საქართველოში 2 ივნისი რომ გათენდება, დილის 5 საათზე NBA-ში ფინალური სერია დაიწყება
საქართველოში 2 ივნისი რომ გათენდება, დილის 5 საათზე NBA-ში ფინალური სერია დაიწყება. "გოლდენ სტეიტის" "ორაკლ არენაზე" დიქტორი ლებრონ ჯეიმსის, კევინ დურანტის, სტეფ კარის გვერდით ქართულ გვარსაც გამოაცხადებს - ზაზა ფაჩულია, საქართველოს რესპუბლიკიდან. მან "სან ანტონიოსთან" მიღებული ქუსლის ტრავმა მოიშუშა და სასტარტოსთვის ემზადება.

- NBA-ს ფინალის წინ: ზაზა ფაჩულია VS ტრისტან ტომპსონი

"გოლდენ სტეიტის" ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ ფაჩულიამ ამერიკელ ჟურნალისტებთან გულახდილად ისაუბრა...

- ტრავმის შემდეგ თავს როგორ გრძნობთ?

- მშვენივრად. სრულად გამოვჯანმრთელდი, გუნდთან ერთად მზად ვარ საბრძოლველად.

- ფინალებისთვის როგორ ემზადებით?

- მთელი სეზონის განმავლობაში ვემზადებოდით ჯერ პლეი ოფის სათამაშოდ, შემდეგ უკვე ფინალებისთვის. დასავლეთ კონფერენციის ფინალის შემდეგ, "კლივლენდთან" მატჩებამდე ერთი კვირა გვქონდა, რაც კარგად გამოვიყენეთ ძალების აღსადგენად. მეც მომეცა შესაძლებლობა, ბოლომდე მემკურნალა. ახლა უკვე მზად ვარ როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკურად.

- ზედიზედ მესამე სეზონია, NBA-ს სუპერფინალს ერთი და იგივე გუნდები თამაშობენ. დრეიმონდ გრინმა თქვა, ეს ცოტა მოსაწყენიაო...

- გუნდები იგივეა - "გოლდენ სტეიტი" და "კლივლენდი", მაგრამ ყველა ფინალი განსხვავებული იყო. ასევე იქნება წლევანდელიც. ეს კარგია. საინტერესოა. სასიამოვნოა, რომ მესამე შემთხვევაში ასეთი ფინალის ნაწილი ვიქნები. აქამდეც აქტიურად ვადევნებდი თვალს "გოლდენ სტეიტისა" და "კლივლენდის" გადამწყვეტ დაპირისპირებებს, ბევრი დეტალი კარგად ვიცი და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, მესამე სეზონია "გოლდენ სტეიტის" წევრი ვარ.

მთელი სეზონის განმავლობაში თავდადებით ვშრომობდით, ბევრი სირთულე გადავლახეთ, მოვითმინეთ. ეს ყველაფერი სწორედ ამ მომენტისთვის - სუპერფინალისთვის. ყველას თავისი მოსაზრება აქვს, შესაძლოა, ვინმემ ჩათვალოს, რომ ერთი და იმავე გუნდების ხილვა მოსაწყენია. ყველას აზრს პატივს ვცემ, მაგრამ ეს მიგვანიშნებს სტაბილურობაზე. გვიჩვენებს, რომ ფინალისტი გუნდების კალათბურთელები ინარჩუნებენ კონდიციებს, მდგრადობას. სწორედ ეს მიუთითებს გამარჯვებულის მენტალიტეტზე. მე ახალწვეული ვარ, პირველად ვთამაშობ ფინალებს. ბევრი რამ ვისწავლე, დიდი გამოცდილება მივიღე.

- რამდენად დიდ ყურადღებას აქცევთ სოციალურ მედიას?

- ვცდილობ კონცენტრაცია გუნდზე, თამაშზე მოვახდინო. სოციალური მედია გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაბლოკილი მქონდა. განსაკუთრებით, დასავლეთის კონფერენციის ფინალებისას. მთავარია, თავს როგორ ვგრძნობ, გუნდი თავს როგორ გრძნობს გადამწყვეტი მატჩების წინ. ჩვენ სწორედ ახლა გვჭირდება ერთმანეთის გვერდით დგომა, მოედანზე მაქსიმუმის დადება, გონივრული მოქმედება...

და უნდა დავტკბეთ. ისევე უნდა ვისიამოვნოთ თამაშით, როგორც ამას აქამდე, მთელი სეზონის განმავლობაში ვაკეთებდით. როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდი საკმარისზე მეტად ნიჭიერია, მაღალი დონის კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული. ასეთ დროს კი გამარჯვებულის ბედს პატარა დეტალები წყვეტს. ვინც მეტად კონცენტრირებული, მეტად დისციპლინირებული იქნება, ის გაიმარჯვებს.

- "გოლდენ სტეიტის" შანსებზე რისი თქმა შეიძლება?

- ჩემპიონობის მშვენიერი შანსი გვაქვს. მჯერა ჩემი გუნდის, მჯერა ჩვენი ნიჭის, მჯერა, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. ეს თვითრწმენასაც გვმატებს, რაც ფინალებში ძალიან მნიშვნელოვანია.

- ჯავალ მაკგისთან ერთად გასულ სეზონში "დალასშიც" თამაშობდი. ერთად გადმოხვედით "გოლდენ სტეიტში". სეზონის მეორე ნაწილში ჯავალი უკეთესობისკენ შეიცვალა...

- მთავარია, რომ მაკგი გუნდში თავს კარგად გრძნობს. კარგი ბიჭია, სასიამოვნოა, როდესაც ასეთი თანაგუნდელი გყავს. დიდი სარგებლის მოტანა რომ შეუძლია, უკვე დაამტკიცა.

- სერიაში ფიზიკური თამაში რამდენად მნიშვნელოვანი იქნება?

- რეგულარულ ეტაპთან შედარებით განსაკუთრებით დაგვჭირდება "ღონიერი თამაში". უბრალოდ, სხვა გზა არ გვაქვს - ან უნდა გაიმარჯვო, ან - შინ თავჩაღუნული წახვიდე. ერთი ბურთის დაკარგვა, ჩაჭრა, მოხსნა, შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. საბედნიეროდ, გვყავს კალათბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ ფარქვეშ თუ პერიმეტრზე ბრძოლა. ამიტომაც იქნება სერია საინტერესო სანახავი.

- ტრისტან ტომპსონის მეურვეობა მოგიწევთ...

- კარგი ოპონენტია, სასარგებლოა შეტევაში, მაგრამ ყველა ტყორცნას ვერ ჩააგდებს. ყველა მეტოქეს უნდა მოვუძებნოთ პასუხი. ჩვენც გვაქვს საკმარისად პლუსები, რითაც შეგვიძლია უპირატესობა მოვიპოვოთ ნებისმიერ კალათბურთელთან.

- თქვენი ბავშვები როგორ ემზადებიან ფინალებისთვის?

- ისინი უკვე თამაშობენ. სროლაში ტომპსონსა და კარის ბაძავენ; ფარქვეშ კევინ დურანტივით შედიან; დაფარებისას დრეიმონდის გვარს ყვირიან; ზოგჯერ ბლოკს რომ დააყენებენ, მეც ვახსენდები...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩემპიონის ბეჭედი გვინდა ზაზა!
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEOS] ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა, კავაი ლეონარდი პლეი-ოფს მიღმა დარჩა
[VIDEOS] ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდო" პლეი-ოფშია გავიდა, სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონი ნაადრევად დაასრულეს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს