ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. რუნი: საქმეს მივხედოთ, "მარსელს" მოვუგოთ!
ცხადია, მარსელის "ოლიმპიკისთვის" უმჯობესი იქნებოდა, რომ პირველი თამაში საკუთარ მოედანზე მოეგო, მაგრამ 0:0 ისეთი ფრეა, ფრანგები უკეთესს რომ ვერ ინატრებდნენ - თუ შეიძლება, რომ ასე ითქვას. დიდიე დეშამის გუნდმა პირველ მატჩში გოლი არ გაუშვა, რაც "მარსელს" საპასუხო მატჩის წინ საკმაოდ კომფორტულ მდგომარეობაში აყენებს. საკმარისია, ფრანგებმა "ოლდ ტრეფორდზე" ერთი გოლის გატანა შეძლონ, რომ "მანჩესტერს" უკვე ორი ექნება გასატანი.

მანჩესტერელები ძალიან თავდაჯერებულები არიან, რაც ასოციაციის თასზე "არსენალთან" გამარჯვების დამსახურებაა.

"არსენალთან" გამარჯვებამ სულზე მოგვისწრო, ბიჭები აზრზე მოვიდნენ და ირწმუნეს, რომ მოგება ჯერ კიდევ შეუძლიათ. ასე რომ, საქმეს უნდა მივხედოთ და "მარსელი" უნდა დავამარცხოთ", - განაცხადა უეინ რუნიმ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე და როგორც ხედავთ, პრემიერლიგაში ორი პრინციპული თამაშის წაგების ("ჩელსისთან" და "ლივერპულთან") შემდეგ, "მანჩესტერს" "არსენალთან" გამარჯვება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მართლაც წაადგა.

ამრიგად, სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს ამ სეზონში ჰეთ-თრიკის შესრულების შანსი აქვს, მაგრამ რუნის კიდევ ერთი სურვილიც აქვს: "მინდა, გენიალურ მეკარეს და ბრწყინვალე ადამიანს, ედვინ ვან დერ სარს კარიერის დასრულება გადავაფიქრებინო. როცა მასთან ერთად ვარ, სულ ამაზე ველაპარაკები - საშხაპეშიც კი. მთელი გუნდის სახელით ვამბობ, ძალიან გვინდა, რომ ვან დერ სარი ფეხბურთში კიდევ ერთი წლით დარჩეს!"

აღსანიშნავია, რომ "არსენალთან" მატჩში ფერგიუსონმა პოლ სქოულზი და რაიან გიგზი დაასვენა, რომლებიც დღეს სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებენ. ფერგიუსონის თქმით, დიდი შანსია, რომ დღევანდელი შეხვედრისთვის სრულად გამოჯანმრთელება ნანიმაც მოასწროს.

რაც შეეხებათ ფრანგებს: მარსელელები ფიქრობენ, რომ "ოლდ ტრეფორდზე" წარმატების მიღწევა ხელეწიფებათ. "ცხადია, ფავორიტი მანჩესტერია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ პირველ მატჩში კარი მშრალად შევინახეთ. ეს კი, საპასუხო შეხვედრაში, შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი აღმოჩნდეს", - ეს ველოდრომელთა მთავარი მწვრთნელის, დეშამის სიტყვებია.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერი (4-4-2): ვან დერ სარი - რაფაელი, სმოლინგი, ვიდიჩი, ევრა - ნანი, ფლეტჩერი, სქოულზი, გიგზი - ერნანდესი, რუნი.

მარსელი (4-3-3): მანდანდა - ფანი, დიავარა, ჰაინცე, ტაივო - ლუჩო გონსალესი, მბია, შეირუ - ვალბუენა, რემი, აიევი.

არბიტრი: კარლოს ველასკო (ესპანეთი)

მანჩესტერი-მარსელი

პირველი მატჩი: 0:0.

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა