საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ლიდერი კარგ ფორმაში ხვდება მოახლოებულ როლან გაროსს
ლიონის ტურნირში მონაწილე ნიკოლოზ ბასილაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კარგ ფორმაში ხვდება მოახლოებულ როლან გაროსს.

ქართველმა ჩოგბურთელმა გამოცდილი იტალიელი ანდრეას სეპი ორ სეტში დამაჯერებლად დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, თუმცა ქართველს ისევ შეექმნა გადამწყვეტ მომენტებში ფსიქოლოგიური პრობლემები.

პირველ სეტში ბასილაშვილს ძალიან დამაჯერებლად მიჰყავდა საქმე მოგებამდე. ნიკოლოზმა მესამე და მეშვიდე გეიმებში ორი ბრეიკი შეასრულა და 5:2-ზე სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო, მაგრამ მერვე გეიმი "მშრალი" ანგარიშით წააგო. 5:4-ზე ქართველი მეორედ აწვდიდა პირველ პარტიაზე და აქაც სეპის შეეძლო გადარჩენა - ორი ბრეიკ-პოინტის შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. საბოლოოდ, ბასილაშვილმა მესამე სეტბოლზე მოიგო სეტი.

მეორე პარტიაში უფრო მარტივად იყო საქმე. ნიკოლოზმა პირველივე გეიმში შეასრულა ბრეიკი, მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია და 5:4-ზე უკვე მატჩზე აწვდიდა. და ისევ აგვანერვიულა, რადგან ორი ბრეიკ-პოინტი მისცა სეპის და, საბედნიეროდ, აპენინელმა ეს შანსები ვერ გამოიყენა.

თამაში საათი და 18 წუთი გაგრძელდა. ჩოგბურთელებს 6-6 ბრეიკ-პოინტი ჰქონდათ, მაგრამ ბასილაშვილმა რეალიზაციით აჯობა სეპის - სამი ერთის წინააღმდეგ.

წესით, მეოთხედფინალში, რომელიც 26 მაისს გაიმართება, ბასილაშვილის მეტოქე ნიკ კირგიოსი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ავსტრალიელმა ძალიან მოულოდნელად წააგო გუშინ ნაკლებად ცნობილ არგენტინელთან, მსოფლიოს 94-ე ჩოგან ნიკოლას კიკერთან - 6:2, 4:6, 2:6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბუდაპეშტის ტურნირი: ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამომავალი ვარსკვლავი ადვილად დაამარცხა და 1/4-ფინალში გავიდა
ჯოკოვიჩი, ნალბანდიანი, ბასილაშვილი - ანდრეას სეპიმ საუკეთესო "ბექჰენდი" დაასახელა
ივო კარლოვიჩის რეკორდი - ასაკი მხოლოდ ციფრებია
ბუდაპეშტის ტურნირი: ნიკოლოზ ბასილაშვილი მძიმე ბრძოლაში დამარცხდა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის