"ვოლგამ" ჩემპიონატი "ტომის" 2:0 დამარცხებით დაიწყო - მასპინძელთა სასტარტოში კი ერთბაშად ხუთი ქართველი იყო!

რუსეთის პრემიერლიგის I ტურში ყველაზე მეტად ორშაბათის თამაშების იმედი გვქონდა, ჩემპიონატში ბოლო ჩაერთო ჯანო ანანიძის "სპარტაკი", ასევე გუშინ ითამაშა ყველაზე ქართულმა გუნდმა პრემიერლიგაში, "ვოლგამ".

ვალერი კარპინმა გადაწყვიტა "აიაქსთან" მატჩის წინ მოწინავე ფეხბურთელთა ნაწილი დაესვენებინა და მკაცრადაც დაისაჯა - "როსტოვმა" 4:0 გაანადგურა რუსეთის "სახალხო გუნდი". კარპინმა ჯანო ანანიძე 52-ე წუთზე შეუშვა მოედანზე პაველ იაკოვლევის ნაცვლად. ბევრი ვერც ჩვენებურმა გაახერხა, მაგრამ "ჩემპიონატმა" 5,5 ბალი დაუწერა, რაც მის გუნდში საუკეთესო შეფასებაა (მახმუდოვთან და კომბაროვთან ერთად). შემოსვლის შემდეგ "სპარტაკის" სტანდარტულებს ჯანო ასრულებდა.

აი, მეორე თამაშმა კი მართლაც გაგვახარა - ომარ თეთრაძის "ვოლგამ" ჩემპიონატი "ტომის" 2:0 დამარცხებით დაიწყო. მასპინძელთა სასტარტოში ერთბაშად ხუთი ქართველი ვიხილეთ! დაცვის მარჯვენა ფლანგს ლაშა სალუქვაძე ("ჩემპიონატის" შეფასება - 5,5 ბალი) აკონტროლებდა, მარცხენას - გია გრიგალავა (5,5), ნახევარდაცვის შუაში გოჩა ხოჯავა (5,5) მოქმედებდა, მარცხენა ფლანგზე გოგიტა გოგუა (6,5 - მატჩის საუკეთესო შეფასება), წინ კი - ოთარ მარცვალაძე (6). 87-ე წუთზე ხოჯავას ნაცვლად მათე ვაწაძე გამოჩნდა.

92-ე წუთზე შეცვალეს მარცვალაძე. მე-5 წუთზე მარცვალაძეს გოლი მეტოქეთა კაპიტანმა ხარიტონოვმა მოპარა, ქართველის დარტყმული მას ფეხში მოხვდა და ოდნავ იცვალა მიმართულება. ოქმში ეს გოლი ავტოგოლად გაფორმდა. მე-15 წუთზე გოგუამ ჩააწოდა საჯარიმოში, სადაც თავით სერგეი ბენდზმა იყოჩაღა.

ომარ თეთრაძე: "დიდი ხნის შემდეგ პირველი თამაში იყო. ბიჭებმა დიდებულად ითამაშეს, არადა მინდორი არაფრად ვარგოდა. წინ დიდი დროა და კიდევ მოვუმატებთ."

shako
ოდნავ იცვალა :D:D:D:D
dato
რა ოდნავ იცვალა ,ხარიტონოვმა კარში დაარტყა შემთხვევით. ნუ წერთ სათაურად იმას რაც არაა მართალი!
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა