9:0 აღარ გამეორდა, იტალიამ სან მარინო დაინდო
იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა სან მარინოსთან ამხანაგური მატჩი გამართა - "სკუადრა აძურამ" მეტოქეს ემპოლიში უმასპინძლა, ჯან პიერო ვენტურა კი ექსპერიმენტულ შემადგენლობას დაეყრდნო. იტალიელთა თავკაცმა იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება, რომლებმაც სერია A-ს განვლილ გათამაშებაში გამოიჩინეს თავი.

იტალიის ნაკრებს არ სჩვევია დიდი ანგარიშით გამარჯვება, მაგრამ ეს ის შემთხვევა გახლდათ, როდესაც ახალგაზრდებს დასამტკიცებელი ჰქონდათ შესაძლებლობები და თავი არ დაუზოგავთ - შედეგად, სან მარინოს ეროვნულ გუნდს 8 უპასუხო გოლი გაუტანეს. იტალიელთა გოლები ერთიმეორეზე უკეთესი გახლდათ, მატეო პოლიტანოს კი გოლი-შედევრი გამოუვიდა, როდესაც მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. პოლიტანოს გარდა, თავი მატია კალდარამ, ჯანმარკო ფერარიმ, ანდრეა პეტანიამ და ჯანლუკა ლაპადულამ გამოიჩინეს - ამ უკანასკნელმა ჰეთ თრიკი შეასრულა. ერთი გოლი საკუთარ კარში სტუმრებმა შეაგდეს.

საგულისხმოა, რომ 65-ე წუთისთვის ანგარიში უკვე 8:0 იყო და იტალიელებს ისტორიული ანგარიშით მოგება შეეძლოთ - 1948 წელს იტალიამ აშშ-ის ნაკრები 9:0 დაამარცხა და ეს სხვაობა "სკუადრა აძურასთვის" დღემდე სარეკორდოა; ვენტურას და მის გუნდს თავისუფლად შეეძლოთ მე-9 და თუნდაც მე-10 გოლების გატანა, თუმცა დარჩენილ 25 წუთში ტემპი დააგდეს და დრო ბურთის გორებაში გაჰყავდათ.

მატჩის შემდეგ ვენტურამ მოკლე კომენტარი გააკეთა: "საინტერესო მატჩი იყო, რომელშიც ფეხბურთელებს დავაკვირდი. დიდი არჩევანი გვაქვს და ასეთი თამაშები აუცილებლად წაგვადგება. ამ გუნდიდან რამდენიმე მოთამაშეს დავიტოვებთ და უახლოესი ორი მატჩისთვის მოვამზადებთ. წინ ურუგვაისთან და ლიხტენშტაინთან მატჩებია, რომლებშიც გულშემატკივარი კარგ თამაშს და დადებით შედეგს ელოდება".

იტალია-სან მარინო 8:0

გოლები: 1:0 ლაპადულა (10), 2:0 ფერარი (13), 3:0 პეტანია (16), 4:0 ლაპადულა (19), 5:0 კალდარა (48), 6:0 ლაპადულა (49), 7:0 პოლიტანო (58), 8:0 ბონინი (65-საკ. კარში)

იტალია (4-2-3-1): სკუფეტი - კონტი (70. ბირაგი), კალდარა, ფერარი, დამბროზიო - გალიარდინი (46. კატალდი), ბაზელი (46. პელეგრინი) - ბერარდი (46. პოლიტანო), პეტანია (46. ფალჩინელი), კიეზა (62. კაპრარი) - ლაპადულა

სან მარინო (4-4-1-1): ბენედეტინი (46. სიმონჩინი) - ჩეზარინი (63. ბონინი), ჩევოლი (71. მაცა), ბიორდი (87. სტეფანელი), ბროლი - ჰიში, ჩერველინი, გოლინუჩი, ვიტაიოლი (62. ძაფერანი) - ტოზი (56. დელა ვალე) - რინალდი

მაყურებელი: 10 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის რონალდინიომ 11-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ჯან პიერო ვენტურა: ბუფონმა მწარე მარცხი ღირსეულად მიიღო
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
ჯან პიერო ვენტურამ იტალიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
ჯან პიერო ვენტურა: ჩვენ შეგვიძლია, გავაოცოთ მსოფლიო
იტალიის ნაკრები: რჩევები "სკუადრა აძურას" მესაჭეს
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
საფრანგეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფში გაიმარჯვა - ბელგიამ იტალიას დიდი ანგარიშით სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
"სკუადრა აძურას" ურთულესი მისია - ჯან პიერო ვენტურა იტალიის ნაკრების ვარჯიშზე
[VIDEOS] ოლისემ საფრანგეთს ბელგიასთან მოაგებინა - იტალიამ თურქეთი გაანადგურა