დომინიკ ტიმმა კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია
ნოვაკ ჯოკოვიჩი საკმაოდ მძიმედ მიდიოდა მეოთხედფინალისკენ. მას ბევრი სათამაშო პრობლემა ჰქონდა, ხოლო მესამე წრეში დიეგო შვარცმანის წინააღმდეგ, სეტებში 1:2-დან მოუწია თამაშის გადარჩენა. რაც შეეხება მის მეტოქეს დომინიკ ტიმს, მან პირველი სამი წრე ისე გაიარა, რომ ერთი სეტიც არ წაუგია. თუმცა, არც ის უნდა დაგვევიწყებინა, რომ ჯოკოვიჩთან წინა ხუთ შეხვედრაში მხოლოდ ერთი სეტი ჰქონდა აღებული, ორი კვირის წინ, რომის "მასტერსზე" კი 1:6, 0:6 განადგურდა.

ტიმისთვის გუშინდელი მატჩიც არც ისე კარგად დაიწყო - ჩამორჩა 2:4, ორი სეტბოლის მოგერიება მოუწია, მაგრამ ბოლოსკენ, ჯოკოვიჩის უხეში შეცდომების წყალობით, მაინც მოახერხა სეტებში დაწინაურება.

იმ მომენტში ისე ჩანდა, რომ ჯერ მთელი ბრძოლა წინ იყო. მით უმეტეს, რომ მიღებაზე პირველივე გეიმში, სერბს 0:30 ჰქონდა. მაგრამ მან ვერ შეძლო ამ გეიმის აღება, შემდეგ 10-წუთიანი საკუთარი გეიმი დათმო. ავსტრიელს უკვე ყველაფერი გამოსდიოდა და აშკარად ჯაბნიდა მეტოქეს უკანა ხაზზე. მიუხედავად ამისა, ნოვაკს ჰქონდა უკუბრეიკის შანსი 2:4-ზე, მაგრამ ტიმმა მშვიდად, კარგი მოწოდების წყალობით მოიგერია ბრეიკ-პოინტი, შემდეგ კი პირველივე ცდაზე ჩააწოდა მეორე სეტზე.

ჯოკოვიჩს კარიერაში სამჯერ მოუგია შეხვედრა 0:2-დან, ამიტომაც, მის გულშემატკივრებს რაღაც იმედები რჩებოდათ, მაგრამ მესამე სეტის სტარტზევე ნოვაკმა ყველას მიანიშნა, რომ ბრძოლის არც ძალა და არ სურვილი აღარ ჰქონდა. დიდი რაოდენობით შეცდომების დაშვების შემდეგ, ჯოკოვიჩმა "მშრალი" ანგარიშით მოაგებინა სეტი ტიმს. ორშაბათიდან, ნოვაკი პირველად 2011 წლის ივლისის შემდეგ, დატოვებს TOP2-ს. ტიმი კი ზედიზედ მეორედ ითამაშებს როლან გაროსის ნახევარფინალში. აქ მისი მეტოქე რაფაელ ნადალი იქნება.

"გრუნტის მეფე" თავის თანამემამულეს პაბლო კარენო ბუსტას ეთამაშებოდა, რომელმაც წინა წრეში ხუთსეტიანი მარათონი გადაიტანა მილოშ რაონიჩის წინააღმდეგ. ნადალმა უკვე მეორე გეიმში შეასრულა ბრეიკი. მისი მეტოქე მალე მიხვდა, რომ დასაკარგი არაფერი ჰქონდა და მაშინვე დაიბრუნა მოწოდება. თუმცა, მალე გამოჩნდა, რომ პაბლო ვერ უმკლავდებოდა რაფას ტემპს და ტაბლოზე 5:1 გამოისახა. ნადალმა სეტზე ჩაწოდება ვერ შეძლო, მაგრამ სიტუაცია მესამე ბრეიკით გამოასწორა.

კარენო ბუსტა ძალიან დაღლილი ჩანდა. კორტზე ექიმი გამოიძახა, რადგან მუცლის კუნთი აწუხებდა. მან შეძლო თამაშის გაგრძელება, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ 0:2 ჩამორჩენილიყო და შეხვედრა შეეწვიტა. ნადალმა 50 წუთში გაიფორმა ნახევარფინალში გასვლა.

საინტერესოა, რომ ტიმი არის ერთადერთი ჩოგბურთელი, რომელსაც ამ სეზონში ნადალი გრუნტზე ჰყავს დამარცხებული - ეს რომის "მასტერსზე" მოხდა.

საღამოს სესიაში კიდევ ორი მეოთხედფინალი გაიმართა და მივიღეთ ძალიან საინტერესო წყვილი - სტენ ვავრინკა ენდი მარეის წინააღმდეგ.

ვავრინკა მარინ ჩილიჩს ხვდებოდა, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 11:2-ს უგებდა. თუმცა, ფავორიტის დასახელება რთული იყო, რადგან ორივე ძალიან კარგ ფორმას აჩვენებდა, ჩილიჩმა კი აღიარა, რომ დიდი ხანია ასე კარგად მომზადებული არ ყოფილა.

მაგრამ, უკვე პირველივე გეიმებიდან ვავრინკას უპირატესობა ცხადზე ცხადი იყო. სტენმა მეორე გეიმშივე შეასრულა ბრეიკი და დამაჯერებლად შეინარჩუნა უპირატესობა პარტიის ბოლომდე. მეორე სეტში ჩილიჩმა, მოულოდნელად, მაყურებელს მცირე ინტრიგა აჩუქა, მაგრამ იმ მომენტისთვის ის უკვე აგებდა ბრეიკით. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, ხორვატმა იქვე წააგო საკუთარი მოწოდება, 3:5-ზე კი კიდევ ერთი თავისი გეიმი დათმო. გადამწყვეტ სეტში ბრძოლა საერთოდ არ გამოვიდა - ვავრინკას 23 წუთი დასჭირდა, რომ 6:1 მოეგო.

ყველა აღნიშნავს, რომ ენდი მარეიმ, როგორც იქნა, თითქმის დაიბრუნა თავისი საჩემპიონო თამაში. მიუხედავად ამისა, მეოთხედფინალი უკეთ მისმა მეტოქემ კეი ნიშიკორიმ დაიწყო. ბრიტანელი ძალიან პასიური იყო და ბევრ შეცდომას უშვებდა. მეორე სეტში ენდიმ კორექტივები შეიტანა, მოწოდება გააუმჯობესა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

გადამწყვეტი აღმოჩნდა მესამე პარტია. მარეი ორჯერ გადიოდა წინ ბრეიკით და ორივეჯერ თმობდა საკუთარ მოწოდებას. ჩოგბურთელებმა ტაი-ბრეიკამდე მიაღწიეს, სადაც კეის სრული ჩავარდნა ელოდა - იაპონელმა ვერც ერთი ქულა ვერ აიღო. მართალია, ამის შემდეგ, ნიშიკორიმ მეოთხე სეტი ბრეიკით დაიწყო, მაგრამ ამის შემდეგ, აზიელმა ვერც ერთი გეიმის აღება ვერ მოახერხა.

კაცები

1/4 ფინალი

მარეი (ბრიტ, 1)-ნიშიკორი (იაპ. 8) 2:6, 6:1, 7:6(0), 6:1

ვავრინკა (შვეიც, 3)-ჩილიჩი (ხორ, 7) 6:3, 6:3, 6:1

ნადალი (ესპ, 4)-კარენო ბუსტა (ესპ, 20) 6:2, 2:0 უარი

ტიმი (ავსტრია, 6)-ჯოკოვიჩი (სერ, 2) 7:6, 6:3, 6:0

1/2 ფინალი

მარეი (ბრიტ, 1)-ვავრინკა (შვეიც, 3)

ნადალი (ესპ, 4)-ტიმი (ავსტრია, 6)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
5 სეტიანმა "თრილერმა" ისტორია ვერ შეცვალა - Australian Open-ს ნაცნობი გამარჯვებული ჰყავს
პირველივე დღეს საქმეში მთავარი ფავორიტები ჩაერთნენ! ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო
შენ მდიდარი ხარ, პირადი მწვრთნელი გყავს, ჩვენ ვიზასაც არ გვაძლევენ - ალჟირელი ჩოგბურთელის ემოციური მიმართვა მსოფლიოს მე-3 ჩოგანს
ტიმის ქამბექი და ამღერებული გულშემატკივარი [VIDEO]
ზედიზედ მეორედ, ტიმი ფინალში დამარცხდა, რუსი ჩემპიონია [VIDEO]
პირველი დიდი სენსაცია "როლან გაროსზე" [VIDEO]