ირლანდიური რაგბის ლეგენდამ "უმცროსი ბორჯღალოსნები" შეაქო
ირლანდიური რაგბის ლეგენდა ბრაიან ო'დრისკოლი, რომელსაც ნაკრებში 133 კეპი და 245 ქულა აქვს მოხვეჭილი, "ტვიტერზე" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩს გამოეხმაურა - საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის გუნდებს შორის.

"იმედი მაქვს, ექვსი ერის ბოსები უყურებენ 20-წლამდელთა ჩემპიონატს და საქართველოს ნაკრების გამოსვლას. ბრწყინვალე და თვალსასეირო, ოსტატური და არა მხოლოდ უხეშ ძალაზე დამოკიდებული", - წერს ო'დრისკოლი.

ირლანდიელმა სამხრეთ აფრიკასთან მატჩში ქართველთა ლელოს გაუქმებას, მსაჯის აღმაშფოთებელი საქციელი უწოდა.

შეგახსენებთ, რომ 20-წლამდელთა მსოფლიო რაგბის II ტურში საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან 14:38 დამარცხდა.

ო'დრისკოლი "ბორჯღალოსნებს" მსოფლიოს თასის ცნობილ მატჩში შეხვდა 2007 წელს, როცა ბორდოში საქართველოს ნაკრებმა კინაღამ სასწაული შეძლო და დაამარცხა ირლანდიის ნაკრები. ბოლო წუთები ქართველებმა შეტევაში გაატარეს, მატჩი კი ირლანდიამ მხოლოდ 14:10 მოიგო.

Vova
Irakli apkhaidze შენ თუ ამ წაგებებს (შუქის ჩაქრობას და კიდევ ბევრ ხარვეზს)არაფრად არ აგდებ ეს იმას არ ნიშნავს რომ 6 ერის მართველები იზიარებენ ან ოდესმე გაიზიარებენ შენს შეხედულებას 20 წელი ის ასაკია როცა რეიტინგი არაფერს ნიშნავს მე მხოლოდ პროტეინებით გაჭყეპილი ქართველი მორაგბეები ვიხილე რომლებისთვისაც წაგება (როგორც შენ ამბობ)რეიტინგში წინ მყოფ გუნდებთან არაფერ ნიშნავს :(
daTo
ცნობილი გამოთქმაა, რო ჯერ დაგცინიან მერე გებრძვიან და მერე შენ იმარჯვებ! ნუ ან რაღაცა მსგავსი:) ხოდა ჩვენ უკვე იმ ეტაპზე ვართ რო გვებრძვიან.მსაჯის მოქმედება მაქ მხედველობაში.ასე რო ცოტაც და გავიმარჯვებთ.ეს ცოტა კი თუ ყველაფერი კარგად იქნა ალბათ ერთი 10 წელიწადია თუ ამ ტემპით გავაგრძელეთ პროგრესირება.
Irakli apkhaidze
ვოვა რეიტინგში რომ მე-10 ხარ და 3 და 2 ნომრებთან წააგებ ეს ყველასთან წაგებაა? თუ რაგბში ოდნავ მაინც ჩახედული ხარ გეცოდინება რო რაგბიში შემთხვევით (ფეხბურთისგან განსხვავებით) ვერ მოიგებ. ანუ სენსაციები იშვიათად ხდება.
Vova
"კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო" მე ვამაყობ შენით ჩემო ქუთაისელო რომ არ გაართულე უმერტივესი სხვებივით როდესაც ქვეყანას ელიტაში გაქვს გეგმად დასახული თამაში შენი მომავალი თაობა ყველა თამაშს არ უნდა აგებდეს ყველასთან
akaki
რა რაგბი, რა სპორტი, სპორტსმენს აღზრდა უნდა, კვების რაციონი, ფიზმომზადება და ათასი კიდე, რეგბის ნაკრები ნოქალაქევში მშიერ მწყურვალე რომ გადის სბორებს, ეს ნაკრები სპეციალურად გამოზრდილ პროფესიონალებს როგორ მოუგებს?
ქუთაისელი
მე ვოვა-ს ნათქვამი ასე გავიგე: "ნეტავ არ უყურონ თორემ [ისე მაღალ დონეზე ვთამაშობთ, რომ როგორც ერთხელ შეშინდნენ და 18-წლამდელების ჩემპიონატზე მარტო საფრანგეთი შეგვატოვეს, აქაც შეშინდებიან და] კიდევ 50 წლით გადადებენ 6 ერის გაფართოვებას! :)
lile
სავარაუდოდ, ვოვა-ს ნიკით ვლადიმერ პუტინი პოსტავს :) :)
m.m
Rugby World Cup 2007 Ireland vs Georgia ნახე თუ არ გჯერა იუ თUბზე
დავით 67
მასე იყო, ბოლოს ლელოშიც შევედით მარა ბურთი არ ჩანდა და ამიტომ არ ჩაგვითვალეს თორე მოგებული იყო,, ვიდეოები იქნება დადებული და ნახე
vova-s da ქუთაისელი-ს
ასეთ ხუმრობას რო კაცი ვერ გაიგებს სირცხვილია :)))) თქვენ ხუმრობა ისე გესმით გეტყობათ როგორც რაგბი :)))
GEO
ძალიან სწრაფად იზრდება ჩვენი ნაკრები, ყველა ასაკის. იმიტომ, რომ აქვთ შესაძლებლობა გრანდებთან თამაშის.
დავით 67
ბოლო ფრაზა მაგარი იყო,კინაღამ დაამარცხაო))
vova-s
სანამ რამეს იტყვი დაფიქრდი კარგად, ამ კომენტარებს ხალხი კითხულობს
dudu
ოდრისკოლი კაცია კაცური! და ვოვას ხუმრობაც მაგარია. მსაჯი კიდე, ნაგავია
vovas
:))) მაგარს ღადაობ. ოდრისკოლი ვინ არის თუ იცი შენ ;) რომ უყურა მაგიტომ თქვა. მანდ კიდევ ერთი კომენტარია. მსაჯის ქმედებაზე ისიც გეთარგმნათ. რეფერის გადაწყვეტილებები არასერიოზული იყოო
ქუთაისელი
ვისაც იუმორი აქვს მიხვდება რომ კარგი ხუმრობა იყო ვოვას ნათქვამი.. :)
vaspa
ვოვა,რა არ მოგეწონა? ჯერ ყველაფერი წინაა. ბიჭები თავს არ ზოგავენ ,მეტი რა ქნან? მჯობზე მჯობი არ დაილევა. ჯერჯერობით ძლიერებთან გვიწევს თამაში, მერე ვნახოთ რა იქნება.კაპიტანი მაგარი ჰყავთ.
tazo
vova-ს ვითომ იხუმრე არა!შენ თუ რაგბის გაგებაში იყო!!!!!!
vova
ნეტავ არ უყურონ თორემ კიდევ 50 წლით გადადებენ 6 ერის გაფართოვებას!
vova
ტვიტერი ესე არ იშიფრება :)
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
კოულს არ მოსწონს, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გერმანელია
"ტუხელი გერმანიის ჯაშუშია?" - ინგლისში ნაკრების მწვრთნელით უკმაყოფილოები არიან
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"იამალ, გვიხსენ რონალდოს ფანები მესის ჩემპიონობისა და კატასტროფისგან" - ამერიკელი მომღერალი
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"ამ მუნდიალისთვის ასე ვემზადებოდი" - მესიმ გაამხილა, როგორ ახერხებს 39 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაში ყოფნას
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
ილია მაისურაძე: არ ვოცნებობდით და მიზანიც რეალობიდან გამომდინარე დავისახეთ
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
საქართველოში გამართულ რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს მილიარდამდე ადამიანმა უყურა
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
ისტორიაში პირველად - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ახალი ზელანდიის ნაკრები დაამარცხეს!
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
"მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართა
ექვსმა ერმა დაგვიმატა! ჯერ მხოლოდ "უმცროსი ბორჯღალოსნები"
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
"საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა 5 მილიონზე მეტი დაუჯდა"