ევროპის ჩემპიონატი. U17-ის მიმოხილვა
ახლახან დასრულდა ევროპის ჩემპიონატის 17-წლამდელ ფეხბუთელებს შორის. ფინალში ესპანეთის ნაკრებმა თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა ინგლისი. ევროპირველობამ არაერთი ახალი ვარსკვლავი გამოაჩინა საფეხბურთო ცის კაბადონზე. უეჭველია, მათ გადასაბირებლად მალე ევროპული გრანდები თანხას არ დაიშურებენ, ზოგიერთი კი უკვე ირიცხება გრანდის რიგებში.

მეკარე

ბერკე ოზერი (თურქეთი, ალტინორდუ)

ეს მეკარე 190 სანტიმეტრის სიმაღლისაა. ის ფლობს დიდებულ რეაქციას. ოზერს "თურქ დონარუმას" უწოდებენ. ბავშვობაში მან კარიერა მცველად დაიწყო. დონარუმას ხშირად ფეხით თამაშს უწუნებენ, თურქი მეკარე კი ამ კომპონენტში დიდებულია. მისი გადაბირება უკვე მოინდომა "მანჩესტერ სიტიმ". წესით, ინგლისურ კლუბს ამის გაკეთება არ უნდა გაუჭირდეს.

მარჯვენა მცველი

მატეუ მორეი (ესპანეთი, ბარსელონა)

ორი წლის წინ "ბარსელონაში" "მალიორკას" აკადემიიდან მოხვდა. ახლა მას დანი ალვეშის მემკვიდრედ მიიჩნევენ. ამ ფეხბურთელის გადაბირება "რეალს" უნდოდა და კატალონიელებმა ბოლო წამს იმარჯვეს. მორეი ძალიან მწვავედ ერთვება შეტევებში. მეოთხედფინალში მან ფრანგებს ინდივიდუალური გარღვევის ხარჯზე გაიტანა. ევროფორუმის ფინალში ის ტურნირის უძვირფასესი მოთამაშის, ჯედონ სანჩოს წინააღმდეგ თამაშობდა და შეტევაში წასასვლელად მაინც იცლიდა. გოლიც შეაგდო.

მარცხენა მცველი

დავიდ ჩოლინა (ხორვატია, ზაგრების დინამო)

მისი საყვარელი ფეხბურთელები მარსელო და ლუკა მოდრიჩი არიან. არის "ბარსელონას" ქომაგი. მთელი ხორვატია თვლის, რომ რობერტ იარნის შემდეგ ხორვატიას არ ჰყოლია ასეთი მარცხენა მცველი. მართალია, ხორვატიამ თავი ვერ გამოიჩინა ამ ჩემპიონატზე, მაგრამ ამ უკანახაზელის თამაში ყველას დაამახსოვრდა. ესპანეთის ნაკრებთან მის მიერ გატანილი ბურთი ტურნირის საუკეთესო გოლად აღიარეს. ფიზიკურად შესანიშნავადაა მომზადებული.

ცენტრალური მცველი

უგო გილიამონი (ესპანეთი, ვალენსია)

უახლოეს მომავალში "ვალენსიას" დაცვას ძალიან კარგი შევსება ექნება. ძალიან ჭკვიანი ცენტრალური მცველი, რომელიც გამოირჩევა პასის შესანიშნავი კულტურით. ერთადერთი, რაშიც უნდა მოიკოჭლებს, ფიზიკაა. ამას კი აუცილებლად ეშველება.

ცენტრალური მცველი

ოზან კაბეკი (თურქეთი, გალათასარაი)

შეიძლება, მისი თამაში მოკლებულია გარეგნულ ბრწყინვალებას, მაგრამ ის ზედმიწევნით საიმედოა. მას თურქეთში ეროვნული ნაკრების მომავალ ლიდერად მიიჩნევენ. ოთაბრძოლებში არის ძალიან ხისტი და უშიშარი. არ ახასიათებს ავტორიტეტების შიში. არის ძალიან კარგი ართმევაზე. უნდა იმუშავოს "პირველი პასის" დახვეწაზე.

საყრდენი ნახევარმცველი

ერიკ მაეჩაკი (გერმანია, ლაიპციგი)

მომავალ წელს "ლაიპციგი" მხოლოდ "დიდ" ჩემპიონთა ლიგაზე როდი ითამაშებს. უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე კი ამ ბიჭისათვის ყურადღების მიქცევა ნამდვილად ღირს. მაეჩაკს გერმანიაში "დორტმუნდის" საყრდენს, ვაიგლს ადარებენ. მას უფრო მეტად ტონი კროოსის თამაში მოსწონს. შეუძლია თამაშის ტემპის კონტროლი. არის ძალიან ამტანი. გერმანიის ნაკრებს მისი სახით სერიოზული შევსება ეზრდება.

მარჯვენა ნახევარმცველი

ხუან ფამილიო-კასტილიო (ჰოლანდია, ჩელსი)

მას ნახევარდაცვის სამ პოზიციაზე შეუძლია თამაში. დომინიკის რესპუბლიკიდანაა, თუმცა ჰოლანდიის მოქალაქეობა აქვს. 16 წლის იყო, როცა "აიაქსიდან" "ჩელსიში" გადავიდა. ჰოლანდიას ამ ტურნირზე საშუალო გაქანების გუნდი ჰყავდა. ამას ხელი არ შეუშლია ხუანისათვის, ბოლომდე გამოევლინა თავისი შესაძლებლობები და ეთამაშა ნახევარდაცვის ყველა პოზიციაზე.

მარცხენა ნახევარმცველი

ჯედონ სანჩო (ინგლისი, სიტი)

ტურნირის უძვირფასესი მოთამაშე. 6 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა. ნორვეგიასთან შეხვედრაში კი მისი გოლი ნამდვილი შედევრი იყო. რა თქმა უნდა, გაუჭირდება "სიტის" ძირითადში მოხვედრა. "ლაიპციგი" მზადაა, დღესვე გადაიბიროს ინგლისური ფეხბურთის იმედი და თან ის ნამდვილ ჩემპიონთა ლიგაში ათამაშოს. არადა, სანჩო თავისი სტილით იდეალური ფეხბურთელია გვარდიოლასათვის.

შემტევი ნახევარმცველი

კალუმ ჰადსონ-ოდოი (ინგლისი, ჩელსი)

ევროპის ამ ჩემპიონატზე იყო რამდენიმე კარგი "ათიანი", მაგრამ ვერც ერთმა აჩვენა ისეთი თამაში, როგორიც წინა ევროზე "სიტის" პატარა ესპანელმა გენიამ, ბრაიმ დიასმა. ყველას ისევ ჰადსონ-ოდოიმ აჯობა. მან მეტნაკლებად გვიჩვენა, თუ რა შეუძლია შეტევაში. ის ყველაზე მრავალმხრივი იყო "ათიანებს" შორის.

თავდამსხმელი

ამინ გუირი (საფრანგეთი, ლიონი)

ბევრი არც კი ელოდა, თუ ეს ფორვარდი საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მოხვდებოდა. ევროფორუმის შემდეგ სიტუაციაკარდინალურად შეიცვალა. დღეს მას ლაკაზეტსა და ბენზემას ადარებენ. ამ თავდამსხმელს ყველა კომპონენტში შეუძლია, გუნდს გამოადგეს. არის ძალიან ტექნიკური, აქვს გოლის ალღო და არც ფიზიკური მომზადება დაეწუნება.

თავდამსხელი

იან-ფეტე არპი (გერმანია, ჰამბურგი)

ჰარი კეინის დიდი ფანია. არადა, ალბათ უფრო ლოგიკური იქნებოდა, ბუნდესლიგის მაყურებელს რობერტ ლევანდოვსკიზე აბოდებდეს. ფიზიკურად დიდებულადაა მზად და დაყენებულ დარტყმას ფლობს. მისი გადაბირება უკვე სურთ "ჩელსის", "დორტმუნდს" და "იუვენტუსს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"