"ტომთან" გამარჯვების შემდეგ "ვოლგას" თავკაცმა ომარ თეთრაძემ, ფეხბურთელებმა - მარცვალაძემ და ხოჯავამ კომენტარები გააკეთეს
რუსეთის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში ქართველი ლეგიონერების "ვოლგა" "ტომს" შეხვდა და 2:0 დაამარცხა. ქართველთაგან მატჩი სრულად ითამაშეს გრიგალავამ, სალუქვაძემ, გოგუამ. ხოჯავა 87 წუთზე ვაწაძემ შეცვალა, მარცვალაძე კი ომარ თეთრაძემ მოედნიდან მატჩის მეორე დამატებულ წუთზე გაიყვანა.

შეხვედრის პირველი გოლი უკვე 5-ე წუთზე ოთარ მარცვალაძემ გაიტანა. "ვოლგას" ვიცე-კაპიტანმა და საუკეთესო ბომბარდირმა საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა, ბურთი ხარიტონოვს მოხვდა და შორეულ დაბალ კუთხეში შეგორდა.

10 წუთის შემდეგ იგივე ხარიტონოვი ფლანგზე მოაქტიურე გოგუას წინააღმდეგ დაჯარიმდა. გოგუამ საჯარიმო დარტყმით ბურთი მეტოქის მეკარის მოედანში ჩაჰკიდა, სადაც ბენდზმა ყველას დაასწრო და თავური დარტყმით გოლი გაიტანა.

გთავაზობთ მატჩისშემდგომ კომენტარებს:

ომარ თეთრაძე:

- ყველას ვულოცავ ჩემპიონატის დაწყებას. დღევანდელი მატჩი ჩვენთვისაც და მეტოქისთვისაც ძალიან რთული და მნიშვნელოვანი იყო. მშობლიურ კედლებში მხოლოდ გამარჯვება გვჭირდებოდა და მოთამაშეებმა ამისთვის ყველაფერი გააკეთეს. სადებიუტო მატჩებში პირველ რიგში ხასიათის სიმტკიცის გამოჩენა გვმართებს და ჩვენმა ბიჭებმა ის პირველიდან ბოლო წუთამდე გამოავლინეს. არ შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ, მოთამაშეთა მოქმედებებში ნერვიულობა გამოსჭვივოდა. ვფიქრობ, ეს დროთა განმავლობაში გაივლის. რაც შეეხება იმ შეცდომებს, რომლებიც დღეს დავუშვით, მათ გამოსასწორებლად ვიმუშავებთ.

- რა მოუვიდა გუნდის კაპიტან ანტონ ხაზოვს?

- ის ამ თამაშისთვის მონდომებით ემზადებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ავად გახდა. ანტონს ტემპერატურამ აუწია და იძულებული გავხდით, სამკურნალოდ შინ დაგვეტოვებინა.

- შეიძლება ეს შემადგენლობა მომავალშიც საბაზისოდ ჩაითვალოს?

- ისინი ითამაშებენ, ვინც თითოეული კონკრეტული შეხვედრისთვის უკეთ იქნება მზად. ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის კონკურენცია დიდია.

- შეიძლება თუ არა აბაევი ძირითადი შემადგენლობის მეკარედ ჩაითვალოს?

- მიმაჩნია, რომ ის ამ დროისთვის უფრო ძლიერი და საიმედოა. თუმცა ჩვენ სამი თანაბარი ძალის მეკარე გვყავს. თავის გამოჩენის შესაძლებლობა ყველას ექნება, წინ გრძელი სეზონია.

- რატომ დაიწყო გუნდმა თამაში ახალი ფორმით?

- "ტომთან" თამაში ტრადიციული თეთრ-ლურჯი, ზოლებიანი ფორმით გვსურდა, მაგრამ მეტოქე გუნდი დღევანდელ მატჩზე მოედანზე თეთრი ფორმით გამოვიდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ფორმა შეგვეცვალა.

- როგორ მოემზადება გუნდი "სპარტაკთან" მატჩისთვის?

- ხვალ ისევ კისლოვოდსკში მივფრინავთ. იქ ჩემპიონატის მეორე ტურისთვის ერთკვირიან მოსამზადებელ ციკლს გავივლით. მოსკოვში სათამაშოდ პირდაპირ კისლოვოდსკიდან გავფრინდებით.

ოთარ მარცვალაძე:

- არ ველოდი, რომ პირველ გოლს ასე სწრაფად გავიტანდი. გულის სიღრმეში, რა თქმა უნდა მჯეროდა და ვგრძნობდი, რომ ამის გაკეთებას შევძლებდი. ძალიან მიხარია, რომ დღეს გამარჯვება მოვახერხეთ. პრემიერლიგაში ჩემს პირველ გოლს კი ჩემს გუნდს -"ვოლგას" და ახლობლებს ვუძღვნი.

გოჩა ხოჯავა:

- მიმაჩნია, რომ ეს მატჩი ჩვენთვის ძალიან კარგი გამოდგა. ჩემი აზრით, დღევანდელი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გოგიტა გოგუა იყო, მეორე ადგილზე კი ოთარ მარცვალაძეს დავაყენებდი. პირობას გაძლევთ, რომ ჩვენი ქართული სამკუთხედი შემდეგ მატჩებშიც გაიბრწყინებს. ვეცდებით კიდევ მოვუმატოთ.

დღეს, ტრიბუნებზე გულშემატკივრების რაოდენობა ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო. გულწრფელად ვიტყვი, არ ველოდი, რომ ჩვენს მხარდასაჭერად ამდენი ხალხი მოვიდოდა. როდესაც პირველი ტაიმის შემდეგ გამოვედი და პრაქტიკულად სავსე არენა დავინახე, თავი საოცრად ბედნიერად ვიგრძენი.

მომზადებულია fcvolgann.ru-ს მიხედვით

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"