რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე, ნიაზ მამრიკიშვილი ქართული რაგბის შემდგომ განვითარებაზე საუბრობს

რაგბიში საქართველოს პირველობაში მონაწილეობის განცხადების წარდგენის ვადა 11 მარტს ამოიწურა. ახლა უკვე დაზუსტებითაა ცნობილი, რომ უმაღლეს და პირველ ლიგაში 8-8 გუნდი იასპარეზებს. გუშინ რაგბის კავშირში მთელი სამუშაო დღე მომავალ შეჯიბრებებთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოგვარებით იყო დატვირთული.

საგულისხმოა, რომ სპორტის არც ერთ სათამაშო სახეობაში არ არის საქართველოში სპორტული კალენდარი ისე "დამძიმებული", როგორც რაგბიში. უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების გარდა თავიანთ პირველობებს ჩაატარებს დუბლიორთა შემადგენლობა, მეორე ლიგა, ა და ბ ლიგები (შესაბამისად აღმოსავლეთი და დასავლეთი ზონები), დაგეგმილია აგრეთვე შვიდკაცა ჩემპიონატი სამ ტურად, საქართველოს თასის გათამაშება, ბავშვთა ტურნირები, ქვიშის რაგბი... ასპარეზობები აპრილდან დეკემბერის ჩათვლით გაგრძელდება.

როგორც ხედავთ, რაგბი მთელს საქართველოში განეფინა და აქტიური სპორტული ცხოვრების სტიმულად იქცა. მაგრამ ერთია კლუბებისა და გუნდების განუხრელი ზრდა, მეორე დონე, რაც კადრების და მათი კვალიფიკაციის პირდაპირპროპორციულია. როგორაა ამ თვალსაზრისით მდგომარეობა?

- რაც მთავარია, თვითდინებაზე არაა მიშვებული საქმე, ყველაფერი ორგანიზაციულ ჩარჩოში ჯდება, მივდივართ წინ - განვითარება-სრულყოფისკენ გვეუბნება რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე, ნიაზ მამრიკიშვილი, რომელსაც ახლა, აპრილის მოახლოებასთან დაკავშირებით, ყველაზე მეტად მოძალებია საქმე. მცირე დრო ჩვენთან სასაუბროდ მაინც გამონახა.

- ბატონო ნიაზ, კადრებზე გვინდა გკითხოთ, რაგბის პოპულარობა განუხრელად იზრდება, დღეს მისი თამაში ქვეყნის ნებისმიერ ქალაქში თუ სოფელში სურთ. რა კეთდება კადრების მოსამზადებლად?

- ჯერ იმას გეტყვით, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა კადრების დეფიციტი არ შეიქმნას. მოთხოვნას არ ჩამოვრჩეთ. გვეხმარებიან ყოფილი მორაგბეებიც. პარალელურად მიმდინარეობს მათი კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი.

- რა პრინციპით და რა გზით?

- ჩამოყალიბებულია ლიცენზირების სისტემა, რომელსაც გიორგი ჭუმბურიძე ხელმძღვანელობს. იგი უფლებამოსილია შესაბამისი საერთაშორისო სტრუქტურების მიერ ჩაატაროს მეცადინეობები ანუ სწავლება-ტესტირება. წელიწადში ორჯერ ბარდება ტესტები. მხოლოდ ამის შემდეგ გაიცემა ლიცენზია. აქვე გეტყვით, რომ უკვე 2012 წლიდან ულიცენზიოდ არც ერთ მწვრთნელს არ ექნება ჯგუფებთან თუ გუნდებთან მუშაობის უფლება.

- ბარემ მსაჯებზეც ვთქვათ...

- მსაჯთა მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლებაც ორგანიზებულად მიმდინარეობს. ამ მიზნით მსაჯთა კომიტეტის პირველი ფილიალი შეიქმნა დასავლეთ საქართველოში და დიმიტრი ფულარიას ხელმძღვანელობით ცოდნას რეგიონის 18 მსაჯი იმაღლებს. კვალიფიკაციის ხარისხის მონიტორინგს თბილისიდან ჩასული სპეციალისტები ნოდარ რობიტაშვილი და უჩა ნარიმანიძე ჩაატარებენ.

- აღმოსავლეთ საქართველოში რამდენია ჩართული მსაჯთა სწავლებაში...

- აბიტურიენტებიანად ორმოცდაათამდე. სწავლების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს კვირაში ორი დღე. აქაც ტესტირება წელიწადში ორჯერ ტარდება და ცოდნის შესაბამისად ენიჭებათ კვალიფიკაცია. რაც აქვს, იმის დაცვაც აუცილებელია, მაგრამ ყველა უფრო მაღალ დონეზეა ორიენტირებული, რაც უდავოდ კარგია.

- უცხოეთიდან მსაჯების მოწვევას ხომ არ გეგმავთ...

- ასეთი პრაქტიკა არსებობს, მაგრამ წლეულს რამდენად იქნება შესაძლებელი, ძნელი სათქმელია.

- რატომ?

- ფინანსები! თუმცა წინა წლების მსგავსად, პლეი-ოფის სტადიაში ალბათ წავალთ ამ ნაბიჯზე. ახალი პროექტით გვინდა მოწვეული მსაჯები გაუძღვნენ მატჩებს, მაგრამ ეს ჯერ იდეის დონეზეა, ვნახოთ!..

ესაუბრა თენგიზ თომაშვილი

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"