საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის ნახევარმცველი ყაზახეთში უკვე ჩავიდა...
საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის ნახევარმცველის, ნიკა კვეკვესკირის სატრანსფერო საგა საინტერესოდ ვითარდება. "გაბალამ" მას ახალი კონტრაქტი შესთავაზა, ჩვენებურმა კი მისი გაფორმება არ იჩქარა. როგორც ჩანს, კვეკვესკირი საბოლოოდ არჩევანს "ტობოლის" სასარგებლოდ გააკეთებს. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდს ომარ თეთრაძე წვრთნის...

აზერბაიჯანულ მედიაში კვეკვესკირის წასვლა ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა. ეს გასაკვირი სულაც არ არის, რადგან საქმე ეხება აზერბაიჯანის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს. sports.kz "აზერისპორტზე" დაყრდნობით წერს, რომ ტრანსფერის ინიციატივა "ტობოლის" მწვრთნელ ომარ თეთრაძეს ეკუთვნის...

ამასობაში, აზერბაიჯანული "სპორტ24"-ის ჟურნალისტი თეთრაძეს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა:

- ბოლო დროს ვრცელდება ცნობები "ტობოლში" ნიკა კვეკვესკირის შესაძლო ტრანსფერზე. რამდენად მართალია ეს ინფორმაცია?

- მე შემიძლია ვთქვა, რომ კვეკვესკირის თამაშის მანერა მართლაც თავსებადია "ტობოლის" სტილთან.

- მოლაპარაკება უკვე გქონდათ ფეხბურთელთან? როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?

- დიახ, ჩვენ ვისაუბრეთ მასთან. მე ვუყურე მის თამაშებს და კმაყოფილი დავრჩი.

- პირადად ესაუბრეთ მას?

- არა, ზოგადად ასე არ ვიქცევი ხოლმე.

- ამ დროისთვის რა სიტუაციაა?

- კვეკვესკირი საკმაოდ პოზიტიურადაა განწყობილი ჩვენის კლუბის მიმართ. ვნახოთ, ყველაფერი უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს.

- დიპლომატია რომ გვერდზე გადავდოთ?..

- ნიკა აქ არის, რათა კლუბთან საბოლოო დეტალები განიხილოს.

რით გვახსოვს ტობოლი?

გარდა იმისა, რომ კუსტანაის "ტობოლს" ქართველი მწვრთნელი ომარ თეთრაძე მოძღვრავს, ეს გუნდი სხვა რამითაც გვახსოვს და თან - არასასიამოვნოდ. საქმე ისაა, რომ 2007 წელს, "ინტერტოტოს თასის" გათამაშებაში, "ტობოლი" "ზესტაფონს" დაუპირისპირდა და ტურნირიდან გამოთიშა - 0:3, 2:0.

სადღეისოდ "ტობოლს" რამდენიმე ლეგიონერი ჰყავს - ხორვატი დენის გლავინა, ცენტრალური აფრიკის ნაკრების წევრი ფერნანდ კასაი, მაკედონიელი დუშან სავიჩი, ყირგიზი რაულ ჯალილოვი, უკრაინელი დმიტრო ნეპოჰოდოვი, სერბი ჯორჯე დესპოტოვიჩი, ლიტველი არტურას ზულპა და ავსტრიელი თომას შიმკოვიჩი.

ამ დროისთვის, "ტობოლი" ყაზახეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რა სამწუხაროა
ქართველ ფეხბურთელებს არც ,,საფეხბურთო შიმშილი", არც მოტივაცია და არც თავმოყვარეობა აქვთ..აქ დამთავრდება მისი საფეხბურთო კარიერა როგორც ჩან.:(( 24 წლის რომ ხარ და კიდევ ყაზახეთში გადახვალ..
status quo
დიდმა ჰონორარმა მოგხიბლა ბიჭო?
გია
მთელი უბედურება ისაა რომ ქართველი ფეხბურტელებისთვის ყაზახური გუნდებიც სანატრელია
Zorbegi
ტობოლის სტილი ბარემ მონღოლეთში ჯობდა მაგრამ სტილს ვერ ერგება ალბათ
zura
თქვა დასავლეთში, მიდის აღმოსავლეთში...
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
"მოვა დრო, რუსებთან თამაშზე ყველა იოცნებებთ!" - თეთრაძე პაკისტანთან შეხვედრის გაუქმებას და სანქციებს გამოეხმაურა
ზედიზედ სამი წაგების შემდეგ ომარ თეთრაძემ "საბურთალო" დატოვა
ომარ თეთრაძე: საქართველომ თურქეთი უნდა დაამარცხოს - თურქეთი ის აღარაა
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
ომარ თეთრაძე: საქართველოს პორტუგალიასთან გამარჯვების შანსი აქვს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება
Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები