ვიდეორეფერიმ მსაჯის მცდარი გადაწყვეტილება კიდევ უფრო საეჭვოთი შეცვალა
ფიქრობთ, რომ ვიდეორეფერის შემოღების რევოლუციურმა გადაწყვეტილებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაგვავიწყოს ფეხბურთში მსაჯთა საორჭოფო გადაწყვეტილებები? კარგად დაფიქრდით, სანამ ამის მტკიცებას დაიწყებთ, რადგან სამხრეთკორეულ სუვონში კარგად გამოჩნდა, რომ ვიდეორეფერიც ცდება.

კორეაში, 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში იტალიასა და ზამბიას შორის, ვიდეორეფერიმ მსაჯის მცდარი გადაწყვეტილება კიდევ უფრო მცდარით შეცვალა! მატჩის 43-ე წუთისთვის ზამბია 1:0-ს იგებდა, ედვარდ ჩილუფია იტალიელთა საჯარიმოში შეიჭრა.

აფრიკელი "პალერმოს" მცველ ჯუზეპე პეცელას გასცდა, გასცდა მეკარესაც და... წაიქცა. პეცელასა და ზამბიელს შორის შესაძლოა, მცირე კონტრაქტი იყო კიდევაც, მაგრამ ჩილუფიამ ამის მერე შვიდი ნაბიჯი გადადგა, მეკარეს გასცდა და მხოლოდ მერე დავარდა თეატრალურად. რეფერიმ პენალტის ნიშნულზე მიანიშნა, ხოლო ვიდეორეფერისთან კონსულტაციის შემდეგ, რომელმაც ურჩია, პეცელა დამნაშავეაო - სასჯელს წითელი ბარათი დაამატა.

კონსულტაციები 2 წუთს გაგრძელდა, რომლის განმავლობაშიც მსაჯმა რამდენჯერმე შეცვალა გადაწყვეტილება. ბოლოს კი... ზამბიის სასარგებლოდ საჯარიმო დანიშნა და არა პენალტი, პეცელა კი გააძევა.

იხილეთ ვიდეო

საბოლოოდ, ამ თამაშში სამართალმა პური მაინც ჭამა - 10-კაციანმა იტალიამ ორჯერ შეძლო ანგარიშის ამოქაჩვა, ბოლოს კი 3:2 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ის ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება. ინგლისელებს დომინიკ სოლანკის გოლმა მოაგებინა მექსიკასთან მატჩში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნოდო
ლაივში თუ არ გიყურებიათ ისე სურათიდან ვერ შეაფასებთ სწორად ჯარიმა იმიტო დანიშნა რო ზედ ხაზთან ვითომ დაარღვია მარა ტიპი ლარის ხაზღან წაიქცა რო ნახა რო არაფერი გამოდიოდა თან ისე სამსახიობოდ გააფორმა ამასს არა მარა ვიდეო რეფერს მილიონჯერ უყურა და ზამბიელი გაეფრთხილებინა კორპუსით მიაწვა ფეხებშიც კი არ ჩავარდნია
giorgi
დააკვირდით და ნახავთ როგორ ატყუებს მეკარეს, ფეხბურთელი მეკარისთვის მოტყუებაზე ფიქრობს ესეიგი წონასწორობა უკვე არდგენილი ქონდა მაგრამ ტიპი უკვე იმას ნანობდა თავიდანვე რომ არ წაიქცა და ამ ,,შეცდომის" გამოსასწორებლად ვითომ მეკარემ წააქცია (დააკვირდით ბოლო მომენტში მარჯვენა ფეხს როგორ ტოვებს, ვითომ მეკარემ გამოდო ხელი) ყვინთავს.
dato
სისულელეა ფეხბურთში ვიდეორეფერის გამოყენება, ეს ფეხბურთს ხიბლს დაუკარგავს, ფეხბურთი იმითააა ლამაზი რომ დინამიური თაშია და მსაჯების შეცდომაც ამის ნაწილია, თუ ეს სისტემა დაინერგება ეს იქნება უდიდესი შეცდომა და უკანგადადგმული ნაბიჯი ფეხბურთისთვის
soccer
ყველაფერი სამართლიანად დაუნიშნავს, წითელი ბარათი ყველა ვარიანტში იყო, ფოლი საჯარიმოს გარეთ, ასეთ სისწრაფეზე უკნიდან მცირე შეხებაც კი აკარგინებს წონასწორობას, იმას არ აქვს მნიშვნელობა როდის წაიქცა.
გიორგი
არაფერი სამართლიანი ამაში არ ყოფილა, საინტერესო კი ისაა, რომ არც სიმულაციას არ ქონია ადგილი. თუ კიდევ ერთხელ ნახავთ, დარწმუნდებით, რომ ზამბიელს ბოლო ნაბიჯზე ოდნავ გადაუბრუნდა ფეხი და ამიტომაც წაიქცა.
გუსანი
zaza-s ვეთანხმები, ყველაფერი სწორად შეაფასეს, ამ რაკუსით ძნელია დარწმუნებით თქვა, მაგრამ პეცელა ოდნავ შეეხო საჯარიმოს გარეთ და წონასწორობა დააკარგვინა, ვიდეორეფერი სწორია.
zaza-s
რატომ და იმიტომ რომ: გოლი + გაძევება > გოლი
დათო
რა პენალტი და რა წითელი ბარათი, სიმულანტობისთვის თვითონ არის გასაგდები.
zaza
ალბათ მაინც შეიძლება ითქვას,რომ მაღალ სისწრაფეში წონასწორობა დააკარგვინა მცველმა და იმიტომ წაიქცა. აბა რათ უნდა უნდოდეს მეკარიან კარში 11 მეტრიდან დარტყმა,როცა 3 მეტრში ცარიელი კარი უდგას?...
zaza
ძალიან უცნაური და საინტერესო მომენტია.კონტაქტი რა თქმა უნდა იყო პეცელასთან.წონასწორობა რა თქმა უნდა დაკარგა,მაგრამ თეატრალურად რატომ უნდა წაიქცე პენალტის მოთხოვნით,როცა წინ 3 მეტრში ცარიელი კარები გაქვს?...
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია