ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რას მიხვდა კაპელო?

რას მიხვდა კაპელო?

დიდი ამბები დატრიალდა ინგლისის ნაკრების კაპიტნობასთან დაკავშირებით

დიდი ამბები დატრიალდა ინგლისის ნაკრების კაპიტნობასთან დაკავშირებით: გასულ უქმეებზე დაირხა ჭორი, რომ ფაბიო კაპელო სამკლავურის ჯონ ტერისთვის დაბრუნებას აპირებს, რასაც — მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 11 თამაშიდან მხოლოდ ოთხში მიიღო მონაწილეობა — ამჟამინდელი კაპიტნის რიო ფერდინანდის შეშფოთება მოჰყვა. ფერდინანდმა ნაკრების გენერალურ მენეჯერ და კაპელოს მარჯვენა ხელ ფრანკო ბალდინისთან დარეკა და სიტყვიერი გარანტია მიიღო, რომ კაპიტნად ის რჩება. მიმოხილველები წერენ, რომ ამ დაპირების შემდეგ კაპელო ვარდება საჩოთირო მდგომარეობაში: 26 მარტს კარდიფში თამაშია, უელსი და ინგლისი ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელ ადგილს ეცილებიან. თუ ამ შეხვედრაში იტალიელი კაპიტნად მაინც ტერის დანიშნავს, ფერდინანდმა შეიძლება იფიქროს, რომ ბალდინის დაპირებას ფასი არ აქვს და ეროვნულ გუნდში ურთიერთობები აირიოს, რაც, ბუნებრივია, არასასურველია.

ფერდინანდის მაგობარმა "დეილი მეილს" უთხრა: "ბალდინიმ რიოს უთხრა, რომ ტერი მისი და სტივენ ჯერარდის ტრავმების გამო გაახსენდათ. მას დაპირდნენ, რომ როგორც კი გამოჯანმრთელდება სამკლავურს მას მისცემენ".

მიუხედავად ამისა, დადის ხმები, რომ გუნდის ბუნებრივ ლიდერად კაპელოს მაინც "ჩელსის" კაპიტანი მიაჩნია. შეგახსენებთ, რომ ტერის სამკლავური უეინ ბრიჯის ცოლთან რომანის გაბმის გამო ჩამოართვეს.

მაგრამ, განა ინგლისში ყველა კაპელოს მსგავსად ფიქრობს? ზემოხსენებული "დეილი მეილის" მიმომხილველი მეტ ლოუტონი მიიჩნევს, რომ ტერი მართლა განსაკუთრებული და შეუცვლელი კაპიტანი რომ იყოს ეს იმ შეჯიბრებებს დაეტყობოდა, რომლებშიც ის გუნდს გაუძღვა — 2008-ის ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრები საერთოდ ვერ მოხვდა, 2010-ის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ კი ტერიმ ისეთი რამ ჩაიდინა, რომ გუნდის გაძღოლა აღარც კი ანდეს. "ამრიგად, ისტორია გვიმტკიცებს, რომ ის ბობი მურისგან (მურის კაპიტნობის დროს ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა) ძალიან შორს არის" — წერს ჟურნალისტი, თუმცა მსჯელობას სხვა მხრიდან იწყებს:

"ნება მომეცით შეგახსენოთ რატომ ჩამოართვა შარშან, "უემბლიზე", 12 წუთიანი შეხვედრის შემდეგ კაპელომ ტერის სამკლავური. თქვენ გგონიათ იმიტომ, რომ მან მეგობარს უღალატა და მის ცოლთან რომანი გააბა? ასეთ რაღაცებს ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში კაპელო მრავლად შეხვედრია და შესაბამისად, ამ ისტორიაში მისთვის განსაკუთრებული არაფერი იყო. მწვრთნელმა თქვა კიდეც, ასეთები ხდებაო. აქ, პრობლემა სხვა იყო — ვანესა პერონსელის (ბრიჯის მოღალატე ცოლი) ისტორია გაზეთებში მოხვდა და ის მსოფლიოს ჩემპიონატის წელს იმიჯს აფუჭებდა. თუ გახსოვთ, იმავე პერიოდში გაზეთებმა გამოჩხრიკეს, რომ ტერის "უემბლიზე" კერძო ლოჟა ჰქონდა და მას ფასდაკლებით აქირავებდა. ერთი სიტყვით, ამ ფეხბურთელის კაპიტნობა სახელს აფუჭებდა".

ლოუტონი ფიქრობს, რომ ტერისთვის სამკლავურის ჩამორთმევა და მისი ფერდინანდისთვის გადაცემა კაპელოს "ინგლისურ კარიერაში" ერთ-ერთი ყველაზე ნათენი წერტილი იყო. აქ მან თავი პრინციპულ ადამიანად წარმოაჩინა. რასაკვირველია, ბევრმა შეიძლება თქვას, რომ ვაჟკაცური საქციელია ისიც, რასაც იტალიელი ახლა აკეთებს — საზოგადოებრივი აზრის საწინააღმდეგოდ ტერის სამკლავურს უბრუნებს, მაგრამ, ვაგლახ: როგორც გაირკვა ეს მხოლოდ და მხოლოდ დროებითი ნაბიჯია, რაც სულაც აღარ არის ვაჟკაცური საქციელი. ეს მხოლოდდამხოლოდ იმას ნიშნავს, რომ კაპელო როგორც იქნა მიხვდა — ინგლისელებისთვის ნაკრების კაპიტნობა მნიშვნელოვანი რამ არის, თუმცა კვლავ ვერ გაუგია, რომ ამ ქვეყანაში კაპიტანი ღირსეული, კორექტული, სამაგალითო ადამიანი უნდა იყოს.

• dlg

ჯერარდია ყველაზე მაგარი კაცი მთელ ინგლისის ნაკრებში და კაპიტნობაც მას ეკუთვნის

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"

[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა

"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია

[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში

ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...

ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში

"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი

შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს

მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა