საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩზე "ქუთაისი"-"იბერი" მოკვლევა ხორციელდება
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია განცხადებას ავრცელებს, რომელიც Sportall.ge-ს მიერ საეჭვოდ მიჩნეულ 16-წლამდელთა ჩემპიონატის შეხვედრას ეხება.

Sportall.ge-მ უცნაურად 18 მაისს გამართული "ქუთაისი"-"იბერის" შეხვედრის ანგარიში მიიჩნია - 141:133. ეს თამაში ცნობილი ტოტალიზატორის, marathonbet.com-ის გამორჩეული "ცოცხალი" თამაში იყო, ანუ მასზე სხვადასხვა ფსონი ლაივ-რეჟიმში იდებოდა. საყურადღებო იყო მატჩის ბოლო მეოთხედის ანგარიში, რომელიც მასპინძლებმა 58:51 მოიგეს...

- 109 ქულა 10 წუთში?! "საოცრება" და ტოტალიზატორი ქართულ ბავშვთა კალათბურთში

როგორც ჩანს, ჩვენს ეჭვებს საქართველოს კალათბურთის ფედერაციაშიც იზიარებენ, რომლის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მიმდინარე წლის 18 მაისს ქუთაისში ჩატარებულ 16-წლამდელთა რეგულარული ჩემპიონატის მატჩზე, "ქუთაისი"-"იბერი", კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის განკარგულებით, 22 მაისიდან მოკვლევას ახორციელებს ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტი, რისი დასრულების შემდეგ მოკვლევის შედეგი გადაეცემა კალათბურთის ფედერაციის გამგეობას.

კალათბურთის ეროვნული ფედერაცია შესაბამის გადაწყვეტილებას გამგეობის მიერ აღნიშნული თამაშის განხილვის დასრულების შემდეგ მიიღებს.

რაც შეეხება "ქუთაისი"-"იბერის" შეხვედრის შედეგს, რომელიც 141:133 დასრულდა „ქუთაისის“ სასარგებლოდ, ის ძალაში აღარ არის 22 მაისიდან მოკვლევის დასრულებამდე და საბოლოო შედეგი ფედერაციის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაფიქსირდება".

ჭაბუკა
ამდენი ქულის აღებას ბავშვები ფიზიკურად ვერ მოასწრებდნენ. აქ გარიგებას აქვს ადგილი. გამოავლინეთ, ვინც ამ თამაშის სტატისტიკას აწვდიდა ტოტალიზატორს - ძნელი არ უნდა იყოს. ძალიან მომრავლდნენ სხვადასხვა თამაშებზე ტელეფონებზე მოჩხაკუნე ჟურნალისტები თუ არ ვიცი რა დავარქვა. ესენი სტადიონზ ეარ უნდა შემოუშვათ საერთოდ და ლოჟებში იჩითებიან
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!