"ფერარიმ" და ფეტელმა "მერსედესი" გაანადგურეს
მონაკოში კვალიფიკაცია მოულოდნელი შედეგებით დასრულდა: 2008 წლის შემდეგ პირველად, პოული ფინელმა კიმი რაიკონენმა მოიპოვა, თანაც ტრასის რეკორდით - წუთი და 12.221 წამი.

სებასტიან ფეტელმა თანაგუნდელთან ოთხი მეასედი წამი წააგო და მეორე პოზიციიდან აიღო სტარტი. კვალიფიკაციის ანტიგმირი კი ლუის ჰემილტონი აღმოჩნდა, რომელიც ფინალურ სეგმენტში ვერ გადავიდა და მხოლოდ მე-13 პოზიცია დაიკავა.

როგორც გაირკვა, ცხრა წლის განმავლობაში, რაიკონენს არ დავიწყებია პოულიდან სტარტის აღება და ის დამაჯერებლად ჩაუდგა სათავეში რბოლას. ფეტელი ოდნავ შეყოვნდა ვალტერი ბოტასის პრესინგის გამო, მაგრამ მოიგერია ფინელი და შეინარჩუნა მეორე ადგილი. მაქს ფერსტაპენი და დანიელ რიკარდო კინაღამ შეეჯახნენ ერთმანეთს პირველი მოსახვევიდან გამოსვლისას, მაგრამ დარჩნენ ტრასაზე.

ეს ხუთეული თავიდანვე გაიწელა: ბოტასი "ფერარის" წყვილს ორი წამით ჩამორჩა, "რედ ბულის" პილოტები კიდევ ერთი წამით იყვნენ უკან, მათ კი მჭიდრო ჯგუფი მოჰყვებოდა.

ლიდერებს შორის დიდი ხანი სიტუაცია სტაბილური იყო. რაიკონენი ორ წამს უგებდა თანაგუნდელს, მაგრამ დისტანციის მესამედის გავლის შემდეგ, როცა დაწინაურებულები წრეზე ჩამორჩენილებს დაეწიენ, კიმის ტემპი თანდათან დაეცა. ფეტელთან უპირატესობა ერთ წამამდე ჩამოვიდა, ბოტასი კი, თავის მხრივ, ორ წამამდე მიუახლოვდა სებასტიანს.

საბოლოოდ, პიტსტოპების წინ, პელოტონის პირველი ხუთეული რვა წამამდე შემჭიდროვდა.

პირველი ბოქსებში ფერსტაპენი შევიდა. "რედ ბული" იმედოვნებდა, რომ ადრეული პიტსტოპით ჰოლანდიელი ბოტასს გაასწრებდა, მაგრამ ფინელმა ორი წრის შემდეგ გამოცვალა საბურავები და მაინც მაქსის წინ დარჩა.

33-ე წრეზე პიტსტოპი შეასრულა რაიკონენმა. ფეტელი და რიკარდო ტრასაზე უფრო დიდი ხანი დარჩნენ და საუკეთესო წრეებს რიგრიგობით აფიქსირებდნენ. რიკარდო ბოქსებში 37-ე წრეზე შევიდა და ბოტასსა და ფერსტაპენზე წინ დაბრუნდა ტრასაზე. ფეტელი ახალი საბურავებისთვის 38-ე წრეზე გაეშურა და ტრასაზე ლიდერის რანგში დაბრუნდა, თან თანაგუნდელს ოთხ წამს უგებდა. რიკარდო მესამე პოზიციაზე გადავიდა, "მერსედესის" პილოტებს შორის საუკეთესო ბოტასი - მეოთხეზე ჩამოქვეითდა, ასევე ერთი პოზიცია დაკარგა ფერსტაპენმა, რომელიც მეხუთე იყო.

ყველაზე გვიან პიტსტოპი ჰემილტონმა შეასრულა, რომელმაც აგრესიული ტაქტიკის წყალობით შეძლო მეშვიდე პოზიციაზე გადასვლა.

რბოლის დასკვნით ნაწილში გააქტიურდნენ "რედ ბულის" პილოტები, რომლებიც "ულტრასოფტის" საბურავებით გაცილებით სწრაფები იყვნენ. ფერსტაპენი ძალიან მიუახლოვდა ბოტასს, რიკარდო კი რაიკონენს ეწეოდა. მაგრამ მათი დევნა უსაფრთხოების მანქანამ შეწყვიტა, რომელიც ტრასაზე ვერლაინის ავარიის გამო გამოვიდა.

უსაფრთხოების მანქანა ტრასაზე რამდენიმე წრე დარჩა და პიტლეინზე ფინიშამდე 12 წრით ადრე შევიდა. რაიკონენს არც უცდია თანაგუნდელის შეტევა და ლიდერს წინ გასვლის საშუალება მისცა. არაფერი შეცვლილა რიკარდოს, ბოტასისა და ფერსტაპენის ბრძოლაში. უკან ასევე შეინარჩუნეს პოზიციები საინსმა, ჰემილტონმა და გროსჟანმა.

ბოლო წრეებზე პირველ ათეულში თითქმის ყველა პოზიციისთვის იყო ბრძოლა და მხოლოდ სებასტიან ფეტელი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე პირველი მივიდა ფინიშთან და კარიერაში 45-ე გამარჯვება მოიპოვა.

ეს იყო "ფერარის" პირველი მოგება მონაკოში 2001 წლის შემდეგ და გუნდის პირველი დუბლი 2010 წლის გერმანიის გრანპრიდან მოყოლებული.

საერთო ჩათვლაში ფეტელმა გაიმყარა ლიდერობა: მას 129 ქულა აქვს, ჰემილტონს - 104. კონტრუქტორთა თასზე კი "ფერარიმ" გაუსწრო "მერსედესს" და მათ შორის სხვაობა 17 ქულაა.

შემდეგი ეტაპი - კანადის გრანპრი 11 ივნისს, მონრეალში გაიმართება.

მონაკოს გრანპრი

მონტე კარლო. 78 წრე, 260.286 კმ

1(2). სებასტიან ფეტელი (გერ, ფერარი) 1:44.44,340

2(1). კიმი რაიკონენი (ფინ, ფერარი) +3,145

3(5). დანიელ რიკარდო (ავსტრა, რედ ბული) +3,745

4(3). ვალტერი ბოტასი (ფინ, მერსედესი) +5,517

5(4). მაქს ფერსტაპენი (ჰოლ, რედ ბული) +6,199

6(6). კარლო საინსი (ესპ, ტორო როსო) +12,038

7(13). ლუის ჰემილტონი (ბრიტ, მერსედესი) +15,801

8(8). რომენ გროსჟანი (საფ, ჰაასი) +18,150

9(14). ფელიპე მასა (ბრა, უილიამსი) +19,445

10(11). კევინ მაგნუსენი (დან, ჰაასი) +21,443

11(16). ჯოლიონ პალმერი (ბრიტ, რენო) +22,737

12(15). ესტებან ოკონი (საფ, ფორს ინდია) +23,725

13(7). სერხიო პერესი (მექ, ფორს ინდია) +49,089

14(9). დანიილ კვიატი (რუს, ტორო როსო) 7 წრე

15(17). ლენს სტროლი (კან, უილიამსი) 7 წრე

ფინიშზე ვერ მივიდნენ

16(12). სტოფელ ვარნდორნი (ბელ, მაკლარენი) 66 წრე

17(19). მარკუს ერიქსონი (შვედ, ზაუბერი) 63 წრე

18(20). ჯენსონ ბატონი (ბრიტ, მაკლარენი) 57 წრე

19(18). პასკალ ვერლაინი (გერ, ზაუბერი) 57 წრე

20(10). ნიკო ჰიულკენბერგი (გერ, რენო) 15 წრე

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ფეტელი - 129 (3 მოგება)

2. ლუის ჰემილტონი - 104 (2)

3. ვალტერი ბოტასი - 75 (1)

4. კიმი რაიკონენი - 67

5. დანიელ რიკარდო - 52

6. მაქს ფერსტაპენი - 45

7. სერხიო პერესი - 34

8. კარლოს საინსი - 25

9. ფელიპე მასა - 20

10. ესტებან ოკონი - 19

11. ნიკო ჰიულკენბერგი - 14

12. რომენ გროსჟანი - 9

13. კევინ მაგნუსენი - 5

14. პასკალ ვერლაინი - 4

14. დანიილ კვიატი - 4

კონსტრუქტორთა თასი

1. ფერარი - 196

2. მერსედესი - 179

3. რედ ბული - 97

4. ფორს ინდია - 53

5. ტორო როსი - 29

6. უილიამსი - 20

7. რენო - 14

7. ჰაასი - 14

9. ზაუბერი - 4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს