ადრიატიკის ლიგის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ფინალური ოთხეულის მატჩებს სლოვენიის დედაქალაქმა ლიუბლიანამ უმასპინძლოს
ადრიატიკის ლიგის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ფინალური ოთხეულის მატჩებს სლოვენიის დედაქალაქმა ლიუბლიანამ უმასპინძლოს. ნახევარფინალები 19 აპრილს გაიმართება, ხოლო ფინალი - 21-ში.

სადღეისოდ ნახევარფინალში თამაშის უფლება სამ გუნდს აქვს მოპოვებული: სლოვენიის "ოლიმპიას" (16 მოგება), ასევე სლოვენიის კრკა-ს (17) და სერბულ "პარტიზანს" (17). მეოთხე ნახევარფინალისტის ვინაობა რეგულარული ეტაპის ბოლო ტურში გაირკვევა - ფინალურ ოთხეულში ან ჩერნოგორიის "ბუდუჩნოსტი" ითამაშებს, ან ხორვატიის "ზაგრები". მათ 14-14 გამარჯვება უწერიათ. ბოლო ტურში "ბუდუჩნოსტი" ჩეხეთის "ნიმბურკს" უმასპინძლებს, ხოლო "ზაგრები" - სერბეთის "ცრვენა ზვეზდას". ამავე ტურში სლოვენიის "ოლიმპია" "რადნიჩკის" უმასპინძლებს (16 მარტს).

მომავალ მატჩებზე ვრცლად ვილაპარაკეთ, თუმცა არ უნდა გამოგვრჩეს "ოლიმპიას" ბოლო შეხვედრა, რომელიც წარუმატებელი გამოდგა როგორც გუნდისთვის, ასევე ქართველი ოლიმპიელებისთვის. სლოვენიელებმა სერბეთში "ცრვენა ზვეზდასთან" თამაში პირველივე მეოთხედიდან ვერ ააწყვეს (12:26 ჩამორჩნენ) და მატჩის ბოლომდე არ მისცემიათ თუნდაც დაწევის შანსი. საბოლოოდ 92:70 სერბების სასარგებლოდ.

ვლადიმერ ბოისაც და გიორგი შერმადინიც სათადარიგოები იყვნენ. ვოვამ 17:30 წუთი ითამაშა, 2 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა.

შერმადინმა მოედანზე 8:30 წუთი გაატარა. არ გეგონოთ, მწვრთნელმა დრო ისევ შეუმცირა - გიორგიმ ხუთი ჯარიმის გამო შეხვედრა ნაადრევად დაასრულა. მისი მონაგარი ასეთი იყო: - 4 ქულა, 3 მოხსნა, 1 დაფარება. ორივე ქართველმა ორქულიანები ასპროცენტიანი სიზუსტით ისროლა: გიორგიმ 2 ჩააგდო, ბოისამ - 1.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა