წელიწადში ერთხელ ქალაქი ავტოდრომად იქცევა
მსოფლიოში ძალიან ბევრი ისეთი ქალაქია, რომელიც ბრწყინვალე სტადიონებით, სპორტული დარბაზებითა თუ საჩოგბურთო კომპლექსებით იწონებს თავს, მაგრამ მათ შორის მონტე კარლო მაინც განცალკევებით დგას.

ალბათ, ძნელია მონახო სხვა ისეთი ადგილი, სადაც ასეთ მცირე ტერიტორიაზე კონცენტრირებული იყოს ამდენი სპორტის სახეობა. ამ კვირას, მონაკოში ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი ეტაპი იმართება, მანამდე კი, ელიტარული სპორტსმენების საყვარელი ქალაქის შესახებ გიამბობთ.

მონტე კარლო მრბოლელების, ჩოგბურთელების, იახტსმენების, გოლფისტების საყვარელი საცხოვრებელი ადგილია, რომლებსაც არ უყვართ დიდი გადასახადების გადახდა. მათი სახელების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მონაკოში თავის დროზე ცხოვრობდნენ აირტონ სენა, მიხაელ შუმახერი, ბორის ბეკერი...

ცნობილია, რომ წელიწადში ერთხელ მონტე კარლო ავტოდრომად იქცევა ხოლმე: მის ქუჩებში ტრასა გაჰყავთ (ბუნებრივია, ამისთვის მანქანების მოძრაობის გადაკეტვაა საჭირო) და მონაკოელები სიამოვნებით ადევნებენ თვალს პილოტების ბრძოლას. აქაური რბოლის შესახებ მოსწრებულად თქვა ლეგენდარულმა ავსტრიელმა პილოტმა გერჰარდ ბერგერმა:

"ისინი ბინაში ვერტმფრენებით დაფრინავენ". ერთი შეცდომა და შეგიძლია უახლოეს კლინიკაში პალატა შეუკვეთო. აქ ხომ ყველა მოსახვევს ბრმად გადიან, ყველა დამუხრუჭება საგანგებოა, სიჩქარის გადართვა ჯამში 6 ათასზე მეტჯერ ხდება, პრაქტიკულად შეუძლებელია გასწრება...

ამ აშკარა ნაკლოვანებების მიუხედავად, რომლებიც არა მარტო პილოტებს, არამედ გულშემატკივრებსაც აღიზიანებთ, მონაკოს გრანპრი განსაკუთრებული მოვლენაა მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარში. იმდენადაც კი, რომ ცოტა ხნის წინ ეს იყო ერთადერთი ეტაპი, რომლის ორგანიზებისთვის ფულს არა მასპინძელი ქალაქი, არამედ ფორმულა 1-ის ყოფილი ფაქტობრივი მფლობელი ბერნი ექლსტოუნი გამოდიოდა.

ცნობილი არ არის, თუ რა უჯდებოდა ეს სიამოვნება ბრიტანელ მილიარდერს, მაგრამ როგორც ჩანს, ღირს ხარჯის გაღება. არც ერთ ეტაპზე არ იკრიბება ამხელა VIP-პუბლიკა, რომელიც მზად არის, დიდი თანხა გადაიხადოს რბოლის საყურებლად.

ხუმრობა საქმე ხომ არ არის - შაბათის კვალიფიკაციაზე და კვირას რბოლაზე დასწრება არანაკლებ 1500 დოლარი ღირს, ყველაზე ცუდი ბილეთის ფასი კი 895 დოლარს უტოლდება.

მაქსიმალური კომფორტის მიღება 5 ათასი დოლარის გადახდით შეიძლება. ხოლო, თუ რბოლის დროს Monte Carlo Grand Hotel-ის ნომერში დასახლდებით, თანაც ისეთში, რომლის ფანჯრებიც ტრასაზე გადის (რბოლის ცქერა პირდაპირ ნომრიდან შეიძლება, შამპანურის თანხლებით - სასმლის ღირებულება ფასშია შესული), ეს ყველაფერი ხუთი დღით 12 ათასი დოლარი დაჯდება. სხვათა შორის, უკვე მომდევნო დღეს, სასტუმროს ნომრების ფასები მკვეთრად მცირდება: იმავე Monte Carlo Grand Hotel-ის ლუქსი დღე-ღამეში 395 დოლარია.

მდიდარი სტუმრების მიღების პროგრამა მხოლოდ რბოლაზე დასწრებით არ შემოიფარგლება. მაგალითად, პარასკევს საღამოს, პირველი თავისუფალი პრაქტიკის შემდეგ ეწყობა მიღება, რომელსაც აუცილებლად ესწრება ფორმულას 1-ის მოქმედი პილოტი. შაბათის კვალიფიკაციის შემდეგ კი ერთგვარი თემატური საღამო ტარდება.

სარბოლო უქმეების დროს უფრო ეგზოტიკურ ადგილას შეიძლება დასახლება - იახტაზე. მაგალითად ისეთზე, როგორიც არის Club Med 2 - ხუთანძიანი აფრიანი გემი, საკმაოდ კომფორტული კაიუტებით (18 კვადრატული მეტრი). მას შეუძლია 394 ადამიანს უმასპინძლოს, რომელთა განკარგულებაში 200-მდე მომსახურე პერსონალია. იახტაზე რამდენიმე რესტორანი და ბარია, ფიტნეს-ცენტრი, ღამის კლუბი, მაღაზიები და სილამაზის სალონი. ამ მოცურავე სასტუმროში გაჩერება უფრო იაფია, ვიდრე ხმელეთზე ცხოვრება: 5.6 ათასი დოლარი ოთხი დღით. მაგრამ რბოლის ყურება არა ზღვიდან, არამედ ერთ-ერთი VIP-ტრიბუნიდანაა შესაძლებელი.

მონაკოს გრანპრიზე VIP-ტური სრულფასოვანი არ იქნება, თუ მოძველებულ, მაგრამ მაინც ფორმულა 1-ის ნამდვილი ბოლიდით არ გაისეირნებთ: ვერტმფრენით (160 დოლარი ერთი მგზავრისთვის) ნახევარი საათი სჭირდება სან ტროპესთან ახლოს მდებარე სკოლაში ჩასვლას, სადაც გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სარბოლო მანქანის საჭესთან დაჯდომის ნებას გრთავენ.

საუბარია სკოლაზე, რომელსაც AGS ჰქვია. თავის დროზე, ეს იყო ფორმულა 1-ის გუნდი, მაგრამ 1992 წელს მისმა მფლობელებმა ჩემპიონატის მიტოვება გადაწყვიტეს და სკოლად დააარსეს. მათი მანქანები თანამედროვე ბოლიდებთან ახლოსაც ვერ მიდიან, მაგრამ რაც უნდა იყოს, ეს ნამდვილი ფორმულას მანქანებია. უფრო მარტივი ბოლიდებიც არის - ფორმულა 3-ის კლასის.

ორივეთი შეიძლება გასეირნება, ოღონდ, რა თქმა უნდა, გარკვეული ინსტრუქტაჟის შემდეგ - საჭესთან დაჯდომამდე და ყოველი გავლილი წრის შემდეგ. ფასებს რაც შეეხება, ის სიტუაციაზეა დამოკიდებული. ორშაბათიდან პარასკევამდე, 20 წრის გავლაში 1775 დოლარი უნდა გადაიხადოთ, უქმეების დღეებში ფასი 2000 დოლარამდე იზრდება. ყოველი ზედმეტი წრე 280 დოლარი ღირს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე