ფოთის "კოლხეთს" ყოფილი მთავარი მწვრთნელი სოსო ფილია დაუბრუნდა

მას შემდეგ, რაც ბესიკ შეროზიამ ფოთის "კოლხეთი" დატოვა, წინა ტურში, ზესტაფონში ფოთელები სათამაშოდ დავით მახარაძემ გაიყვანა და კლუბს ლიდერთან ქულა მოაპოვებინა. გასაკვირი არ იქნებოდა, რომ ამ სენსაციის მთავარი შემოქმედი მთავარ მწვრთნელად დაენიშნათ. თუმცა, როგორც გუშინ შევიტყვეთ ფოთის "კოლხეთის" თავკაცის ადგილი სოსო ფილიამ დაიკავა. გამოცდილი სპეციალისტი აქამდე არაერთხელ ედგა სათავეში მშობლიურ კლუბს და წარმატებებიც ჰქონდა. მისი გუშინდელი დაბრუნება რიგით მეოთხეა!

როგორც გავიგეთ, ფილია ფეხბურთელებს ქალაქის ხელმძღვანელებთან ერთად შეხვდა. ამ შეხვედრაზე მობურთალებს თანხის ნაწილი დაურიგეს, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ახალი მწვრთნელის სიტყვა ყოფილა ქალაქის თავკაცებისადმი მიმართული - მოვედი, რათა "კოლხეთი" გადავარჩინოთ, თუ გვერდში არ დამიდგებით - როგორც მოვედი, ისე წავალო! ძნელი სათქმელია, რამდენად შეასრულებს ქალაქი დაპირებას, თუმცა ფაქტია, რომ ფოთში ახალი, ფილიას მორიგი ხანა იწყება, რაც მინიმუმ იმის ნიშანია, რომ "კოლხეთი" ბოლომდე იბრძოლებს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად.

რა თქმა უნდა, ამბის გაგებისთანავე ფილიასთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ მან ჩვენს ზარებს არც მესიჯის გაგზავნის შემდეგ უპასუხა. როგორც მისმა თანაშემწემ, დავით მახარაძემ გვითხრა - მთავარი მწვრთნელი მერიაში ქალაქის თავებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. "დიახ, ვადასტურებ, რომ კლუბში სოსო ფილია მოვიდა. სამწვრთნელო შტაბში სხვა ცვლილებებიც მოხდა, თუმცა ჯობს, ამის შესახებ თავად მას დაეკითხოთ. ერთი შემიძლია გითხრათ, მე კლუბში ვრჩები. ახლა ბატონი სოსო ქალაქის მერთან იმყოფება შეხვედრაზე და ალბათ, ამიტომაც ვერ გპასუხობთ" - გვითხრა დავით მახარაძემ.

ჩვენი ინფორმაციით, სოსო ფილიას დავით მახარაძესთან ერთად "ძველი გვარდიაც" დაეხმარება - ნუგზარ მიქაბერიძე და მამუკა მიქავა. ეს უკანასკნელი მეკარეებს გაწვრთნის, ხოლო მთავარი მწვრთნელის ასისტენტი მახარაძე იქნება.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო დროს სოსო ფილია ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებში ფეხბურთის ფედერაციის დელეგატი გახლდათ. ბოლოს ეს ფუნქცია "სამტრედია"-"ტორპედოს" იმერული დერბისას შეასრულა.

გუშინ, გვიან საღამოს, სოსო ფილიასთან დაკავშირება მოვახერხეთ. "ნებისმიერ დროს, როცა "კოლხეთს" ჩემი თავი დასჭირდებოდა, ვალდებული ვიყავი, დაბრუნების გადაწყვეტილება მიმეღო. ნურავინ ჩამოგვწერს, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ" - გვითხრა "კოლხეთის" ძველ-ახალმა თავკაცმა. მასთან უფრო ვრცელ საუბარს გეგმებისა და მიზნების შესახებ ხვალინდელ ნომერში შემოგთავაზებთ.

მამუკა ქანთარია

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია