გადაწყდა - აზერბაიჯანის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებს მარტში ხელფასები გაუნახევრდებათ

ასეთი სადამსჯელო ღონისძიების გატარება ჭიდაობის იქაურმა ფედერაციამ გადაწყვიტა, რომელიც მინსკში გამართულ მსოფლიოს თასზე ნაკრების სუსტმა გამოსვლამ განარისხა - იქ ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ფარიდ მანსუროვის შეგირდებმა მეოთხე ადგილი დაიკავეს.

ბაქოში დაბრუნებულ გუნდს ხელმძღვანელობა ბაზაზე შეხვდა და საკმაოდ მწვავე საუბარიც გაიმართა. სადამსჯელო ღონისძიების შესახებაც სპორტმენებს იქ უთხრეს. ფედერაცია განსაკუთრებით უკმაყოფილო ნაკრების ლიდერთა გამოსვლებით დარჩა, რომლებსაც კრიტიკა არც გაუპროტესტებიათ. კიდევ ერთი სადამსჯელო ნაბიჯი ის იქნება, რომ უკლებლივ ყველა ლიდერი იჭიდავებს თვის ბოლოს დორტმუნდში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე. არადა, თავდაპირველი გეგმით, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის უკეთ მოსამზადებლად მათ ახლა დასვენებას უპირებდნენ, მაგრამ მინსკში სუსტმა ჭიდაობამ ყველაფერი რადიკალურად შეცვალა და ახლა ყველას ევროპაზე ერეკებიან. თუმცა ეს ლიდერთათვის რეაბილიტაციის შანსიცაა - ვინც იქ წარმატებით იჭიდავებს და სამშობლოში მედლით დაბრუნდება, აპრილის ხელფასზე მარტის თვის დანაკლისს დაუმატებენ. ცხადია, მიიღებენ იმ პრემიებსაც, რაც მედალოსნებისთვისაა დაწესებული.

ვფიქრობ, ეს ჩვენთვისაც ძალზე საინტერესო მაგალითია - ალბათ, ბევრს აქაც მოუხდებოდა ამგვარი დასჯა, ორივე ნაკრებში, თუმცა არა მხოლოდ ჭიდაობებში. ჩვენთან ამ საკითხზე საუბრისას ყველა დონის ხელმძღვანელობა მოგიგებთ, ვინც არ იჭიდავებს, არც ხელფასი ექნება მაღალიო. მოგვიტევოს ყველამ, მაგრამ ასეთი მიდგომა პილატეს საქციელს გვაგონებს, ხელების დაბანა კი საქმეს არ უშველის. დაგვეთანხმებით, აზერბაიჯანელთა მიდგომა ძირეულად განსხვავებულია. ვფიქრობთ, უფრო სწორიც. ისინი წამყვან მოჭიდავეებს, პრაქტიკულად, აიძულებენ ჭიდაობას.

ბუნებრივია, საწვრთნელ პროცესს მწვრთნელები უნდა გეგმავდნენ და არა - ჩინოვნიკები; გვესმის ისიც, რომ ტაქტიკურ-სტრატეგიული მოსაზრებებით, მწვრთნელებმა იქნებ ვინმე დაასვენონ კიდეც, მაგრამ ჩვენთან ძალიან "პენსიონერულ სპორტსმენობამდე" დავედით - წამყვანი ათლეტები ლამის თვითონ წყვეტენ, როდის იჭიდაონ, სად გამოვიდნენ, როდის დაისვენონ და ასე შემდეგ, მაგრამ ამ "კალენდარში" უფრო მეტი დრო რატომღაც უქმობას ეთმობა. საკითხავია, იმსახურებენ კი ისინი იმ თუნდაც დაბალ ხელფასს, თუმცა აქ ისიც შევნიშნოთ, რომ ეს დაბალი ხელფასი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიუწვდომელი ფუფუნებაა. აქ ისიც დავძინოთ, რომ წარმატება ჩვენს სპორტსმენებს ურიგოდ არ უფასდებათ. შეიძლება ზოგიერთ წამყვან ქვეყანაზე მეტადაც კი.

ნამდვილად არ გვინდა, ვინმემ ცუდად ჩამოგვართვას რუსეთის მაგალითის შეხსენება, მაგრამ როცა შარშანწინ ძიუდოისტი ივან ნიფონტოვი (81) ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მშობლიურ ბარნაულში ერთოთახიანი ბინა მისცეს და იმის 10 პროცენტიც მას დააფარინეს; უკრაინელი ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონები, ძიუდოში რომან გონტიუკი (90) და თავისუფალ ჭიდაობაში ვასილ ფედორიშინი (60) ასევე ერთოთახიან ბინაში ცხოვრობენ, თავის დროზე საბინაო პრობლემას უჩიოდა უკრაინელთა ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში გიორგი ზანთარაია (60), რომელიც ძმასა და მშობლებთან ერთად ოროთახიანში ცხოვრობდა... დაგვეთანხმებით, არც ერთი ცნობილი ქართველი სპორტსმენი ასეთ სივიწროვეში არაა.

ამ თემაზე საუბრისას აზერბაიჯანელ მოჭიდავეებს ფრიად საინტერესო რამ უთხრა ჭიდაობის იქაური ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ელჩინ ჯაფაროვმა. "როცა თქვენ აღწევთ წარმატებას, მთელი ფედერაცია, სპორტის სამინისტრო და ოლიმპიური კომიტეტი ძალიან ბევრს აკეთებენ საიმისოდ, რათა თქვენ კარგი ჯილდოები მიიღოთ - ბინა, ფული და მანქანა. ამიერიდან წარუმატებლობის შემთხვევაში თქვენ დაჯარიმდებით" - განაცხადა მან.

ჯაფაროვს პირადად არ გაუკრიტიკებია მანსუროვი, თუმცა მწვავედ გაამათრახა მწვრთნელთა კორპუსი, რაც თავკაცის კრიტიკაცაა. თუმცა ეს იქით იყოს, ჩვენთვის საინტერესო კი ამ სიტყვებშიცაა. "სპორტსმენებში მოიშალა დისციპლინა. მე ვიცი, რომ შეჯიბრებებზე - ავტობუსში იქნება თუ სასტუმროში, სპორტსმენები უდისციპლინოდ იქცევიან და ამაზე მწვრთნელთა კორპუსი რატომ არ იღებს ზომებს? ვინც დისციპლინას დაარღვევს, ის ნაკრებიდან უნდა მოიკვეთოს - სხვა გამოსავალი არაა. ტიტულებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ - ვინც არ მუშაობს, გუნდში მისი ადგილი არ უნდა იყოს. აზერბაიჯანის დროშით გამოსვლა და მისი სახელის დაცვა დიდი პატივია და ამას გათვალისწინება სჭირდება" - თქვა ჯაფაროვმა. რამე ხომ არ გეცნოთ ამ ფრაზებში? ვფიქრობთ, კიდევ უფრო მეტ ნაცნობს ამოიკითხავთ ვიცე-პრეზიდენტის მრისხანე გამოსვლის ამ ნაწილშიც: "მსოფლიოს თასზე მე ვერ დავინახე სპორტსმენი, რომელიც წაგებას განიცდიდა. მოიგებდნენ თუ ვერა, ეს სულ ერთი იყო მათთვის".

მე არ ვიცი, რა დააშავეს აზერბაიჯანელმა ფალავნებმა მინსკში და რა დარღვევაზე ლაპარაკობდა ჯაფაროვი. შეიძლება, მას მანსუროვის ჯავრიც სჭირს - თავის დროზე ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჩაანაცვლა ის, მაგრამ ექსცესები რეალურად რომ არ ყოფილიყო, ვიცე-პრეზიდენტი ამას ვერ მოიგონებდა. თუმცა მე ის უფრო მადარდებს, რომ შეჯიბრებებზე კარგად არც ჩვენი ათლეტები იქცევიან - აქაც ხშირია ქვეყნისთვის სახელის გამტეხი პრეცედენტები. განსაკუთრებით - ქურდობის.

თავის დროზე სროლის ფედერაციამ ამისთვის ერთი სპორტსმენი სამუდამო დისკვალიფიკაციით დასაჯა. ახლახან კი ოთხთვიანი დისკვალიფიკაცია ძიუდოს ფედერაციამაც მიუსაჯა ერთს. სამწუხაროდ, ქვეყნის ღირსება არც ჩვენი სპორტსმენების ნაწილისთვისაა ფასეული ღირებულება...

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...