თბილისსა და ქუთაისში გასამართი ტურნირის მონაწილე გუნდებმა წინასაშეჯიბრო პრესკონფერენცია გამართეს
თბილისსა და ქუთაისში 31 მაისს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი დაიწყება. ტურნირში მონაწილე ყველა გუნდი უკვე საქართველოშია და წინასაშეჯიბრო პრესკონფერენცია გამართეს.

ილია სპანდერაშვილი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:

"ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთი დონის ტურნირი საქართველოში ტარდება. ცხადია, რომ ურთულესი მატჩები გველის. მეტოქეები ფიზიკურად და ტაქტიკურად კარგად არიან მომზადებულნი. ჩვენც ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ და მაქსიმუმს გავიღებთ, რათა გულშემატკივარი კმაყოფილი დარჩეს, ჩვენ კი მინდორი თავაწეულებმა დავტოვოთ. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მეტოქეები დიდ შეცდომას დაუშვებენ, თუ იფიქრებენ - საქართველოს ადვილად მოვუგებთო.

ცხადია, მიზანი ჯგუფში რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავება და შემდეგ პლეი ოფში მაღალი დონის თამაშის ჩვენებაა".

რის ჰიუიტი, ავსტრალიის ნაკრების კაპიტანი:

"საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა. რაგბი კარგად ვითარდება და მჯერა, ტრიბუნებზეც გაცნობიერებული ქომაგი იქნება. ტურნირის მონაწილეებს წარმატებას ვუსურვებ და იმედია, შეჯიბრებით ყველა ისიამოვნებს.

ჩემი გუნდის იმედი ნამდვილად მაქვს. ავსტრალიაში კარგი თაობა მოდის და რამდენიმე მათგანს ზე რაგბიში თამაშის გამოცდილება აქვს. ცხადია, ჩვენი მიზანი პირველი ადგილის დაკავებაა, დანარჩენი კი შეჯიბრების მიმდინარეობისას გამოჩნდება".

უილ ჯონსი, უელსის ნაკრების კაპიტანი:

"მძიმე ტურნირის მოლოდინში ვართ. ჯგუფურ ეტაპზე მოქმედ ჩემპიონ ინგლისს, ავსტრალიასა და სამოას ვეთამაშებით და ცხადია, რომ იოლ გამარჯვებას ვერავისთან დავგეგმავთ".

ივან ფეპულაი, სამოას ნაკრების კაპიტანი:

"მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პლანეტის 12 უძლიერესი ნაკრები იასპარეზებს. ეს თავისთავად მეტყველებს, რა დონის შეჯიბრებას უნდა ველოდეთ. ჩემი თანაგუნდელების სახელით შემიძლია განვაცხადო, რომ ყველა მატჩში ბოლომდე ვიბრძოლებთ. წინასწარი გათვლებით, ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად უნდა ვიბრძოლოთ, თუმცა, ტურნირის სტარტი ძალთა ბალანსს კარგად გამოაჩენს. პირველივე მატჩში მოქმედ ჩემპიონ ინგლისს ვეთამაშებით და გავიაზრებთ, რისი იმედი უნდა გვქონდეს".

ზაკ მერსერი, ინგლისის ნაკრების კაპიტანი:

"მსოფლიო თასისთვის ნაყოფიერი მზადება გავიარეთ და წინდაწინვე შეგუებულნი ვართ იმას, რომ ტურნირზე სუსტი მეტოქე არ გვეყოლება. ნათელია, რომ ჩვენი მიზანი ტიტულის შენარჩუნება იქნება, რისკენაც მიზანმიმართულად უნდა ვიაროთ".

ტომას ალბორნოსი, არგენტინის ნაკრების კაპიტანი:

"საქართველოზე პირველი შთაბეჭდილება ყოველმხრივ დადებითია. ვეცდებით, საუკეთესო თვისებები წარმოვაჩინოთ. პირველივე მატჩში მასპინძლებს ვეთამაშებით და ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. ქართველებს შარშან მოსამზადებელ მატჩებში გავეჯიბრეთ და მახსოვს, როგორი რთული თამაში იყო. საქართველოს ნაკრები განსაკუთრებით კარგი ფიზიკური მომზადებით გამოირჩევა და ახლაც დიდ ბრძოლას ველით".

ფლორიან ვერაგე, საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი:

"საქართველოში პირველად ვარ და აქაურობა ძალიან მომწონს. ჩვენ ზუსტი გეგმა გვაქვს შემუშავებული, რომლის თანახმადაც მატჩიდან მატჩამდე წინ უნდა ვიაროთ. საქართველოს ნაკრებთან თამაშის გამოცდილება ჩვენც გვაქვს და კარგად გვახსოვს, რომ გასულ მსოფლიო თასზე მცირე სხვაობით ვიმარჯვეთ. ახლა ჯგუფში ერთად ვართ და იმედია, უფრო დამაჯერებლად მოვიგებთ".

ერნსტ ფან რინი, სამხრეთ აფრიკის ნაკრების კაპიტანი:

"შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა. არგენტინის, საფრანგეთისა და საქართველოს სახით, ჯგუფში რთული მეტოქეები გვყავს, მიზანი კი, ცხადია, პირველობა იქნება. საწყის შეხვედრაში საფრანგეთთან გამარჯვება ძალიან წაგვწევს წინ. ჩვენ აქ რაგბის სათამაშოდ ჩამოვედით და ყველაფერს ვიღონებთ, რათა საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ".

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

A ჯგუფი: ინგლისი, სამოა, ავსტრალია, უელსი

B ჯგუფი: ახალი ზელანდია, შოტლანდია, ირლანდია, იტალია

C ჯგუფი: საქართველო, საფრანგეთი, არგენტინა, სამხრეთი აფრიკა

I ტური

31 მაისი

ინგლისი-სამოა

ახ.ზელანდია-შოტლანდია

ს.აფრიკა-საფრანგეთი

ირლანდია-იტალია

არგენტინა-საქართველო

ავსტრალია-უელსი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოსო
იწყება.აბა თქვენ იცით ბიჭებო,არ შეგვარცხვინოთ.ჩვენი იმედები ხართ.
vaspa
გამარჯვებები ლომებო.
333
აბა თქვენ იცით ლომებო!!თქვენი იმედი გვაქვს!!
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
დიდი 10. I ტურის წინ: ვიწყებთ ქართულად, ვასრულებთ ავსტრალიურად
ილია მაისურაძე: არ ვოცნებობდით და მიზანიც რეალობიდან გამომდინარე დავისახეთ
"არმაზი" მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრების კაპიტნით გაძლიერდა
"საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა 5 მილიონზე მეტი დაუჯდა"
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
საქართველოში გამართულ რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს მილიარდამდე ადამიანმა უყურა
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
ისტორიაში პირველად - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ახალი ზელანდიის ნაკრები დაამარცხეს!
ბოლო წუთზე გატანილი გოლი, გაწევ-გამოწევების, ყვითელი და წითელი ბარათების წვიმა თელავში [VIDEO]
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
U20. მ/ჩ: საქართველოს ლელოები არგენტინასთან მატჩში [VIDEO]
U20. საქართველო-ირლანდია 18:24 - ექსტრაკლასი და შავი ცისარტყელა [VIDEO]
"მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართა
ექვსმა ერმა დაგვიმატა! ჯერ მხოლოდ "უმცროსი ბორჯღალოსნები"
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
"არმაზი" - მარნეულის სახელით პლეი-ოფისთვის