როლან გაროსზე მეოთხედფინალების დრო დგება
ქალებს შორის "დიდი სლემის" ტურნირებს, აუცილებლად, ახალი ჩემპიონი ეყოლება. მას შემდეგ, რაც მერვედფინალში წააგეს მუგურუსამ, კუზნეცოვამ, ვინუს უილიამსმა და სტოსურმა, ბადეს შემორჩნენ მხოლოდ ის ჩოგბურთელები, რომლებსაც კარიერაში არასოდეს მოუგიათ "დიდი სლემის" ჩემპიონატი.

მუგურუსამ ვერ გაუძლო ვერც მლადენოვიჩისა და ვერც ფრანგული პუბლიკის შეტევებს. ერთ მომენტში, ჯერჯერობით მოქმედ ჩემპიონს უხეშად დაუყვირეს: "წაეთრიე შენს ვენესუელაში, იქ არის შენი ადგილი", რაზეც მთელმა სტადიონმა ხარხარი ატეხა. რა თქმა უნდა, ასეთი სიტუაციაში მუგურუსას ძალიან გაუჭირდა.

კუზნეცოვამ 36 უნებლიე შეცდომა დაუშვა ვოზნიაცკის წინააღმდეგ და ეს იყო მისი მარცხის მთავარი მიზეზი. სტოსურმა მერვედფინალი ახალგაზრდა ლატვიელთან ოსტაპენკოსთან დათმო, რომელიც პირველად გავიდა "დიდი სლემის" მეოთხედფინალში, რაც შეეხება უფრო უილიამსს, მან სამ სეტში წააგო 2015 წლის ნახევარფინალისტთან ბაშჩინსკისთან.

ქალების ტურნირზე ერთი საინტერესო მეოთხედფინალური წყვილი მივიღეთ - ჰალეპი სვიტოლინას წინააღმდეგ. რუმინელმა გაანადგურა სუარეს ნავარო, უკრაინელმა კი გადაარჩინა მატჩი ხორვატ მარტიჩთან, როცა 2:5-ს აგებდა მესამე სეტში. საინტერესოა, რომ ჰალეპი და სვიტოლინა ცოტა ხნის წინ, რომის ტურნირში შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ სვიტოლინამ გაიმარჯვა, მაგრამ პარიზში ჰალეპი გაცილებით დამაჯერებლად გამოიყურება.

მამაკაცთა ტურნირი ATP-ის რეიტინგის შესაბამისად მიმდინარეობს - რვა მეოთხედფინალისტს შორის, TOP8-ის შვიდი წევრია. ერთადერთი გამონაკლისია პაბლო კარენო ბუსტა, რომელმაც მეხუთე ნომერი მილოშ რაონიჩი დაამარცხა, არადა, სეტებში 1:2-ს აგებდა. ამით ესპანელებს გარანტირებულად ჰყავთ ერთი ჩოგბურთელი ნახევარფინალში, რადგან კარენო ბუსტა რაფაელ ნადალს შეხვდება, რომელმაც ბასილიშვილის შემდეგ, თანამემამულე რობერტო ბაუტისტა აგუტი გაანადგურა - 6:1, 6:2, 6:2.

კიდევ ერთი ესპანელი ალბერტ რამოსი კარგად ებრძოდა პირველ სეტში ჯოკოვიჩს, მაგრამ დათმო ეს პარტია, მომდევნო ორში კი განადგურდა. ნოვაკის შემდეგი მეტოქე დომინიკ ტიმი იქნება, რომელთანაც სერბს ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვს. მიუხედავად ამისა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ტიმს ჯერ პარტია არ წაუგია.

როგორც იქნა, მაღალ დონეზე დაიწყო თამაში ენდი მარეიმ, რომელმაც რუს კარენ ხაჩანოვს შანსი არ დაუტოვა. ბრიტანელმა იაპონელ კეი ნიშიკორისთან თამაშის უფლება მოიპოვა. აზიელმა 0:6 წააგო პირველი სეტი ფერნანდო ვერასკოსთან, მაგრამ შეამოატრიალა მატჩის ბედი და თავად მოუგო ესპანელს "მშრალი" ანგარიშით - 0:6, 6:4, 6:4, 6:0. როგორც ჩანს, ნიშიკორისთვის ერთი სეტის ნულზე წაგება მოდად იქცა - კეის წინა წრეში იგივე დაემართა კორეელი ჩუნგის წინააღმდეგ.

აღვნიშნავთ ხორვატი მარინ ჩილიჩის წარმატებას. მან კევინ ანდერსონის ბარიერი გაიარა და კარიერაში პირველად აღმოჩნდა როლან გაროსის მეოთხედფინალში.

1/16 ფინალი

ხაჩანოვი (რუს)-ისნერი (აშშ, 21) 7:6(1), 6:3, 6:7(5), 7:6(3)

ნიშიკორი (იაპ. 8)-ჩუნგი (კორ) 7:5, 6:4, 6:7(4), 0:6, 6:4

მონფილსი (საფ, 15)-გასკე (საფ, 24) 7:6(5), 5:7, 4:3 უარი

1/8 ფინალი

მარეი (ბრიტ, 1)-ხაჩანოვი (რუს) 6:3, 6:3, 6:4

ჯოკოვიჩი (სერ, 2)-რამოსი (ესპ, 19) 7:6(5), 6:1, 6:3

ვავრინკა (შვეიც, 3)-მონფილსი (საფ, 15) 7:5, 7:6(7), 6:2

ნადალი (ესპ, 4)-ბაუტისტა აგუტი (ესპ, 17) 6:1, 6:2, 6:2

კარენო ბუსტა (ესპ, 20)-რაონიჩი (კან, 5) 4:6, 7:6(2), 6:7(6), 6:4, 8:6

ტიმი (ავსტრია, 6)-სებალიოსი (არგ) 6:1, 6:3, 6:1

ჩილიჩი (ხორ, 7)-ანდერსონი (ს. აფრ) 6:3, 3:0 უარი

ნიშიკორი (იაპ. 8)-ვერდასკო (ესპ) 0:6, 6:4, 6:4, 6:0

1/4 ფინალი

მარეი (ბრიტ, 1)-ნიშიკორი (იაპ. 8)

ვავრინკა (შვეიც, 3)-ჩილიჩი (ხორ, 7)

ნადალი (ესპ, 4)-კარენო ბუსტა (ესპ, 20)

ჯოკოვიჩი (სერ, 2)-ტიმი (ავსტრია, 6)

1/16 ფინალი

კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 2)-ვიტჰოფტი (გერ) 7:5, 6:1

სვიტოლინა (უკრ, 5)-ლინეტი (პოლ) 6:4, 7:5

მარტიჩი (ხორ)-სევატოვა (ლატ, 17) 6:1, 6:1

სეპედე როიგი (პარ)-დუკე მარინო (კოლ) 3:6, 7:6(2), 6:3

1/8 ფინალი

კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 2)-სეპედე როიგი (პარ) 2:6, 6:3, 6:4

ჰალეპი (რუმ, 3)-სუარეს ნავარო (ესპ, 21) 6:1, 6:1

სვიტოლინა (უკრ, 5)-მარტიჩი (ხორ) 4:6, 6:3, 7:5

მლადენოვიჩი (საფ, 13)-მუგურუსა (ესპ, 4) 6:1: 3:6, 6:3

ვოზნიაცკი (დან, 11)-კუზნეცოვა (რუს, 8) 6:1, 4:6, 6:2

ბაშჩინსკი (შვეიც, 30)-ვ. უილიამსი (აშშ, 10) 5:7, 6:2, 6:1

ოსტაპენკო (ლატ)-სტოსური (ავსტრა, 23) 2:6, 6:2, 6:4

გარსია (საფ, 28)-კორნე (საფ) 6:2, 6:4

1/4 ფინალი

ვოზნიაცკი (დან, 11)-ოსტაპენკო (ლატ)

მლადენოვიჩი (საფ, 13)-ბაშჩინსკი (შვეიც, 30)

ჰალეპი (რუმ, 3)-სვიტოლინა (უკრ, 5)

კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 2)-გარსია (საფ, 28)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ფუტსალის ნაკრები ჩეხეთთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "არ ვარ რაფინია, ქალი ვარ" - კურიოზული შემთხვევა "ბარსელონას" ბაზასთან
31 წლის ლორენტემ სანაკრებო კარიერა დაასრულა
"მოვიწყენთ და მოგვენატრება" - მოურინიომ მესის სანაკრებო კარიერის დასრულებაზე გააკეთა კომენტარი
შოთა არველაძე შეიძლება "ტრაპზონსპორს" ჩაუდგეს სათავეში
"ოქროს ბურთის" გამარჯვებულის გამოცხადებამდე - ცნობილი გახდა, რატომ ჩქარობს პსჟ კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაგრძელებას
ლუის ენრიკე: ბარკოლას წასვლა ყველასთვის მომგებიანია
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება
NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
მატჩის დღე! ხვიჩა 2 ქართველის შემდეგ და ჩვენებურების დუელი!..
"ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს" - "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი "კვარაზე"
[PHOTO] 2-წლიანმა უქმობამ თავისი ქნა - "ტოტენჰემის" ფანები მუდრიკის წონამ შეაშფოთა
ელ შაარავი მშობლიურ კლუბში დაბრუნდა
"ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა" - "მონაკოს" მწვრთნელმა ლუის ენრიკეზე ისაუბრა
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
რობინიოს შვილი "ჯენოას" ფეხბურთელი გახდა
"ოქროს ბურთი 2026". "რატომ კვარაცხელია და არა რომელიმე ფრანგი" - ჟურნალისტმა პლატინი გააკრიტიკა
"სელტიკმა" "ბრაიტონისგან" ინგლისის ნაკრების მეკარე ინათხოვრა
გულიაშვილის "რასინგმა" ორი ფეხბურთელი დაიმატა
რეიტინგები: ელინას და ზვერევის გარღვევები
ვინუს უილიამსი წლის შემაჯამებელ ტურნირს უბრუნდება
ანჟელიკ კერბერმა ვინუს უილიამსი "დღის საუკეთესო დარტყმით" შეაჩერა [VIDEO]
ძალიან დამაჯერებელი უკრაინელი - სვიტოლინას 15-მატჩიანი მოგებათა სერია მუგურუსამ უნდა შეაჩეროს
ცინცინატის ქალთა ტურნირზე დიდი ბრძოლები გველოდება
უკრაინელების უარი რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს - სვიტოლინამ და ცურენკომ მატჩის შემდეგ მოწინააღმდეგეებს ხელი არ ჩამოართვეს [VIDEO]