ბათუმის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი კონსტანტინ ფროლოვია

ბათუმის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი კონსტანტინ ფროლოვია. უკრაინელი სპეციალისტის დანიშვნაზე პირველად "ლელო" იუწყებოდა, გუშინ კი ინფორმაცია ოფიციალურად დაგვიდასტურა კლუბის სპორტულმა დირექტორმა მალხაზ მახარაძემ.

შეგახსენებთ, რომ კონსტანტინ ფროლოვი საქართველოში უკვე მუშაობდა - 2014 წლის ოქტომბერში ქობულეთის "შუქურა" ჩაიბარა, მაგრამ ოდესის "ჩერნომორეცის" დუბლებისა და ყაზახეთის 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა კლუბი მოულოდნელად, ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე დატოვა, თუმცა წასვლის შემდეგ საქართველოზე თბილად ილაპარაკა. ბოლოს 44 წლის უკრაინელი სპეციალისტი ოდესის "ჩერნომორეცის" საფეხბურთო აკადემიის სპორტული დირექტორი გახლდათ.

რამდენიმე კანდიდატს შორის ფროლოვზე არჩევანის შეჩერება რამ განაპირობა? ეს კითხვა მახარაძეს დავუსვით.

"ფროლოვს ქობულეთში მუშაობის დროს ვაკვირდებოდით და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მთავარი მწვრთნელის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობამ რომ ითათბირა, უმრავლესობამ ფროლოვის კანდიდატურა არჩია. ჯერ იმიტომ, რომ მცოდნე და კვალიფიციური მწვრთნელია; მეორე - მას ყველა დადებითად ახასიათებს, საქართველოშიც აქეს და უკრაინაშიც.

სხვათა შორის, ქობულეთში მუშაობისას გულშემატკივრებს ძალიან მოსწონდათ და მესამე და მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ "შუქურაში" ხანმოკლე მუშაობის მიუხედავად, გუნდს საკუთარი ხელწერა სწრაფად დაატყო და სტადიონზე მაყურებელი შეაბრუნა", - ამბობს ბათუმელთა სპორტული დირექტორი.

მახარაძის თქმით, ფროლოვი ბათუმის "დინამოს" ხანმოკლე ვადით არ ჩაიბარებს:

"მას პარასკევს ველოდებით და საკითხი საბოლოოდ გადაწყდება, თუმცა სიტყვიერად ყველაფერზე მოვილაპარაკეთ. საქართველოში კონტრაქტის გაფორმება წელიწადზე ნაკლები ვადით არ შეიძლება და მინიმუმ, სეზონის ბოლომდე იმუშავებს, მაგრამ ხანმოკლე თანამშრომლობა თავადაც არ გვსურს. განათლებული სპეციალისტია და გვინდა, რომ სერიოზული საქმიანობა ჩაატაროს და ისეთი გუნდი ჩამოაყალიბოს, რომელსაც საკუთარი სახე გააჩნია.

რომ იცოდეთ, უკრაინული სტილის დიდი მოყვარული არ არის. ცხადია, ფეხბურთელებს ფიზიკურად მოღონიერება სჭირდებათ და ამაზე უკვე გვითხრა კიდეც, მაგრამ - მას ტექნიკური ფეხბურთი ხიბლავს. არც მიკვირს, ოდესელი კაცია, "ჩერნომორეცი" კი, უკრაინული გუნდებისგან განსხვავებით, ყოველთვის ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობდა".

ცნობილია, რომ ფროლოვი "ჩიხურასთან" შეხვედრას დაესწრო. მახარაძე ამბობს, რომ მან გუნდის პოტენციალზე წარმოდგენა შეიქმნა:

"ევროპალიგისთვის გუნდს გაძლიერება რომ სჭირდება - ამ შემადგენლობით გაგვიჭირდება, მაგრამ ეს მთლიანად ფროლოვის გადასაწყვეტია. ის მალე ჩამოვა და ეროვნულ ლიგაში 1-დან 16 ივნისამდე სანაკრებო პაუზაც დაიწყება.

ამ პერიოდში საშუალება ექნება, გუნდი მოამზადოს და ფეხბურთელები სასურველ ფიზიკურ კონდიციებამდე მიიყვანოს, მეორე ნახევარს უკეთეს მდგომარეობაში რომ შევხვდეთ, მაგრამ "ჩიხურასთან" მატჩის შემდეგ ფროლოვმა თქვა, რომ საკმაოდ დიდ რესურსს ხედავს და ფეხბურთელების სახით კარგი "მასალა" დახვდება".

ამასობაში, ბათუმის "დინამოს" ანგისას საფეხბურთო ბაზის მშენებლობა აქტიურ ფაზაში შევიდა. კლუბის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კომპლექსი ბათუმელებს წლის ბოლომდე უნდა ჩაბარდეთ. "დინამოს" დირექტორი ოთარ ფედიჩკინი "ლელოსთან" ამბობს, რომ დაიმედებულია:

"მშენებლობა ძალიან კარგი ტემპით მიმდინარეობს. სადრენაჟო სისტემა დაგებულია, ტრიბუნების კონსტრუქციები ამოყვანილია, სადაც გასახდელები, საშხაპეები და მსაჯისა და დელეგატის ოთახები მოეწყობა.

ამას გარდა, მოედნის პერიმეტრი შემოიღობა და ხალიჩის დასაგებად ემზადებიან. რომ იცოდეთ, ყველაზე ბოლო თაობის საფარი დაიგება. საქმე ხარისხიანად რომ შესრულდეს, თურქი სპეციალისტები იმუშავებენ, რომლებსაც დიდი ცოდნა და გამოცდილება გააჩნიათ.

არაა გამორიცხული, ანგისაში უკვე აგვისტოს დასაწყისში ვივარჯიშოთ. მერე კი მეორე, ბუნებრივსაფარიან მოედანსაც დააგებენ. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ტრიბუნაზე 1500 ინდივიდუალური სკამი დამონტაჟდება, რასაც დიდი დრო ნამდვილად არ სჭირდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Dragonfly
აუცილებლად ბუნებრივი მინდორი გააკეთეთ არ დაიზაროთ მოვლა.თუ ცუდი ამინდი იქნება იმ რამდენიმე ვარჯიშს რაგბის ხელივნორს გამოიუენებთ!
zaza
ბუნებრივს რა სჯობია მაგრამ,რაც არ უნდა კარგი კლიმატი იყოს მინდორს მოვლა უნდა რაც ძვირი სიამოვნებაა... ხელოვნურის დაგება და შენახვაც ბევრად იაფი ჯდება და მაგიტომ გაიგიჟეს თავი!!!
კახა ქირია
არ მესმის რატომ საქართველოში, მითუმეტეს ბათუმში ხელოვნურ საფარიანი მოედანი.არა აქვს მნიშვნელობა რომელი თაობის,ბუნებრივს არ ჯობია არაფერი.ღმერთმა ასეთი კლიმატური პირობები მოგვცა და ესენი კიდევ ხელოვნურს აწვებიან.ციმბირია ვერ გავიგე.
MD
Ise simartle rom vtqvat bolo tamashebma kargad achvena rom 1500 kaciani trubuna dzalian pataraaa. Kide pexze dgomit unda ayurebinot xalxs fexburti sanam stdadions ashenebt? Da eg stadioni kide rodis iqneba kacma ar icis da rasac ashenebt is mainc iyos normaluri. P.s didi madloba imistvisac rasac ashenebt mtlad umaduri ar viqnebi.
ნიკალა
რა ფროლოვი.კიდევ ერთი თვალში ნაცრის შეყრა.ვერც სოსიაშვილს და ვერც ჟვანიას ვერ აუბედავთ იმას რასაც ამას და ალბათ იმიტომ.
გოჩა
საქართველოში, მითუმეტეს ბათუმში, სავაჯიშოდ რატომ უნდა იყოს ხელოვნური საფარი მოედანზე? ამის შემდეგ მიდი და მოთხოვე ფეხბურთელებს ზრდა და შედეგი... შედეგიც გაქვთ სახეზე...
ზაზა
კარგი იქნება თუ ევროლიგისთვის გაძლიერდება ბათუმი,თორემ .. კარგია თუ წელს ბაზა მაინც ეღირსება ბათუმს....პ.ს. ბაზაა და შეიძლება არ იყოს მნიშვნელოვანი,მაგრამ რასაც ფოტოზე ვხედავ,იმის მიხედვით მხოლოდ ერთი ტრიბუნაა...?....არ ჯობდა უფრო მცირე ტრიბუნა და მოედნის მეორე მხარესაც მეორე ტრიბუნაც?
27-ე ტური. ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა შემცირდა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
U21 - ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჩემპიონატებში დეფრიბლირატორების გამოყენება იწყება | ტრენინგს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა
U21 | ლატვია V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში რიგაში
"ყველაფერს გავაკეთებთ ესპანეთთან წარმატების მისაღწევად" - რა თქვეს "ჯვაროსნებმა" მატჩის წინ?
marca: ესპანეთის ნაკრები საქართველოსთან მატჩისთვის ელჩეში ჩასვლას აგვიანებს
ესპანეთისა და საქართველოს მატჩს ლიეტუველი მსაჯები მოემსახურებიან
დავითაძე მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოხსნეს
"შავი ლომი" | "ჩიტასთან" ჩელენჯ თასისთვის მოსამზადებლად
საქართველოს შემადგენლობა ესპანეთთან - რა უშლის ხელს თერთმეტეულის გამოკვეთას?
[VIDEO] სანდროს 17 წუთი - "ტორონტომ" პრესეზონის პირველი მატჩი მოიგო
"მას შესაძლებლობების დასამტკიცებლად 3 წელი აქვს" - "იუნაიტედის" აქციონერმა ამორიმს ნდობა გამოუცხადა
ცნობილი არგენტინელი მწვრთნელი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა
"მას შემდეგ, რაც პსჟ-ს მწვრთნელი ვარ, ყველაზე მეტად მათ წინააღმდეგ გაგვიჭირდა" - ლუის ენრიკემ მეტოქე გამოარჩია
"თოფურიას ჩემგან მალავენ, რადგან მისი დამარცხება მხოლოდ მე შემიძლია" - არმან ცარუკიანი
"ოცნება არსად გამქრალა - სამომავლოდ "კვარას" ამ კლუბში გადასვლას არ გამოვრიცხავთ" - რას წერს Areanapoli ქართველზე?
[VIDEO] "ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგას გამარჯვებით იწყებს - შერმადინმა მოედანზე 23 წუთი გაატარა
ზივზივაძე: ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რათა საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ
ლატვია V საქართველო - ახალგაზრდულმა რიგაში სრული შემადგენლობით ივარჯიშა
მამარდაშვილი: ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ
ოფიციალურად - კონსეისაო "ალ-იტიჰადს" ჩაუდგა სათავეში
ოთარ ფედიჩკინი: ბათუმის "დინამოს" ყიდვაზე მერიაში განაცხადი შეტანილია
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
ჯაბა დვალი: გადავწყვიტე, დავრჩე!..
დინამო(ბთ)-ტორპედო 0:5 - ნულოვანი მაჩვენებელი [VIDEO]
ეროვნული ლიგის XXIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
"ჩერნომორეცი" პრემიერლიგიდან გავარდა და გულშემატკივრებმა მწვრთნელი გალახეს
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
ბათუმის "დინამო": საევროპო განაცხადის სიურპრიზები
გოლის აღნიშვნა მესის სტილში და შოკირებული ფედიჩკინი - ეროვნული ლიგის პლეი-ოფები [VIDEO]
ინფრასტრუქტურა: "შევარდენს" "შევარდენზე" უნდა, ანგისას ბაზაზე მშენებლობა განახლდა
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
ოთარ ფედიჩკინი: როცა ბათუმის "დინამო" გქვია, მხოლოდ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ვერ იბრძოლებ...
ოთარ მარცვალაძე ბათუმის "დინამოშია", მაგრამ "იაგელონიასთან" პირველ მატჩს გამოტოვებს
[VIDEO] ბათუმის "დინამოს" "თელავთან" შეხვედრაში სათადარიგო ფეხბურთელი აღარ დარჩა
მალხაზ მახარაძე: "იაგელონიას" შარშან 1:0 მოვუგეთ...
ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა
ოთარ ფედიჩკინი: ოთარ მარცვალაძე "იაგელონიასთან" პირველ მატჩშიც ითამაშებს
ეროვნული ლიგა. XXIII ტურის წინ: სიმშვიდის მოლოდინში
ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა
ბათუმის "დინამომ" სტადიონი აკურთხა - მსგავსი ფაქტები ქართულ ფეხბურთში
ეროვნული ლიგის XXIX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
20 000-იანი გადახურული სტადიონი - ბათუმის "დინამო" ექსპერტიზის პასუხს ელის
ბათუმის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა