ზაფხულიდან რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი და უმთავრესი კანდიდატი "ლევერკუზენის" დამრიგებელი იუპ ჰაინკესი გახლავთ
"ჰამბურგთან" 6:0-ის შემდეგ, ჟურნალისტებმა "ბაიერნის" სპორტულ დორექტორ კრისტიან ნერლინგერს იოახიმ ლიოვზე ჩამოუგდეს სიტყვა - მართალია თუ არა, რომ რეკორდმაისტერი გერმანიის ნაკრების მწვრთნელზე ფიქრობსო, რაზეც ნერლინგერმა პასუხის გაცემა არ ისურვა. არც იყო სავალდებულო, რადგან ლიოვი "ბაიერნისთვის" ჯერ კიდევ შორეული მომავლის პერსპექტივაა, ზაფხულიდან რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი და უმთავრესი კანდიდატი კი იუპ ჰაინკესი გახლავთ.

თუ "ლევერკუზენის" დამრიგებელი "ბაიერნს" ზაფხულიდან მართლაც ჩაიბარებს, შეცვლის მწვრთნელს, რომელმაც ორი წლის წინ თვითონ ჰაინკესი შეცვალა - ლუის ვან გაალს ვგულისხმობთ, რომლის მიუნხენიდან წასვლა, ოღონდ ზაფხულში, უკვე გადაწყვეტილი და ოფიციალურად დადასტურებული ამბავია.

ჰაინკესს "ლევერკუზენთან" კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება და ჯერ-ჯერობით მის გაგრძელებაზე სიტყვაც არ დასცდენია. სწორედ ამიტომ თქვა გუშინ "ფარმაცევტების" ბოსმა ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერმა, ჰაინკესისგან პასუხს უკვე ზედმეტად დიდი ხანია ველით, ფაქტია, რომ ჩვენთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს და ზუსტად ვიცი, რატომაცო.

"დონ იუპმა" განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას, აფორმებს თუ არა "ლევერკუზენთან" ახალ ხელშეკრულებას, მომდევნო ტურის შემდეგ გაახმაურებს. ყველამ იცის, რომ მისი მიზანი "ბაიერნია", ჰაინკესი კი დროს იმიტომ წელავს, რომ მიუნხენელები სავარაუდოდ სხვა, "უფრო მსუყე კანდიდატისგან" პასუხს ელიან. ეს მსუყე კანდიდატი კი, ჩვენი გერმანელი კოლეგების რწმენით, გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტული დირექტორი მათიას ზამერია. "ლევერკუზენში" კი, ჰაინკესის შემცვლელად "ფრაიბურგის" თავკაც რობინ დუტს განიხილავენ.

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა