სკანდალურად ცნობილმა კანადელმა სპრინტერმა ბენ ჯონსონმა გაამხილა დოპინგის გამოყენების მიზეზები.

სკანდალურად ცნობილმა კანადელმა სპრინტერმა ბენ ჯონსონმა გაამხილა დოპინგის გამოყენების მიზეზები.

"ვცოფდები, როცა მესმის, რომ თურმე ყველა რეკორდი მხოლოდ დოპინგის გამოყენებით დავამყარე. ეს ასე არ არის! მაღალ შედეგებს არა სტერიოდიების, არამედ მძიმე შრომის წყალობით მივაღწიე.

დოპინგი სწრაფად აღდგენაში გეხმარება. ვარჯიშის შემდეგ გამოწურული ლიმონივით გრძნობ თავს. ადამიანის სხეული მანქანა არ არის, რომ ყოველდღიურად ხუთსაათიან დატვირთვებს დაუძლოს. სწორედ დოპინგი მეხმარებოდა დაღლილობის დასაძლევად.

მე, როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, არ მომწონდა სტეროიდების მიღება. მაგრამ უმაღლეს დონეზე დოპინგის გარეშე გამოსვლა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. სწორედ მაშინ გავიფიქრე: "მე რატომ უნდა ვიყო სუფთა, როცა მთელი სამყარო გასვრილია დოპინგით?" დავუჯერე ჩემს გარშემო მყოფი ადამიანების რჩევებს და ბრწყინვალე შედეგებს მივაღწიე. ჩემით აღფრთოვანებული იყვნენ. მაგრამ შემდეგ სინჯმა დადებითი შედეგი აჩვენა და ყველამ ზურგი შემაქცია.

არავის არ ვურჩევ აკრძალული პრეპარატის მიღებას. ახლა თავად ვავარჯიშებ ახალგაზრდა თაობას. ეს ბიჭები ჯერ სულ ნორჩები არიან და ჩემი კარიერის შესახებ ინტერნეტიდან იციან. მათ ვუხსნი - რა შეიძლება და რა არა. და არავითარ შემთხვევაში არ მივცემ სტეროიდებს", - ამბობს ჯონსონი სააგენტო "როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ლელო

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...