"შახტარში" სწორედ იმისთვის მივდივარ, რომ დავამტკიცო ჩემი შესაძლებლობები. არ მეშინია კონკურენციის!"

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ოდესის "ჩერნომორეცის" 24 წლის ფეხბურთელმა შესანიშნავად ჩაატარა აწ უკვე დასრულებული კამპანია. მოგეხსენებათ, ის მომავალ სეზონს უკრაინული გრანდის, დონეცკის "შახტარის" შემადგენლობაში დაიწყებს...

არავინ იცის, როგორი იქნება სატრანსფერო ბაზარი ქართველი ფეხბურთელებისთვის, მაგრამ უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხოჭოლავას "შახტარში" გადასვლა, ალბათ, განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ჩვენებურების საახალსეზონო მიდი-მოდიში...

ცოტა ხნის წინ უკრაინულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა იმის თაობაზე, რომ ხოჭოლავამ ხელი მოიტეხა. შესაბამისად, სულაც არ გაგვკვირვებია, მომავალ ორ სანაკრებო მატჩში ის ეროვნულ გუნდს რომ გამოაკლდა. მაგრამ გასაკვირი ის იყო, უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურში კიევის "დინამოს" წინააღმდეგ რომ "ჩერნომორეცის" ძირითად შემადგენლობაში იყო.

ცხადია, ამან გარკვეული მითქმა-მოთქმა გამოიწვია. თუმცა ვიცით, რომ ხოჭოლავა არ არის ის ტიპაჟი, ნაკრებს იგნორირება რომ გაუკეთოს, მით უმეტეს, ის ეროვნულ გუნდში დამკვიდრების პროცესშია. ნაკრები სჭირდება მას და ნაკრებს სჭირდება ხოჭოლავა - ეს არის დღევანდელი მოცემულობა.

რა და როგორ მოხდა სინამდვილეში, ამას თავად ფეხბურთელი გვიყვება...

- ჯერ უკრაინის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრა უნდა მოგილოცოთ. მართლაც დიდებული სეზონი გამოგივიდათ...

- მოლოცვისთვის დიდი მადლობა! ვფიქრობ, მართლაც კარგი სეზონი იყო, უპირველეს ყოვლისა, გუნდისთვის. თავიდან დავალება უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო და ბოლოს ისე წავიდა საქმე, რომ ჩვენთან თამაშის ყველას ეშინოდა. კინაღამ ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავედით. ჩემთვის კი ორი განსაკუთრებული რამ მოხდა - გამომიძახეს საქართველოს ნაკრებში და კონტრაქტი გავაფორმე "შახტართან", უკრაინული და ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდთან.

- ბოლო დროს "ჩერნომორეცის" აშკარა ლიდერად იქეცით. როგორ შეგელიათ კლუბი?

- მათაც დასწყდათ გული და მეც. ძალიან მივეჩვიე "ჩერნომორეცს", მაგრამ დგება დრო, როცა ახალ საფეხურზე უნდა ახვიდე, უფრო მაღალ დონეზე მოსინჯო ძალა. ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი.

- ფაქტია, "შახტარში" დიდი კონკურენცია იქნება...

- მაგისთვის მივდივარ სწორედ, რომ დავამტკიცო ჩემი შესაძლებლობები. არ მეშინია კონკურენციის!

- კითხვა, რომელსაც ვერ ავცდებით: უკვე გამოცხადებული იყო, რომ უახლოეს ორ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარებოდით და ამ დროს "ჩერნომორეცის" შემადგენლობაში ითამაშეთ. გვაინტერესებს, რა მოხდა?

- მოგიყვებით დაწვრილებით. სამი კვირის უვარჯიშებელი ვიყავი. ორმაგი მოტეხილობა მაქვს ხელზე და არანაირად არ შეიძლებოდა თამაში. თან ორი დღის წინ ვიყავი ნაკრების ექიმთან და მითხრა, რომ საოპერაციოა...

მოკლედ, ბოლო თამაში იყო კიევის "დინამოსთან". მწვრთნელმა მითხრა, სათადარიგოთა შორის იყავი, გულშემატკივრებს რომ დაემშვიდობოო. ამ ორი წლის განმავლობაში გუნდისთვის თავი არ დამიზოგავს და, ალბათ, დავიმსახურე გაცილება. მეც დავთანხმდი, მაგრამ სანამ გახურება დაიწყებოდა, სიურპრიზად მომიწყვეს - თურმე, სასტარტო შემადგენლობაში ვიყავი, რაც ნამდვილად არ მესიამოვნა, თანაც, საყრდენ ნახევარმცველად. ერთი სიტყვით, ფაქტის წინაშე დამაყენეს და ისეთი სიტუაცია შეიქმნა, ვერ ვთქვი უარი. ალალად გეტყვით, რამდენიმე წუთი შოკში ვიყავი.

ნაკრებში თამაშზე უარს ვინ იტყვის?ამისთვის ვთამაშობ ფეხბურთს და...

- ხელი რა ვითარებაში მოიტეხეთ?

- უხერხულად დავეცი ვარჯიშზე. ორ ადგილას მაქვს მოტეხილი, ჯერ კიდევ არ შეხორცებულა.

- რას ფიქრობთ ორ უახლოეს მატჩზე?

- ორივე თამაში უნდა მოვიგოთ! აქცენტი მაინც მოლდოვასთან მატჩზე უნდა გაკეთდეს. მჯერა, მოვიგებთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოსო
ხელმოტეხილ კაცს რომ შემადგენლობაში დააყენებ,თანაც მასთან შეუთანხმებლად,მაგს ჰქვიაჩემი ურგები ქოთანიო.დათოს მხრიდან კი ეს არაპროფესიონალიზმად მიმაჩნია.ძალიან კარგი ბიჭია დათო,მის თავმოყვარეობაზე და ვაჟკაცობაზე ითამაშეს,მაგრამ შესაძლო შედეგებზე იმათ თუ არა თვითონ მაინც ხომ უნდა ეფიქრა? შესანიშნავ კარიერას,რკინის ჯანმრთელობას და ცოტა მეტ პრაგმატიზმს გისურვებ დათო.
smouk
წარმატებები ძალიან მიხარია ყველა ახალაზრდის პატარა გაბრწყინება და კიდე ბევრი ბევრი ფეხბურთელი გვენახოს წარმატებული,რაც ყველაზე მთავარია არ უნდა დაკმაყოFილდნენ დღევანდელი დღით და უფრო ბევრი იმუშაონ და უფრო ძლიერ გუნდებში მოიკიდონ ფეხი
არტაგი
წარმატებებით გევლოს დავით!!!...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
კვარაცხელიას შემცვლელი - "ნაპოლი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
დავით ხოჭოლავა: "ჩერნომორეცთან" ფრე ჩვენთვის ცუდი შედეგია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
"ჩერნომორეცი" პრემიერლიგიდან გავარდა და გულშემატკივრებმა მწვრთნელი გალახეს
მდაა - "ჩერნომორეცს" წყლის მიწოდება შეუწყვიტეს, რადგან წყალმომარაგების დირექტორის ძმისშვილს არ ათამაშებდნენ
გოჩოლეიშვილი უკვე ესპანეთშია - გიორგი ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდება
კიევის "დინამოსა" და "ჩერნომორეცის" ფანების მასობრივი ჩხუბი [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლაიფციგს" გოლი არ ჩაუთვალეს, "რეალმა" გაიმარჯვა - "სიტი" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია [VIDEO]
დავით ხოჭოლავა ოდესაში ბრუნდება
ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!
ბექა ვაჩიბერაძე "ჩერნომორეცში" დაბრუნდა
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
Breaking: დავით ხოჭოლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
18 დეკემბერს მერვედფინალების წილისყრაა - კვარაცხელიას და ხოჭოლავას გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა
ხოჭოლავას მესამე ოპერაციის გაკეთება დასჭირდება
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ხოჭოლავა ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"?
ხოჭოლავა ექსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"