ მოწინააღმდეგე გუნდის სამწვრთნელო შტაბს დასცინა
დიდი 10 | ყაზბეგი 0:16 ხვამლი
გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
[VIDEO] გენიალური მესი - არგენტინელმა დუბლი შეასრულა და მაიამის "ინტერს" "ორლანდოსთან" მოაგებინა
დანიასთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა "თბილისი არენაზე" ივარჯიშა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგის" წაუგებელი სერია დასრულდა
[VIDEO] სამი გიორგი მოედანზე, მეოთხე კი ტრიბუნაზე - "მეცი" სახლში კაცნაკლულ "ბრესტთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "ჰერტასთან" დამარცხდა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს