ბეტმენმა საბოლოოდ დაადასტურა
გერი ბეტმენმა დადასტურა, რომ ჰოკეის ეროვნული ლიგის არც ერთი ჰოკეისტი არ ითამაშებს 2018 წლის ოლიმპიადაზე

ჰოკეის ეროვნული ლიგა მონაწილეობას არ მიიღებს 2018 წლის ოლიმპიურ თამაშებში. ამის შესახებ პრეს კონფერენციაზე განაცხადა ჰოკეის ეროვნული ლიგის კომისარმა გერი ბეტმენმა. ოლიმპიური თამაშები 9-25 თებერვალს გაიმართება.

"ექვსი კვირის წინ, უკვე გამოვაცხადეთ ამ გადაწყვეტილების შესახებ. მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. ჰოკეის ეროვნული ლიგა ერთმნიშვნელოვნად არ მიიღებს მონაწილეობას 2018 წლის ოლიმპიადაში. ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა.

ოვეჩკინმა განაცხადა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში წავა ოლიმპიურ თამაშებზე? ველოდებით, რომ NHL-ის არც ერთი მოთამაშე არ გაემგზავრება ოლიმპიადაზე. არ მინდა დღეს ამ თემაზე ლაპარაკი", - განაცხადა ბეტმენმა.

2018 წელს, ჰოკეის ეროვნული ლიგის "ყველა ვარსკვლავის მატჩი" ტამპაში გაიმართება. ვარსკვლავურ უქმეებს 2018 წლის 27-28 იანვარს "ამალი-არენა" უმასპინძლებს.

"ყველა ვარსკვლავის მატჩის" ფორმატი უცვლელი დარჩება - "სამი სამზე". ისევე, როგორც წინა ორ წელს, შეხვედრა სამი 20-წუთიანი მატჩისგან იქნება შემდგარი, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებს ოთხი გუნდი - წყნარი ოკეანის, ცენტრალური, ატლანტიკისა და მეტროპოლიტენის დივიზიონების ნაკრებები.

ტამპა მეორედ უმასპინძლებს "ყველა ვარსკვლავის მატჩს". პირველად ეს ღონისძიება იქ 1999 წელს გაიმართა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე