ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

nbcsports.com: NBA-ს ფინალის ბედი ზაზა ფაჩულიაზე დიდად იქნება დამოკიდებული

nbcsports.com: NBA-ს ფინალის ბედი ზაზა ფაჩულიაზე დიდად იქნება დამოკიდებული

"გოლდენ სტეიტის" ქართველი ცენტრი "კლივლენდთან" ბრძოლისთვის მზად არის
"გოლდენ სტეიტის" ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ზაზა ფაჩულიამ ტრავმა ბოლომდე მოირჩინა და ის NBA-ს ფინალის პირველ მატჩში აუცილებლად სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

"ზაზა ფაჩულიამ, "გოლდენ სტეიტის" ერთადერთმა ტრავმირებულმა მოთამაშემ "სან ანტონიოსთან" სერიაში, გუნდის სამივე ვარჯიშში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღო. მას პრობლემა არ ჰქონია მარჯვენა ქუსლზე. ასე რომ, ექიმებმა მას მწვანე შუქი აუნთეს და სერიის პირველ თამაშს ის სასტარტოში დაიწყებს.

"გუნდმა ყველანაირი სახის ვარჯიში შეასრულა და ზაზამ მათში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღო" - აცხადებს დროებითი თავკაცი მაიკ ბრაუნი", - ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.

nbcsports.com-ის ინფორმაციით, ზაზა ფაჩულიას "კავალიერსთან" ფინალურ სერიაში უდიდესი როლი ექნება:

"კლივლენდს" ორი კარგი მეფარე ჰყავს, ტრისტან ტომპსონი და კევინ ლავი, პლუს, ლებრონ ჯეიმსიც ხშირად ხსნის ბურთებს. ზაზა მათ უნდა დაუპირისპირდეს. სანამ გაგიფიქრებიათ, რომ ეს უთანასწორო ბრძოლა იქნება, გეტყვით, რომ რეგულარულ სეზონში ზაზამ "კლივლენდთან" მატჩში 12-ჯერ მოხსნა ბურთი, ხოლო "გოლდენ სტეიტმა" დიდი ანგარიშით მოუგო მეტოქეს.

ის პირველი მაღალია "გოლდენ სტეიტის" როტაციაში. ცოტა დრო ჯავალ მაკგისაც შეხვდება, თუმცა ელოდეთ, რომ "გოლდენ სტეიტი" ხშირად გამოიყენებს "დაბალ", მობილურ ხუთეულს.

თუკი ზაზა ამ სერიაში საშუალოდ 18 წუთით დაეხმარება გუნდს, ეს იქნება დიდი პლუსი გუნდისთვის. ზაზა ძლიერია ფარქვეშ და მას შეუძლია საკუთარი ფარის დაცვა. ის ახლა ჯანმრთელად არის და მზად არის ბრძოლისთვის", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ოკლენდში ჩვენი დროით 2 ივნისს გაიმართება.

• asurbanifali

გუნდი თუ ზაზაზეა აწყობილი, მაშინ საშუალოდ 14 წუთს რატომ ათამასებენ?

• ვასო

მისი დავალება მსროლელებისთვის და ტავდამსხმელებისთვის გზის გასუფთავებაა, ამისთვის დაიმატეს ზაზა და მაგაზეა ფაქტიურად აწყობილი გუნდი, იგი მთავარი კაცია. გოლდენ სტეიტის ტაქტიკა დიდწილად მაგაზეა აწყობილი. მარა დიდკაცი თუ გამოგვერიაო ნათქვამია და მართალია. თქვე დალოცვილებო რაღა ნაკლს უყურებთ, კაის რო შეხედოთ არა? არ თამაშობს მაგი მოხსნებზე, და მაგიტომ აქვს ნაკლები. ხო ნბა-ს პრეზიდენტის ნათესავი ყოფილა ბებიის მხრიდან და მიტო ათამაშებენ ასნავნოიში. ნომერი პირველი რომარაა ზაზა ჩვენც ვიცით, მარა რაცაა მაგარია, თან ბებერია არ დაგავიწყდეთ. მიდი ზაზა, ჩემპიონი გახდი და დამიმუნჯე კრიტიკოსები კაცურად

• asurbanifali

პროფესორებს---ზაზა იწყებს სასტარტოს არა იმიტომ რომ საუკეთესოა, არამედ საწყისი წუტები ყოველთვის შედარებით ნელ ტემპში მიმდინარეობს..ტემპი იზრდება თუ არა, მას მასინვე სატადარიგოთა სკამზე სვამენ...არ უნდა ამდენი დავიდარაბა, გასაგებია რომ საამაყოა, როცა ქართველი მსოფლიოს საუკეთესო გუნდში თამაშობს, მაგრამ იმის მტკიცება, რომ ის საუკეთესოა ეს მკვეხარობაა და მეტი არაფერი...რომ წერთ რაც ევალებაო, ქულებს თავი დავანებოთ, მოხსნა არ ევალება? ცენტრისათვის ძალიან ცოტა ხომ არ არის 4.3 მოხსნა საშუალოდ...ასე რომ ვუგულშემატკივროთ "გოლდენს", რომელიც იმედია მოიგებს სერიას და ჩვენ ჩემპიონი გვეყოლება და დავანებოთ თავი ზღაპრებს....

• datos vaxosgan

საჯარიმოების აცილებაზე თუა დამოკიდებული,მაშინ შენი ლოგიკით შაკსაც ჯობია ფაჩულია. რასაც ექსპერტები ამბობენ,რომ ბედს ფაჩულია გადაწყვეტს,ეგ მხოლოდ ვარაუდებია.ან გამართლდება ან არა. მაგრამ გობერის აღიარება კი უკვე ფაქტია.ვინც ფაქტს არ აღიარებს,იმას გინდა კალათბურთზე ელაპარაკე და გინდა ქოთნის ყვავილებზე.

• gigi

პირველ რიგში წარმატებები ზაზას და მასთან ერთად გოლდენს, შემდეგ რაც შეეხება ზაზას სტილს, ზოგადად არმიმაჩნია მიზანშეწონილად დილეტანტების და სპორტის არმცოდნე ადამიანების მხრიდან სპორცმენის დაკნინება, თუმცა აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს:D კალათბურთი, მითუმეტეს ნბა არის სანახაობრივი სპორტი, მაგრამ საბოლოოდ ყველას შედეგი და მოგება აინტერესებს, მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესო გუნდის ერთ ერთი საუკეთესო მწვრთნელი რომ ძირითად ხუთეულში გათამაშებს, მარტო მაქედან უნდა მიხვდე რა დონის სპორცმენზეა საუბარი, მაკგის ჩატენვაც შეუძლია და ზაზაზე ბევრი ქულების მოგროვებაც ზაზას დრო რო ითამაშოს, მაგრამ რატო ზაზა და არა მაკგი? იმიტომ რომ ზაზას დავალებაა დაცვაში 3წამიანის გადაკეტვა და თავდასხმაში მსროლელების სასროლ პოზიციაზე გაყვანა, ამიტომაც აგროვებს ნაკლებ ქულებს, დაფარებებს და მაინც ძირითადშია, ანუ აკეთებს იმას ძალიან კარგად რასაც მწვრთნელი ავალებს. ვინც ამდენს ვერხვდებით, ყოველი თამაშის შემდეგ ქვეყნდება სტატისტიკა, სადაც მოთამაშეების საერთო შეპასებაც ხდება მქკ, რომელშიც ზაზას ყოველთვის საუკეთესო შეფასება აქვს, წესტზეც, მაკგიზეც და სხვა დანარჩენ კალათბურთელებზეც.

• ქართველი

სამწუხაროდ სასაცილოა როცა კომენტარებს კალათბურთში გაუთვითცნობიერებელი ადამიანები აკეთებენ. ზაზა თავის პოზიციაზე და მასზე დაკისრებული სამუშაოს შესრულების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში შედის. მას უკვე აქვს ორი თუ სამი შემოთავაზება ნბე ის გუნდებიდან გაცილებით უკეთესი პირობებით. ასევე გაიხსენეთ რუსეთის მწვრთნელი როგორ ნატრობდა ზაზა რო გუნდში მყავდესო. ამას იმ ქართველი კომენტარების მწერლებისთვის ვიძახი ვისაც კალათბურთი მარტო ფარში ბურთის ჩატენვა ჰგონია.

• ვასო

ზაზა რომ პროფესორია, თქმა არ უნდა, მაგ გუნდის ასნავნოი რომაა, მაგაზე მეტყველებს სწორედაც. ზოგს გონია რომ ზაზამ ქულები უნდა დააგროვოს, არადა ეგ მისი მოვალეობა სულაც არაა გოლდენში. მასეთი სტილის მოთამაშე ვაბშე არაა ნბა- ში მე თუ მკიტხავთ. იგი უდიდეს შავ სამუშაოს ასრულებს, რასაც ყველა ვერ ამჩნევს, არადა კალათბურთის მცოდნეებად მოაქვთ ტავი. მის თამაშზე დიდწილადაა დამოკიდებული მთლიანად გუნდის შედეგიანობა. მიდი ზაზა, უტრავმოთ. ომი იქნება ომი

• fraternity

შეეშვით ამ ვახოს, მართლა არაფერი უთქვამს არც ტყუილი და მითუმეტეს არც შეურაცხმყოფელი. მართლა იძახდა ბევრი გობერს წამოიხევს ზაზაო მაგრამ რეალურად გობერი ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრია დღეს და ხვალ დიდი ალბათობით იქნება დომინანტი ლიგაში. ზაზას კიდე თავისი ფუნქცია აკისრია გუნდში. მისი მთავარი პლუსი არის ტვინი და არა ათლეტიზმი და თავის ამოცანას ფაქტიურად იდეალურად აკეთებს, ასე რომ უაზრობაა ეს შედარებები, ვუყუროთ და ვუგულშემატკივროთ. ბეჭდის მფლობელი გვეყოლება სამ მილიონიან ერს და ეს არ არის სახუმარო საქმე.

• asurbanifali

რა შუაშია ფაჩულიას დამცირება, ვინც თვლის რომ სერიის ბედს გადაწყვეტს ზაზა მას ალბათ საქართველოს თასის ფინალურ მატჩზე აქვს ალბათ საუბარი...მაშინ დურანტი, კარი, გრინი, ტომპსონი და იგუოდალა რას აკეთებენ...არ გინდათ გაფეტიშება...ჩემპიონი გახდება გოლდენი და ჩვენც გვეყოლება ჩემპიონი რუსების მსგავსად, ოღონდ მათ არ შეუქმნიათ ილუზია რომ სერიას მოზგოვი და კაუნი მოიგებენო...

• GEO

თუ მსროლელებს წაუვიდათ თამაში 2 ლებრონიც ვერაფერს დააკლებს გოლდენ სტეიტს და თუ არა და მაშინ ზაზას ფაქტორი მართლაც ძალიან დიდი იქნება

• თენგიზი

კლივლენდთან ბედს ფაჩულია გადაწყვეტს, უკვე მერამდენედ ვიმეორებ...

• დათო

ვახო რომელ გობერზე ლაპარაკობ 100-დან 100 საჯარიმოს რომ ვერ აგდებს?

• ფარი

უდავოა, რომ ზაზა არამარტო საუკეთესო კალათბურთელი არამედ საუკეთესო სპორტსმენია დღესდღეობით. თუ გოლდენ სტეიტი არ გიყვარს და ამ ლებრონით ხართ გაგიჯებულები (დარწმუნბული ვარ ორი თამაში გექნებათ სულ ნანახი და ნორმალურად არც ბიოგრაფია გეცოდინებათ) ზაზაზე რას ანთხევთ ბოღმას. ზაზა ასრულებს უდიდეს როლს მაგ გუნდში და ზუსტადაც გადამწყვეტი იქნება ლებრონის და ირვინგის გაჩერებაში. ის რაც შარშან ვერ შეძლო "დაბმა" წელს გააკეთებს ზაზას დახმარებით.

• სოსო

დიდი იმედით და მღელვარებით ველი ფინალს.ვიცი,რომ ზაზა თავს არ შეირცხვენს და მასზე დაკისრებულ ფუნქციებს თავს კარგად გაართმევს.ძალიან ძლიერები არიან მეტოქეები ფიზიკურად,მაგრამ მაინც.თუ მსროლელებს თამაში წაუვიდათ,მაშინ ზაზას და სხვა ცენტრებს დიდი შეღავათი მიეცემათ. ზაზს მნიშვნელობას გუნდის შტაბი უსვავს ხაზს,აი ვახოს პოსტებს რომ ვკითხულობ.მაგაზე კი მექმნება შთაბეჭდილება,რომ ვახო დათვის ბიძაშვილია და არა ზაზასი.(ნახეთ ფილმიდან "ყველაზე სწრაფები მსოფლიოში"). მაპატიე ვახო,მაგრამ მსოფლიოს საუკეთესო თუ არა მეორე გუნდის ძირითადი ხუთეულის წევრის,თანაც შენი თანამემამულის,ასე გაბიაბრუება,სხვანაირად ვერ შეფასდება.

• data tutashxia

მოკლედ..სტეიტი სახში ორივე თამაშს მოიგებს მერე ვნახოთ თამაში გვიჩვენებს,,რათქმაუნდა ზაზაზე გადის ფინალის ბედი..და იციტ რატომ გასულ სეზონს სტეიტი დამარცხდა ზუსტად მოხსნების და ფარქვეშ თამაშით 3-ით ერთს იგებდა და ის ფინალი მარცხით დაამთავრა..და კიდევ სტეიტი წელს ზან ძლიერია დურანტიც მშვენიერ ფორმაშია...მემგონი წელს არ გაუჭირდებათ გოლდენის ბიჭებს..კლივლენდიც წელს არა ის გასულ სეზონშირო იყო ზან გაზლიერდა კორვერის დამატება და გამოცდილი ვილიამსის ზანნ აძლიერებს ისცად ძლიერ გუნდს.მაგრამ ზუსტად მაგასააქ მუღამი რო მასეთ ზლიერს მოუგო ფინალლი..ზაზა უბეჭეტოდ არ ჩამოხვიდე იცოდეე შენთან ვართ..ზაზა ჩემპიონ ნბა ..მეგრელია და რამეს მოუხერხებს ლებრონს როგორც კავაი ლეონარდს მოუხერხა

• ნათია

vaxo-მ თავისი აზრი გამოთქვა, თანაც ისე, რომ არავისთვის მიუყენებია შეურაცყოფა და რა საჭიროა ასეთი ცინიკური კომენტარები მის მიმართ? სპორტზე დაპოსტეთ და არა ერთმანეთზე. ახლა რომ დაიწყებთ შენ და ვახო ერთი და იგივე ხართო ვიცი, მაგრამ მინიმუმ ვახომ ხომ იცის ასე რომ არ არის. წარმატებები ზაზას და ყველა ქართველ ლეგიონერს! მადლობა ადმინს კიდე, რომ ასე ხარისხიანად მუშაობს!!!

• ALONZO

გაგიჟებით მინდა დასავლეთის გამარჯვება და ჩვენი ზაზას გაჩემპიონება, მაგრამ აღმოსავლეთს ორი მეფე ყავს - ლებრონი და კაირი.

• გიორგი ჯანიკაშვილი

ამწუთას ვინმე VAXOს პოსტი წავიკითხე და უსიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი: ვერ გამიგია-რატომ ცდილობენ ზოგიერთები ზაზას დამცირებას და გუნდში მისი წვლილის დაკნინებას?

• sabonis

ერთი სული მაქ როდის დაიწყება, მიდი ზაზუშ.

• Jarji

ვახო შე განათლებულო, nbcsports.com ის ექსპერტებმა შენზე ცოტა უკეთესად იციან კალათბურთი, მით უმეტეს ნბა. რაც იცი იმაზე წერე კომენტარები, კალათბურთს შეეშვი.

• vaxo

კი,რა თქმა უნდა.ერთი ფაჩულია გადაწყვეტს ფინალის ბედს და მეორე ანაბრებს დააბრუნებს საქართველოს მთავრობა. აქ იმასაც ამბობდნენ,გობერზე უკეთესიაო და აგერ ნბას სიმბოლური ხუთეულები შედგა და ფრანგი მეორე ხუთეულში დაასახელეს.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი

საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს

მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია

"ფინიქსმა" "კლიპერსი" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]

"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს

[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა

გოგას სათამაშო დრო იზრდება - "ორლანდომ" "კლივლენდი" დაამარცხა [VIDEO]

ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა

დონჩიჩი ყოფილ გუნდს პირველად დაუპირისპირდა - სლოვენიელმა სამმაგი დუბლი შეასრულა [VIDEO]

ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს

მაგარი მატჩი ბოსტონში - "სელტიკსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]

კარის 12 სამქულიანი "მემფისთან" - "გოლდენ სტეიტმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

40 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" ბოლო წამზე მოაგებინა [VIDEO]

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები

[VIDEO] ლებრონისთვის და ლუკასთვის სეზონი დასრულებულია - "ლეიკერსი" "მინესოტასთან" დამარცხდა და პლეი-ოფს გამოეთიშა

დონჩიჩმა დაბადების დღე გამარჯვებით აღნიშნა - "ლეიკერსმა" კალიფორნიულ დერბიში "კლიპერსი" დაამარცხა [VIDEO]

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

გამარჯვების მომტანი სამქულიანი საკუთარი ნახევრიდან - საოცარი მატჩი NBA-ში [VIDEO]

"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]

ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ

ზედიზედ მესამედ - "ბოსტონ სელტიქსი" აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა [VIDEO]

"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]

ბითაძის 6 წუთი - "ორლანდომ" "კლივლენდის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა

"ნიქსმა" "კავალიერსი" დაამარცხა და 3:1 დაწინაურდა