"ბებერი ქალბატონის" სავარაუდო ტრანსფერები
"იუვენტუსი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის ემზადება - პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ტურინულ გრანდში გააგრძელებს კარიერას მატია დე შილიო.

24 წლის მცველმა უკვე განაცხადა, რომ "მილანის" დატოვებას აპირებს და მისი სურვილი ტურინულ გრანდში გადაბარგებაა. "იუვეს" განაპირა მცველი სჭირდება და თანაც, დე შილიოს ორივე ფლანგზე თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში. დე შილიომ ალექს სანდროს და დანი ალვეშს უნდა გაუწიოს კონკურენცია.

"იუვენტუსის" სამიზნეშია პატრიკ შიკი, რომელიც თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად. 21 წლის ჩეხი ფორვარდი შესანიშნავად ასპარეზობს და მის აქტივში 11 გატანილი გოლია. შიკის მიმართ არაერთი კლუბი იჩენს ინტერესს, თუმცა თავად ფეხბურთელს ტურინში სურს გადაბარგება. ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა თანხად შეაფასებს "სამპდორია" პატრიკს.

ამასობაში, "იუვენტუსთან" დაკავშირებით კიდევ ერთი მეტად საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება, რომლის მიხედვითაც, ტურინელებს ანდრეს ინიესტას გადაბირება სურთ - 33 წლის ესპანელს "ბარსელონასთან" ხელშეკრულების ვადა ეწურება, რომლის გახანგრძლივებასაც არ ჩქარობს - ტურინელებს იმედი აქვთ, რომ ინიესტას ახალი გამოწვევა სჭირდება და მისთვის მათი წინადადება საინტერესო აღმოჩნდება; საქმეში დანი ალვეშიც ჩართულია, რომელსაც ინიესტასთან ძველი მეგობრობა აკავშირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ინიესტამ თქვა, სურს თუ არა "ბარსელონას" მწვრთნელობა
დიდებული ისტორია მთავრდება - ინიესტა კარიერას ასრულებს
ინიესტა, დიდი ალბათობით, მალე სამწვრთნელო საქმიანობას დაიწყებს
ევრო 2016-ის წინ: მოულოდნელად კარგი იტალია [VIDEO]
დე შილიო: გეტყვით, როგორ შევაჩერებ კვარაცხელიას
ინიესტამ ფეხბურთელის კარიერის დასრულება დაადასტურა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი? - Goal-ის Top 25
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
მატია დე შილიო: დარწმუნებული ვარ, "იუვენტუსი" "ტოტენჰემს" გაივლის
დიდი მკერდი, დევნა და ბლომად ფული - "მილანი" იაპონურ საბურავებს არეკლამებს [VIDEO]
"ემპოლიმ" მოიგო - დააბრუნებს გოგლიჩიძეს მწვრთნელი სასტარტოში?
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ფეხბურთს მოენატრები, ფენომენო" - მესი ინიესტას დაემშვიდობა
"ბარსელონამ" პიანიჩის ტრანსფერი მომგებიანად გაჩარხა
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?