"რეალმა" ჩემპიონთა თასი მეთორმეტედ მოიგო
ზინედინ ზიდანმა - ცეკვა მომინდაო; კრიშტიანო რონალდომ მთელი სანათესაო ჩაიყვანა მინდორზე; მარსელომ ჩემპიონთა თასში თავისი შვილი ჩასვა; მეკარეებმა "პრინსიპალიტის" კარის ბადის მოჭრა დაიწყეს...

ასე ზეიმობდა მადრიდის "რეალი" დუოდესიმოს - ჩემპიონთა თასის რეკორდულად მე-12 მოპოვებას, იქვე კი "იუვენტუსის" ფეხბურთელები იდგნენ, ჯიჯი ბუფონის თამადობით და სეზონში ტიტულების ჰეთ თრიკის შესრულების დაკარგულ შანსს მისტიროდნენ...

თამაში

მასიმილიანო ალეგრიმ 3-4-1-2 შემოგვთავაზა. ბარძალი-ბონუჩი-კიელინის ტრიოზე ამ სეზონში კარგის მეტი რა ითქმის, კარს კი ლეგენდარული ბუფონი იცავდა. ფლანგის ბრაზილიელებს, დანი ალვეშსა და ალექს სანდროს შუა ხაზში ექსრეალელი ხედირა და პიანიჩი ეხმარებოდნენ. პაულო დიბალა მანჯუკიჩისა და იგუაინის უკან მოქმედებდა. ზინედინ ზიდანის შემტევი ტრიოც "იუვეს" ანალოგიურად უტევდა. დიბალას "როლს" ისკო ასრულებდა, რომლის წინაც ბენზემა და რონალდო მოქმედებდნენ. დაცვაში "რეალი" კვარტეტით მოქმედებდა, შუა ხაზში კი ჩვეული ტრიოთი - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი.

დასაწყისი "იუვენტუსისა" გამოდგა და იტალიური გუნდი მე-7 წუთზე ანგარიშსაც გახსნიდა, კეილორ ნავასს სასწაულებრივ რომ არ მოეგერიებინა პიანიჩის შორეული დარტყმული.

ნელ-ნელა "რეალმა" გამოასწორა მდგომარეობა და მე-20 წუთზე ანგარიშიც გახსნა: დანი კარვახალის პასი კრიშტიანომ მიიღო, პორტუგალიელის დარტყმული კი რიკოშეტის დახმარებით ბუფონის კარში აღმოჩნდა.

"იუვეს" პასუხი იყო მომენტალური და ძალიან ეფექტური - "ბებერი ქალბატონის" იერიში, თითქოს, ჩაიშალა, ისე უგერგილოდ მიაჩეჩა ბურთი პიპიტამ მანჯუკიჩს, რომელიც პირველ ტაიმში საუკეთესო იყო მოედანზე, მაგრამ ხორვატმა აკრობატულ ნახტომში დაარტყა და კეილორ ნავასი პირღია დატოვა.

შესვენების შემდეგ სულ სხვა "რეალი" გამოვიდა. "სამეფო კლუბმა" ნელ-ნელა საკუთარ ნახევარს მიაჯაჭვა "იუვენტუსი", სადღაც გაქრა მანჯუკიჩის სიმწვავე მარცხენა ფლანგიდან, ჩაიკარგა დიბალა, ერთი დანი ალვეში აქტიურობდა და ისიც ძალიან დაბალი მარგი ქმედების კოეფიციენტით. ისკომ მოსინჯა შორი მანძილიდან, შემდეგ კი კაზემიროს ჯერიც დადგა. ბრაზილიელის შორეული დარტყმა ალბათ, არ იქნებოდა საბედისწერო, ბურთი ხედირას რომ არ მოხვედროდა და მიმართულება არ ეცვალა. ბუფონმა "იუვე" ვერ გადაარჩინა - 2:1.

64-ე წუთზე კი კრიშტიანო რონალდოს გოლს უკვე საკონტროლო გასროლა ეთქმის. მოდრიჩმა ალექს სანდროს დაასწრო, ფლანგიდან ჩააწოდა და კრიშტიანომ ახლო მანძილიდან გაიტანა.

ამის მერე, მეოთხე გოლამდე ყველაზე მეტად კუადრადოს გაძევება დაგვამახსოვრდა, შეცვლაზე შესულმა მეორე გაფრთხილება სერხიო რამოსთან უხეშობისთვის მიიღო, რომელიც "რეალის" კაპიტანმა კარგა გვარიანად გააფორმა.

90-ე წუთზე ანგარიშს წერტილი მარკო ასენსიომ დაუსვა, რომელმაც მარსელოს დაუფასა საგოლე პასი - 4:1 და "რეალმა" ჩემპიონთა თასი შეინარჩუნა.

იხილეთ ვიდეო

მატჩის შემდეგ

ზინედინ ზიდანი (რეალი): "სეზონი გამოვიდა ფანტასტიკური, უნდა მივულოცო "რეალის" ყველა ფეხბურთელს. ამ კონტინგენტით ბევრის მიღწევა შეგვიძლია, თუკი ისევ მუხლმოუხრელად ვიშრომებთ. ძალიან ბედნიერი ვარ. შესაძლოა, ეს გარეგნულად ნაკლებად მეტყობა, მაგრამ მენდეთ, ასეა. მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი ვარ? არა, არა, რას ამბობთ...

რა თქმა უნდა, "რეალში" ვრჩები. უკვე მომდევნო სეზონზე ფიქრს ვიწყებ".

კრიშტიანო რონალდო (რეალი): "ასეთი სიუჟეტისთვის მზად ვიყავი. თუკი გუნდის თითოეული ფეხბურთელი მთელი სეზონის განმავლობაში ბევრს მუშაობს, გუნდი აუცილებლად მოიგებს პრესტიჟულ ტიტულებს. შესვენებაზე ზიდანი ძალიან პოზიტიური კუთხით დაგველაპარაკა და გვითხრა, რომ ჩვენი სჯერა. ეს სეზონის ბრწყინვალე, გაუგონარი დასასრულია. ჩვენ პირველებმა შევძელით ლიგის მოგება ზედიზედ. თან, ფინალში ორი გოლი გავიტანე.

ამას დავუმატოთ, ესპანეთის ჩემპიონატის მოგება, გავხდი ლიგის ბომბარდირი, მეტი რაღა უნდა ინატრო?! ახლა კი მინდა მაქსიმალურად ვისიამოვნო ამ უნიკალური მიღწევით. კიდევ ერთი "ოქროს ბურთი"? ვნახოთ".

გარეთ ბეილი (რეალი): "საოცარი ამბავია, ქალაქიც ყოველმხრივ მზად დაუხვდა ფინალს. როცა საკუთარ ქალაქში იგებ ჩემპიონთა თასს, ეს ორმაგად სასიხარულოა. ჩემთვის მძიმე სეზონი გამოდგა, ბევრს ვშრომობდი, რომ ტრავმებისთვის მეჯობნა და ისევ ფორმაში შევსულიყავი. შესვენებაზე უნდა გვეგრძნო მეტი თვითრწმენა, რომ მეორე ტაიმში ჩვენი მომენტები გამოგვეყენებინა. ასეც მოხდა".

ისკო (რეალი): "პირველი ტაიმი ძალიან მძიმე გამოდგა. ეს იმიტომ, რომ "იუვე" ძალიან ძლიერი მეტოქეა. მაგრამ მეორეში "რეალმა" საუკეთესო ფეხბურთი ითამაშა და დამსახურებულად მოიგო".

სერხიო რამოსი (რეალი): "გუნდით და მთლიანად კლუბით ვამაყობ. დღეს "რეალს" ისტორიასთან პაემანი ჰქონდა და ჩვენ გამოვიყენეთ ეს. თავიდანვე გვსურდა კარგი ფეხბურთის ჩვენება და გამარჯვება. კი, გვქონდა შეცდომები, მაგრამ გამარჯვება დავიმსახურეთ. ძალიან ვამაყობთ იმით, რომ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოვიგეთ. ჩემპიონის ხასიათი გამოვავლინეთ".

ალვარო მორატა (რეალი): "არ ვიცი, ვრჩები თუ არა "რეალში"; ისიც არ ვიცი, ეს ჩემზეა დამოკიდებული თუ არა. ახლა კი მინდა, გუნდთან ერთად ვიზეიმო".

ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი): "ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. გვეგონა, რომ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგა მოგვეგო. ძალიან კარგი პირველი ტაიმი ვითამაშეთ და "რეალს" უამრავი პრობლემა შევუქმენით, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ტურნირზე აუცილებელია ნებისმიერი წინაღობის გადალახვა. პირველ ტაიმში მეტი ენერგია დავხარჯეთ და ნაკლებად ვიხეირეთ, "რეალმა" კი პირიქით - მეორეში იყოჩაღა. კარგად გამოჩნდა "რეალის" კლასი, ძალა და უნარი, მოიგოს ასეთი მატჩები. მათ დამსახურებულად გაიმარჯვეს".

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "ძალიან ვამაყობ იმით, რასაც ბიჭებმა ამ სეზონში მიაღწიეს. აქ ტიტულის მოსაგებად ჩამოვედით, მაგრამ არ გამოგვივიდა. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ. პიანიჩს მუხლი სტკიოდა და ამიტომ შევცვალე. "რეალმა" ტემპს უმატა და 15-წუთიანი კოშმარი მოგვიწყო. მეორე ტაიმში რიკოშეტით გაშვებულმა გოლმა ფსიქოლოგიურად გაგვტეხა. ამის მერე ჩვენ უნდა გვებრძოლა გაათმაგებული ძალით. აი, როცა ასე ვითამაშებთ, ვიტყვი, რომ კიდევ უფრო განვვითარდით. ამ დროს კი მესამე გოლი გავუშვით. მომავალ სეზონში კვლავ სამივე ტურნირის მოგებას ვგეგმავთ. დღევანდელი გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ და ამ ახალი მოტივაციით ვიბრძოლოთ ფინალში გასვლისთვის. ყველამ კარგად იცის, რაში გვაქვს მოსამატებელი".

იუვენტუსი-რეალი 1:4

გოლები: 0:1 რონალდო (20), 1:1 მანჯუკიჩი (27), 1:2 კაზემირო (61), 1:3 რონალდო (64), 1:4 ასენსიო (90)

იუვენტუსი (3-4-1-2): ბუფონი - ბარძალი (66. კუადრადო), ბონუჩი, კიელინი - დანი ალვეში, პიანიჩი (71. მარკიზიო), ხედირა, ალექს სანდრო - დიბალა (78. ლემინა) - იგუაინი, მანჯუკიჩი

რეალი (4-3-1-2): ნავასი - კარვახალი, სერხიო რამოსი, ვარანი, მარსელო - კროოსი (89. მორატა), კაზემირო, მოდრიჩი - ისკო (82. ასენსიო) - ბენზემა (77. ბეილი), რონალდო

გაძევება: კუადრადო (84)

ბურთის ფლობა: 44-56; დარტყმა: 11-18 (4-5); კუთხური: 1-1; თამაშგარე: 3-1; ჯარიმა: 23:18; გაფრთხილება: 5-4; პასები: 418-541 (353-491)

მაყურებელი: 65 842

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

- ტურინში მომხდარი ჭყლეტის შოკისმომგვრელი კადრები [VIDEO+PHOTO]
- კრიშტიანო რონალდო: ვინც მე მაკტირიკებდა, მოუწევთ ხმა ჩაიგდონ
- ზინედინ ზიდანი: ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ახლა ცეკვას დავიწყებ

GEO
1984 წლიდან ვარ ბარსელონას გულშემატკივარი. დღეს შედეგიდანაც და მთელი სეზონიდანაც ჩანს, რომ რეალი საუკეთესო ფორმაშია და სეზონის საუკეთესო გუნდია. თუმცა მინდა რეალის გულშემატკივრებს ვუთხრა ერთი რამ. თუ იძახით რომ პირველად მოიგო 2 ჯერ ზედიზედ რეალმაო, მაშინ რატომ იძახით რომ 12- ჯერ აქვსო მოგებული? 1956 და 1960 წლის ჩათვლით სულ რეალი იგებდა ევროპის ჩემპიონთა თასს. რაც ჩემპიონთა ლიგა დაერქვა ამ ტურნირს მას შემდეგ 6 ჯერ მოიგო რეალმა.
mixo
ამ სტატიის ავტორი ალბათ დილა-საღამოს მესის შერებილ თმებზე და ნაკოლკებზე ლოცულობს. რონალდო რომ ვითომ გააშაყირა. ჩვენთან ხომ ჟურნალისტები არ არსებობენ, მითუმეტეს სპორტული.
guro
:D- მართალი ხარ ნამდვილი ბარსას ფან კლუბია აქ გახსნილი და ახლა ბოღმა ახჩობთ!! რეალმა მართლა მეფურად ითამაშა და დაუმტკიცაა ყველას კიდევ ერთხელ რომ ყველაზე მაღლა დგას და მუდამ ასე იქნება! ასეთი სპორტული ჟურნალისტების ხელში კიდე კარგადაა ქართული ფეხბურთი მერე გამოხტება მავანი :ქებული: სპ, ჟურნალისტები და უნამუსოდ გვსაყვედურობენ ხალხს რუსულ არხებზე რატომ უყურებთო თამაშებსო..... ბარემ მიაწერეთ :რეალის მოძულე და ბარსას მადიდებელი გაზეთი!:
საოცრება სახელად კრიშტიანო
რაც წელს ჩ.ლ.-ზე რონალდომ გააკეთა ეს ფანტასტიკის სფეროდანაა.10 ბურთი ბოლო 3 თამაშში განსაკუთრებულად დაცვაში ძლიერ გუნდებთან,თანაც ყველა ერთმანეთზე ლამაზი ასეთი ხომ ისტორიას არ ახსოვს.ოქროს ბურთის შემდეგ მეგონა ნელნელა ფეხბურთიდან წავიდოდა,მან კი ალბათ დიდი ვარჯშისა და თავდადების შედეგად ისეთ ფორმას მიაღწია და დიდი სიხარული აჩუქა ფეხბურთის ნამდვილ გულშემატკივრებს.მისი სწრაფვა ყველაფერში პირველი იყოს მაგალითი უნდა იყოს ყველა სპორტსმენისთვის.სტატია კი დაბალი ინტელექტის ბარსას ფანებისთვისაა გულის მოსაფხანად დაწერილი.ასე ნამდვილი ჟურნალუსტები არ წერენ.
123
სტატიის ავტორი ნახე რაა:))))) რამ დაგაბოღმა ასე ბიჭო?რეალის რეკორდებს და წამატებებს 2 საუკუნე რომ ვერ დაეწევა ბარსა მაგან ხოარა?:)))))))))
U
ფეხბურთი მიყვარს,მაგრამ არც ერთი ქვეყნის საფეხბურთო კლუბს არ ვუგულშემატკივრებ არასდროს.
ლევან კალანდია
სტატია წავიკითხე, იგრძნობა, რომ ამის დამწერი ნადვილად არ ქომაგობდა სამეფო კლუბს :) რამოსმა გვარიანად გააფორმაო - ის კი არ უთქვამს, რომ შიპებიანი ბუცი დააბიჯა და რატომ გამორიცხა, რომ არ ეტკინებოდა ფეხბურთელს. ამიტომაც მიყვარს ევროპული პრესა, რომელმა გამოცემამ იკადრა იმის დაწერა, რომ რონალდომ მთელი სანათესაო ჩაიყვანა მინდორზე გამარჯვების შემდეგ :)
sormona
ვეთანხმები, მართლაც სამარცხვინოა ჟურნალისტის მხრიდან ასეთი არაობიექტურობა. ალბად უფროსიც ბარსას ფანია თორემ ასეთი ჟურნალისტი კიდე მუშაობს??? :):):)ვთქვათ არ არის ბარსას ფანი, მაშინ გამოდის უვიცია ასეთ ფაქტებზე რომ ყურადღებას არ ამახვილებს. ანუ ყველა ვარიანში არაპროფესიონალია :):):)
mesi
რეალმა კი არ მოიგო დიდმა ფულმა მოიგო ლიგა 600 მილიონი გადახდილი მოტამაჰეებჰი . მაგხელა ფულიტ ჰიხურას გახდება სუპერ კლუბი
:D
გაზეთი ლელო არის ბარსას ფანკლუბი,თან ბოღმიანი!!! საოცარი რეკორდები დააფიქირ რეალმა და კერძოდ რონალდომ, მაგრამ ერთი საქებარისიტყვაც არ წერია მაგათზე... 1. რეალმა ზედიზედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა რაც ვერცერთმა გუნდამა ვერ შეძლო.2. მე 500 გოლი გაიტანა ლიგაზე, 3. რონალდომ მესისი გადაასწრო და ბომბარდირი გახადა 12 გოლით. 4. რონალდო გახდა პირველი მოთამაშე რომელიც ლიგაზე 6 სეზონის განმავლობაში იტანს 10-ზე მეტ გოლს. 5. რონალდომ კარიერის 600-ე გოლი გაიტანა. 6. რეალმა წესლ ყველა მატჩში გაიტანა გოლი და რეკორდი გრძელდება....... წარმომიდგენია ბარსას რო იგივე გაეკეთებინა რა ხტბები დაიწერებოდა..... სამაგიეროდ სტატიის ავტორი წერს რომ რონალდომ მთელი მისი სანათასაო ჩაიყვანა სტადიონზე და რამოსმა კარგად გააფორმა ჯარიმა...... ამიტომაა ქართული სპორტული დაზოგადად ჟურნალისტიკა იქ სადაც უნდა იყოს!!!!!!!!
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"უხერხული პოლიტიკური მცდელობა იყო" - ბუფონმა პირლოზე ისაუბრა
მანჯუკიჩი "მილანში" ჩაირიცხა - იბრაჰიმოვიჩი მეტოქეებს ემუქრება
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
დებიუტი პროფესიონალურ დონეზე - ბუფონის შვილს რამდენიმე წუთი დაუთმეს და ჩეხეთის ნაკრებში ელიან
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
საზონოვს შეიძლება კონკურენტი გამოუჩნდეს და თანაც როგორი
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ოფიციალურად: საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დანიშნეს
"მილანი" კიდევ ერთ ცნობილ ვეტერანს დაიმატებს
სერხიო რამოსმა "სევილია" შეიძინა
რამოსი, ინიესტა, მაკგრეგორი და სხვები - ლეგენდარულმა სპორტსმენებმა ილია თოფურია გაამხნევეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
გარიგება შედგა - სერხიო რამოსმა ლა ლიგის კლუბი იყიდა
თავისი კადრები ეყოლება - ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში ბარტეზი მიყავს
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
"ბუფონი და აკინფეევი ამით ერთმანეთს ჰგვანან"- მირალემ პიანიჩი
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
ჩემპიონთა ლიგის ფინალის ფაქტები და სტატისტიკა: "რეალისა" და რონალდოს რეკორდები
მეორე ფეხბურთელი ისტორიაში - სილვაზე წინ ახლა მხოლოდ მანჯუკიჩია
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
მარიო მანჯუკიჩმა "მანჩესტერში" გადაბარგება გადაწყვიტა
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
რიბერიმ გიოტცე და მანჯუკიჩი "ფიორენტინაში" გადაიპატიჟა
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
ჯანლუიჯი ბუფონის შვილმა თქვა, რატომ გადაწყვიტა ჩეხეთის ნაკრებში თამაში
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
"კარგად არ გამოიყურება" - ზიდანმა მბაპეს ტრავმის სიმძიმეზე ისაუბრა
მარიო მანჯუკიჩი ყატარის "ალ-დუჰაილში" გადაბარგდა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა