საქართველოს რაგბის კავშირმა (სრკ) 2017 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის სპეციალური მონეტები დაამზადებინა
საქართველოს რაგბის კავშირმა (სრკ) 2017 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის სპეციალური მონეტები დაამზადებინა და ტურნირის მომსახურე მსაჯებს წილის საყრელად ჩამოურიგა.

მოგეხსენებათ, 20-წლამდელთა ჩემპიონატი "მსოფლიო რაგბის" მიერ ორგანიზებულ ტურნირებს შორის მნიშვნელობითა და მასშტაბით მეორეა.

ამავდროულად, საქართველოს მსგავსი შეჯიბრისთვის აქამდე არასდროს უმასპინძლია.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რაგბის ამაგდარ ზაალ გიგინეიშვილს გაუჩნდა იდეა, რომ 20-წლამდელთა მე-10, საიუბილეო ჩემპიონატისთვის ქართულ მხარეს ორიგინალური მონეტები დაემზადებინა.

როგორც წესი, მატჩამდე 50 წუთით ადრე მსაჯი მეტოქე კაპიტნებს უხმობს ხოლმე და "ბურთის ან მოედნის" ასარჩევად იმ მონეტას აუგდებს, რომელიც ჯიბეში აღმოაჩნდება.

ამიერიდან მათ სიურპრიზი ელით, რადგან იდეას ხორცი "აკადემიის" ვეტერანმა მორაგბემ, მხატვარმა პაატა ღონღაძემ შეასხა და ამ პროცედურისთვის საგანგებო მონეტა დაამზადა.

ესაა ვერცხლის "ფული", რომელიც 15 გრამს იწონის. მის ცალ მხარეს ბორჯღალი ამშვენებს, ხოლო მეორეზე "მსოფლიო რაგბის" ლოგოა გამოსახული.

კიდევ ერთი ამაგდარის, თემურ ჯაფარიძის ინიციატივით, ბორჯღალიან გვერდს ამკობს ქართული წარწერა - "საქართველო 2017 თბილისი".

მონეტის ლოგოიანი მხარე მოოქროვილია, რისი წყალობითაც მსაჯის თვალი წილისყრის შედეგს შორიდანვე დააფიქსირებს.

სიურპრიზით მოხიბლულ სტუმრებს მონეტები სრკ-ის დირექტორთა საბჭოს წევრმა ლაშა ხურციძემ გადასცა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ილია მაისურაძე: არ ვოცნებობდით და მიზანიც რეალობიდან გამომდინარე დავისახეთ
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
საქართველოში გამართულ რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს მილიარდამდე ადამიანმა უყურა
"მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართა
ექვსმა ერმა დაგვიმატა! ჯერ მხოლოდ "უმცროსი ბორჯღალოსნები"
"საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა 5 მილიონზე მეტი დაუჯდა"