საფრანგეთის ღია პირველობას პირველად გამოეთიშა პირველ წრეში პირველი ნომერი
ჩოგბურთში "დიდი სლემის" რიგით მეორე ტურნირი - როლან გაროსი სენსაციით დაიწყო. პირველივე წრეში ბრძოლას გამოეთიშა ქალებს შორის მსოფლიოს პირველი ჩოგანი, გერმანელი ანჟელიკ კერბერი.

მისი ძლევა ორ სეტში რუსმა ეკატერინა მაკაროვამ მოახერხა, თანაც ეს იოლად გააკეთა - 6:2, 6:2. ამ მატჩის შედეგი ისტორიული მომენტია საფრანგეთის ღია პირველობისთვის: აქამდე, ამ ტურნირზე პირველივე რაუნდში პირველ ნომრად განთესილი ჩოგბურთელი არასოდეს გავარდნილა. კლასიფიკაციის ლიდერის ყველაზე ნაადრევი გამოთიშვა 2004 და 2014 წლებში დაფიქსირდა, როცა მეორე რაუნდში წააგეს, შესაბამისად, ჟუსტინ ანენმა და სერენა უილიამსმა.

საერთოდ, "დიდი სლემის" ტურნირებზე ოთხი შემთხვევა ყოფილა, როცა პირველ ნომერი საწყის რაუნდში აგებდა: 1979 წლის ავსტრალიის ღია (სოუიერმა მოუგო რუზიჩის), 1994 წლის უიმბლდონი (მაკნილმა მოუგო გრაფს), 1999 წლის უიმბლდონი (დოკიჩმა მოუგო ჰინგისს) და 2001 წლისუიმბლდონი (რუანო პასკუალმა მოუგო ჰინგისს).

მაკაროვა კერბერის წინააღმდეგ ძალიან კარგად აწვდიდა (73 პროცენტის სიზუსტე) და "ვინერსებისა" და უნებლიე შეცდომების შეფარდება - 26 19-თან ჰქონდა. მან ექვსჯერ აიღო მეტოქის მოწოდება. რაც შეეხება გერმანელს, მისი ანალოგიური სტატისტიკა იყო - მხოლოდ 16 "ვინერსი" და 25 უნებლიე, გარდა ამისა, თავის მოწოდებაზე ქულების ნახევარიც ვერ მოიგო. ამ ყველაფრის მიუხედავად, კერბერი ამ მატჩში უშანსოდ ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ძალიან ცუდად ითამაშა გადამწყვეტ ბურთებზე - 16 ბრეიკ-პოინტიდან მხოლოდ ორი გამოიყენა, აქედან შვიდი ბოლო გეიმში.

რა თქმა უნდა, პირველ დღეს ყველაზე დიდი ინტერესს იწვევდა ჩეხი პეტრა კვიტოვას გამოსვლა. დეკემბერში მომხდარი ცნობილი ინციდენტის გამო, უიმბლდონის ორგზის ჩემპიონს წელს არც ერთი მატჩი არ ჰქონდა ჩატარებული და საერთოდაც, მისი გამოსვლა როლან გაროსზე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო.

თუმცა, პირველმა თამაშმა აჩვენა, რომ ჩეხი მწყობრშია და კარგადაც მომზადებულა პარიზისთვის. მსოფლიოს 86-ე ნომერს, ამერიკელ ჯულია ბოუსრუპს კვიტოვამ მხოლოდ ხუთი გეიმი დაუთმო - 6:3, 6:2.

პეტრამ პირველივე გეიმებიდან დაანახა ყველას თავისი კარგი მზადყოფნა. ჩეხი სწრაფად იგებდა გათამაშებებს და მალე 3:0 წაიყვანა ანგარიში. პირველ სეტში კვიტოვამ 15 "ვინერსი" დააგროვა და ბადესთან ხუთივე გასვლა წარმატებული ჰქონდა.

მეორე სეტში ჩეხს კიდევ უფრო იოლად წაუვიდა საქმე და საბოლოოდ, შეხვედრა 9 ეისით და 31 "ვინერსით" დაასრულა.

მეოცედ აიღო სტარტი როლან გაროსზე ვინუს უილიამსმა. ვეტერანმა გარკვეული პრობლემებით გაიარა პირველი წრე - 6:4, 7:6 მოუგო კიანგ ვანგს. ჩინელმა, რომელმაც წელს დუბაის ტურნირის მეოთხედფინალში თამაშა, უკეთ დაიწყო შეხვედრა და ბრეიკით დაწინაურდა - 4:2. მაგრამ ამერიკელმა შეძლო დროზე გონს მოსვლა და სათამაშო რითმის პოვნა, რითაც ზედიზედ ოთხი გეიმი და პირველი სეტი აიღო.

ვანგი უფრო ახლოს იყო მეორე სეტის მოგებასთან - ისევ ბრეიკით იგებდა და 5:3-ზე ორი სეტბოლიც ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა. ვინუსმა საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა და საბოლოოდ, საათსა და 40 წუთში გაიმარჯვა. უილიამსს უფრო მეტი უნებლიე შეცდომა ჰქონდა, ვიდრე "ვინერსი" (44/37), სამაგიეროდ, პირველი მოწოდებით ქულების 76 პროცენტი აიღო.

გუშინ, ქალების ტურნირს ერთი განთესილი გამოეთიშა - ავსტრალიის ღიას ნახევარფინალისტი მირიანა ლუჩიჩი თურქ კაგლა ბუიუქაქჩაიმ დაამარცხა ორ სეტში - 6:3, 6:3.

მამაკაცთა ტურნირზე განსაკუთრებული აფიშა არც ერთ მატჩს არ ჰქონია. მეტნაკლებ ინტერესს იწვევდა მეექვსე ნომრად განთესილი დომინიკ ტიმისა და სკანდალისტი ავსტრალიელის ბერნარდ ტომიჩის მატჩი, მაგრამ ბრძოლა არ შედგა - ავსტრიელმა 80 წუთში 6:4, 6:0, 6:2 გაანადგურა მეტოქე.

ივო კარლოვიჩმა სამ სეტში სძლია ბერძენ სტეფანოს ციციპასს - 7:6, 7:5, 6:4. ხორვატი 64-ჯერ გავიდა ბადესთან და 43 ქულა აიღო, გარდა ამისა, 50 "ვინერსი" ჰქონდა.

გრიგორ დიმიტროვმა ბრეიკ-პოინტების რეალიზაციის იდეალური პროცენტი აჩვენა - ექვსიდან ექვსი შანსი გამოიყენა ფრანგი სტეფან რობერის წინააღმდეგ და სამ სეტში მოიგო - 6:2, 6:3, 6:4. აღსანიშნავია, რომ ფრანგს უფრო მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა (10), მაგრამ მხოლოდ ორი გამოიყენა.

მონტე კარლოს "მასტერსის" ფინალისტმა ალბერტ რამოსმა სამი საათი მოანდომა რუმინელი მარიუშ კოპილის დამარცხებას - 6:7, 6:1, 6:4, 6:2. ესპანელს 35 "ვინერსი" ჰქონდა და მის აქტიურ თამაშს თან დაერთო მეტოქის 68 (!) უნებლიე შეცდომა.

ისევე, როგორც ქალების ტურნირზე, კაცებშიც ერთი განთესილი გამოეთიშა ბრძოლას - ჟილ მიულერმა (26-ე ნომერი) ოთხ სეტში წააგო გილერმო გარსია ლოპესთან. ეს უკანასკნელი ზედიზედ 50-ე ტურნირს თამაშობს "დიდი სლემზე", რაც მოქმედ ჩოგბურთელებს შორის მესამე სერიაა.

კაცები

I წრე

ტიმი (ავსტრია, 6)-ტომიჩი (ავსტრა) 6:4, 6:0, 6:2

დიმიტროვი (ბულ, 11)-რობერი (საფ) 6:2, 6:3, 6:4

პუიე (საფ, 16)-ბენეტო (საფ) 7:6(6), 3:6, 4:6, 6:3, 6:4

რამოსი (რუს, 19)-კოპილი (რუმ) 6:7(7), 6:1, 6:4, 6:2

კარენო ბუსტა (ესპ, 20)-ფ. მაიერი (გერ) 6:4, 6:2, 6:2

კარლოვიჩი (ხორ, 23)-ციციპასი (საბ) 7:6(5), 7:5, 6:4

ჯონსონი (აშშ, 25)-სუგიტა (იაპ) 6:3, 6:3, 6:7(4), 2:4 გადაიდო

გარსია ლოპესი (ესპ)-ჟ. მიულერი (ლუქ, 26) 7:6(4), 6:7(2), 6:2, 6:2

ტრუნგელიტი (არგ)-ჰალისი (საფ) 3:6, 6:7(4), 7:6(2), 6:4, 6:4

დანიელი (იაპ)-იანოვიჩი (პოლ) 6:4, 6:4, 6:4

რობრედო (ესპ)-ევანსი (ბრიტ) 5:7, 6:4, 6:3, 6:1

კუკუშკინი (ყაზ)-სანდგრენი (აშშ) 6:2, 6:1, 6:4

ჰაასე (ჰოლ)-დე მინორი (ავსტრა) 6:2, 6:3, 6:1

სებალიოსი (არგ)-მანარინო (საფ) 7:5, 6:3, 6:4

ბელუჩი (ბრა)-ლაიოვიჩი (სერ) 4:6, 7:5, 6:4, 6:4

ბონზი (საფ)-მედვედევი (რუს) 5:7, 6:4, 6:1, 3:1 უარი

ქალები

I წრე

მაკაროვა (რუს)-კერბერი (გერ, 1) 6:2, 6:2

ციბულკოვა (სლოვაკ, 6)-არუაბარენა (ესპ) 6:2, 6:1

კუზნეცოვა (რუს, 8)-მაკჰეილი (აშშ) 7:5, 6:4

ვ. უილიამსი (აშშ, 10)-ვანგი (აშშ) 6:4, 7:6(3)

კვიტოვა (ჩეხ, 15)-ბოუსრუპი (აშშ) 6:3, 6:2

ბუიუქაქჩაი (თურ)-ლუჩიჩი (ხორ, 22) 6:3, 6:3

ბაშჩინსკი (შვეიც, 30)-სორიბესი (ესპ) 6:1, 6:2

პუიგი (პ-რიკ)-ვინჩი (იტა, 31) 6:3, 3:6, 6:2

ცურენკო (უკრ)-კოზლოვა (უკრ) 6:4, 6:0

ოსტაპენკო (ლატ)-ჩირიკო (აშშ) 4:6, 6:3, 6:2

მატეკი (აშშ)-როდინა (რუს) 7:5, 6:2

სასნოვიჩი (ბლრ)-გოლუბიჩი (შვეიც) 4:6, 7:5, 6:3

დოდენი (საფ)-ჯორჯი (იტა) 6:2, 6:3

როჯერსი (აშშ)-ერაკოვიჩი (ზელ) 7:6(4), 6:4

ნარა (იაპ)-ანისიმოვა (აშშ) 3:6, 7:5, 6:4

ბრენგლი (აშშ)-გორგესი (გერ) 1:6, 6:3, 13:11

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
[VIDEO] როცა ქართველები საზღვარგარეთ სპორტსმენებს გვერდით უდგანან - ბასილაშვილმა ჩვენს თანამემამულეებთან ერთად გამარჯვება ემოციურად აღნიშნა
ნაკაშიმაც დამარცხებულია - ბასილაშვილი რომის მასტერსის მერვედფინალში რუბლევს დაუპირისპირდება
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა