22 ივლისს, მონტე კარლოში "ბრილიანტის ლიგის" მეათე ეტაპი გაიმართა.

22 ივლისს, მონტე კარლოში "ბრილიანტის ლიგის" მეათე ეტაპი გაიმართა. ევროპელებისთვის ეს სტარტი ბოლო იყო ევროპის ჩემპიონატის წინ, რომელიც 27 ივლისს ბარსელონაში დაიწყება. თუმცა მონაკოში უფრო აქტიურები არაევროპელი ათლეტები იყვნენ - გათამაშებულ დისციპლინათა უმეტესი ნაწილი სწორედ მათი პირველობით აღინიშნა.

სარბენ ბილიკზე ბევრი ბრწყინვალე შედეგი დაფიქსირდა. წინა ეტაპის დროს, ამერიკელი ჯერემი უორინერის მიერ 400 მეტრზე ნაჩვენები სეზონის საუკეთესო დრო მოულოდნელად იამაიკელმა ჯერმეინ გონსალესმა გააუმჯობესა, რომელმაც თან იამაიკის რეკორდი დაამყარა.

რა თქმა უნდა, დიდ ინტერსს იწვევდა ამერიკელი ტაისონ გაის გამოსვლა 200 მეტრზე. მისი მთავარი კონკურენტი თანამემამულე უოლტერ დიქსი უნდა ყოფილიყო, რომელიც ამ სეზონის ულაპარაკო ლიდერია, მაგრამ, როგორც ჩანს, ახალგაზრდა ათლეტმა ორგანიზატორებს მაღალი ჰონორარი მოსთხოვა და დუელი არ შედგა. დიქსის არყოფნაში გაის კონკურენცია იამაიკელმა იოჰან ბლეიკმა გაუწია, რომელმაც მერვე ბილიკზე გარბენისას კინაღამ გაუსწრო სახელოვან მეტოქეს. იოჰანმა თითქმის წამით (!) გააუმჯობესა პირადი რეკორდი, ერთწამიანი პროგრესი კი 200 მეტრზე მართლაც შთამბეჭდავი და... საეჭვოა. ასევე 20 წამზე ნაკლები დრო დახარჯა უოლეს სპირმონმა.

ძალიან მაღალი სისწრაფე აჩვენეს მამაკაცებმა 1500 მეტრზე. ერთბაშად ხუთმა მორბენალმა გააუმჯობესა სეზონის საუკეთესო დრო. გამარჯვება კი ნაკლებად ცნობილმა სილას კიპლაგატმა მოიპოვა. IAAF-ის ოფიციალურ ვებგვერდზე მისი დაბადების თარიღიც კი არ არის მითითებული. კენიელმა საკუთარი რეკორდი ხუთი წამით გააუმჯობესა.

110 მეტრზე თარჯრბენში ზედიზედ მეორე ეტაპი მოიგო ამერიკელმა დევიდ ოლივერმა, თუმცა ამჯერად მან სტარტი ჩააგდო და მსოფლიოს რეკორდზე პრეტენზია არ განუცხადებია. მიუხედავად ამისა, მაინც კარგი დრო აჩვენა - 13,01.

ქალთა სპრინტში კარმელიტა ჯეტერმა რევანში აუღო ვერონიკა კემპბელ-ბრაუნს. ამერიკელმა 100 მეტრი 10,82 წამში დაფარა. 400 მეტრზე სირბილში მცირე სენსაცია მოხდა. სეზონის ლიდერმა ლაშინდა დემუსმა ბრწყინვალე სტარტი აიღო და დიდი უპირატესობით ლიდერობდა, მაგრამ ძალები ვერ გათვალა და ბოლოს თითქმის გაჩერდა, რითაც სპენსერმა კარგად ისარგებლა და პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი.

საინტერესო იყო ქალებს შორის ჭოკით ხტომაში შეჯიბრი. სპორტსმენებმა მაღალი დონე აჩვენეს - ერთბაშად შვიდმა მძლეოსანმა დაძლია 4,60 მეტრი, მაგრამ ამ შვიდეულიდან უფრო შორს წასვლა ორმა მოახერხა. რუსმა სვეტლანა ფეოფანოვამ მესამე ცდიდან აიღო 4,70 მეტრი და მეორე ადგილი გაინაღდა. 4,80 მეტრი ვერ დაძლია, სამაგიეროდ მესამე ცდაზე ეს სიმაღლე აიღო ფაბიანა მიურერმა და გამარჯვებაც მას დარჩა.

X ეტაპი. მონაკო

კაცები

200 მ. 1. ტაისონ გაი (აშშ) - 19,72; 2. იოჰან ბლეიკი (იამ) - 19,78; 3. უოლის სპირმონი (აშშ) - 19,93; 400 მ. 1. ჯერმეინ გონსალესი (იამ) - 44,40 (სეზონის საუკეთესო შედეგი); 1500 მ. 1. სილას კიპლაგატი (კენ) - 3.29,27 (სეზონის საუკეთესო შედეგი); 110 მ/თარჯრბენი. 1. დევიდ ოლივერი (აშშ) - 13,01; სიმაღლეზე ხტომა. 1. ივან უხოვი (რუს) - 2,34 (სეზონის საუკეთესო შედეგი); სიგრძეზე ხტომა. 1. დუაიტ ფილიპსი (აშშ) - 8,46 (სეზონის საუკეთესო შედეგი); ბადროს ტყორცნა. 1. გერდ კანტერი (ესტ) - 67,81.

ქალები

100 მ. 1. კარმელიტა ჯეტერი (აშშ) - 10,82; 2. ვერონიკა კემპბელ-ბრაუნი (იამ) - 10,98; 800 მ. 1. ალისია ჯონსონი (აშშ) - 1.57,43 (სეზონის საუკეთესო შედეგი); 3000 მ. 1. სენტაეჰუ ეჯიგუ (ეთი) - 8.28,41 (სეზონის საუკეთესო შედეგი); 400 მ/თარჯრბენი. 1. კელი სპენსერი (იამ) - 53,63; სამხტომი. 1. იარგელის სავინიე (კუბ) - 15,09 (სეზონის საუკეთესო შედეგი); ჭოკით ხტომა. 1. ფაბიანა მიურერი (ბრა) - 4,80; ბირთვის კვრა. 1. ნადეჟდა ოსტაპჩუკი (ბლრ) - 20,23; 2. ვალერი ვილი (ახ. ზელანდია) - 20,20; შუბის ტყორცნა. 1. ბარბორა შპოტაკოვა (ჩეხ) - 65,76.

ლელო

გიორგი ჯანიერი
მარია შარაპოვა იტალიაში
buba
ფაქტიურად შეაჯდა რა!!...
"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
"იბერია" "ლარნესთან" მატჩის გადადებას ითხოვს - თბილისური კლუბი ბრიტანეთში კერძო თვითმფრინავით გაფრინდება
"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა
"ლივერპულმა" ბრედლი ბარკოლას შეძენის თაობაზე პირველი ნაბიჯი გადადგა
გრანდიოზული წვეულება და მოწვეული ვარსკვლავები - როგორი იქნება რონალდოსა და ჯორჯიანას ქორწილი
ერთ დღეში დახურული ორი ტრანსფერი - "იუვენტუსმა" გაძლიერება დაიწყო
ინფანტინო დანებებას არ აპირებს - ფიფას პრეზიდენტს დონალდ ტრამპის იმედი აქვს
ლუკაკუს "ნაპოლის" დატოვება და კარიერის MLS-ში გაგრძელება სურს
კონფერენს ლიგის წილისყრა: "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
გადაწყდა - პსჟ საფრანგეთის ნაკრების გარემარბს დაიმატებს
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო