"როგორ შეიძლება ამ კალათბურთელს "უორიორსის" მაისურა ეცვას?"
NBA-ს ფინალური სერიის მესამე მატჩში ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" სტუმრად 118:113 დაამარცხა "კლივლენდ კავალიერსი" და ჩემპიონობამდე ერთი მოგება აშორებს.

ამ შეხვედრაში ჩვენებური ნაკლებად პროდუქტიული გამოდგა - მან 13 წუთში მხოლოდ თითო მოხსნა და პასი მიითვალა. ჩვენებურმა ყველა სროლა ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და ამდენჯერვე დაჯარიმდა. თუმცა უქულოდ დაასრულა მატჩი მისმა ვიზავი ტრისტან ტომპსონმაც.

ზაზა ფაჩულიას და "გოლდენ სტეიტს" NBA-ს ჩემპიონობამდე 1 მოგება აშორებთ [VIDEO]

მატჩის დასრულების შემდეგ "გოლდენ სტეიტის" თავკაცმა სტივ კერმა ფაჩულია მაინც შეაქო:

"ზაზამ კარგად იმუშავა ტანით ტრისტან ტომპსონთან ორთაბრძოლაში", - განაცხადა კერმა, თუმცა ეს ერთადერთი პოზიტიური გამოხმაურება იყო ამ მატჩში, რომელიც ქართველს ეძღვნებოდა.

ქართველი ცენტრი პირველ მეოთხედში ყველაზე ადრე გამოცვალეს, რადგან ფოლები მალევე მიიღო, ერთხელ კი გარბენიც გააკეთა.

ამერიკული მედია განსაკუთრებით ორ ეპიზოდზე ამახვილებს ყურადღებას - ერთ-ერთ ეპიზოდში ზაზას მოხსნისთვის ბრძოლა "კლივლენდის" გამთამაშებელმა კაირი ირვინგმა აჯობა, რომელიც გაცილებით დაბალია ჩვენებურზე, მაგრამ მაინც უფრო მაღლა ახტა.

მეორე ეპიზოდი მანამდე მოხდა - ზაზამ 6 ფუტის მანძილიდან, ხელსაყრელი სიტუაციიდან ფარს ვერ მიაღწია ბურთი და მიუხედავად იმისა, რომ სტუმართა შეტევა მაინც ჩაგდებით დაგვირგვინდა, ფაჩულიას ჯარიმის გამო 2 ქულა არ ჩაითვალა.

ზაზა ფაჩულია ფარს აცილებს და ჯარიმდება

sbnation.com-მა ამ ეპიზოდზე დაწერა: "შესაძლოა, ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდად სანახავი სროლა იყო, რომელიც თქვენ კალათბურთის მატჩზე გინახავთ".

ვიდეო "ტვიტერზე" BusinessInsider-ის სპორტული განყოფილების რედაქტორმა კორკ გეინსმა დადო შემდეგი კომენტარით: "ზაზამ 6 ფუტიდან ჰაერში გაისროლა, შემდეგ კი ფოლიც მიიღო. როგორ შეიძლება ამ კალათბურთელს "უორიორსის" მაისურა ეცვას?".

avimusaifi
სადაც რიკ ფოქსს, ლეიკერსიდან, აქვს ბეჭედი ზაზამ რა დააშავა, მაგრამ კარლ მელოუნი მართლა ცოდოა..
sagol zaza ar danebde-ს-s
ბაზარი არაა რო არ სჭირდებოდეთ არ ათამაშებდნენ უდაოდ სასრგებლოა მაგაზე არ ვკამათობ,მაგრამ დურანტზე, ქერიზე, ტომპსონზე, გრინზე, მაკგიზე, ლებრონზე, ირვინგზე, ლავზე, ტრისტანაზე, სუსტი როა მაგის თქმა მინდა თუ არ არის?
sabonis
ნუ ნევრიულობთ ხალხო, როგორც საქართველოშია ბევრი ბოღმა ხალხი ისეა ამერიკაშიც რა გიკვირთ, გულზე სკდებიან, როგორ ვიღაც ქართველი ჩამოვიდა და მიაქ ბეჭედი. დაიკიდე ზაზა. დამფასებელიც ბევრი გყავს მანდ.
სიამაყეს
პირველი ქართველი კალათბურთელი რომლითაც ვამაყობთ თურმე) შენ საკანდელიძე გაგიგია საერთოდ? იუთუბზე 1972 ოლიმპიადის ფინალი დევს, უყურე და მაგას აღარ იტყვი...
kote
გადაიყვანეთ ზაზა კლივლენდში და თავიდან ათამაშეთ ფინალური თამაშები. 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული კლივლენდი მოიგებს ზაზასთან ერთად.
akaki
ბრძენი რომ განსაჯო, შენც რაღაცას უნდა წარმოადგენდეო. ზაზს ნახევარს მიარწიეთ და მერე იქილიკეთ. ეს არ ნიშნავს რომ კრიტიკა მიუღებელია. მაგდენი ესმის ალბათ ზაზას რომ კრიტიკა მიიღოს. ვინც ქილიკობს ჯერ თავის ცხოვრებას გადახედოს რას წარმოადგენს.
qutaiseli
თურმე რადგან ამერიკული გამოცემების ჟურნალისტები აკრიტიკებენ ზაზას ესეიგი ცუდად უთამაშია და ესარუნდოდათ აქ ჩასაფრებულ სასტავს არდაა მწვრთნელი ამბობს კარდი იყო გუნდისთვის და სარგებლიანიო ხოდა ვის დაუჯეროთ ეხლა მწვრთნელს გუნდისას რომელიც პასუხისმგებელია შედეგზე თუ გვერდზე მდგომი ჩასაფრებული მოსეირე ხალხის არადა რასაც მაგას ავალებენ იმას პირნათლად ასრულებს კალათბურთი გუნდური თამაშია და მასში ყველას თავისი ადგილიაქ რათქმაუნდა ცუდია როცა ქულის გარეშე რჩება მოთამაშე მაგრამ ვინმე დაიჯერებს იმას რო გოლდენმა ეს კაცი ბომბარდირობის და სამმაგი დუბლებისთვის იყიდა.გუნდის შემადგენლობას გადახედეთ თქვე დალოცვილებო ვარსკვლავები თამაშობენ უდიდესი დონის.
dato
ყველას ვინც ზაზაზე ცუდს წერთ .. თუ არ გამომიქვეყნოთ...
sagol zaza ar danebde-ს
სუსტიაი,რომ იძახით, თუ ნახეთ თამაში. ზაზამ ის თორმეტი წუთი „იმენა“ პარკეტზე ჭიდაობაში გაატარა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ლამის შებოჭილი ყავდა ტრისტანა. მისი დავალებაა გაანეიტრალოს ცენტრები და ამას ბრწყინვალედ აკეთებს. თუ თქვენ ფიქრობთ კაზინსისნაირი, ტრისტანისნაირი მონსტრები ადვილი დასამორჩილებელია?
vaxo
გადავხედე კომენტარებს და ვიხალისე.მე ამ ინფოზე ჯერ არაფერი დამიწერია,პირველად ვწერ.ქვემოთ ზაზას ან აქებენ და მომავალ ჩემპიონობას ულოცავენ,ან ამბობენ რომ უბრალოდ ცუდი მატჩი ჰქონდა,რაც მართლაც ასეა. მაგრამ ზ-პალასის სექტა მაინც პოულობს ბნელ ოთახში კატას.არადა ის იქ არ არის))))))))))

ზაზა ფაქტია გოლდენს ჭირდებოდა ამ სეზონში, თან ჭირდებოდა ზაზა და არა მაკგი - გაცილებით ახალგაზრდა და მოძრავი. ზაზა არის საჩემპიონო გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი და შედეგი სახეზეა - ერთი თამაში და ჩემპიონია! დანარჩენი რომ ნახტომი არ უვარგა, გოლდენში ყველაზე სუსტია და ა.შ. ზედმეტია. ამ კაცმა მიაღწია იმას რისკენაც მიდიოდა და მორჩა. მადლობა ზაზა - სამუდამოდ ჩაიწერება ისტორიაში ZAZA from GEORGIA

გასკდით ერთ ადგილზე ზოგიერთები. ვერ დამიჯერებია ქართველს როგორ არ უნდა უხაროდეს ზაზას წარმატება. შეიძლება კონფლიქტში იყო ნაცნობთან, მეზობელთან, ნებისმიერ ადამიანთან, მაგრამ ზაზას, რომელიც წამოადგენს საქართველოს სახეს ამ ძალიან პოპულარულ სპორტის სახეობაში თუ არ გულშემატკივრობ, როგორ უნდა გიხაროდეს მისი თუნდაც პატარა წარუმატებლობა. ჩემი აზრით ასეთი ადამიანები არიან ან ავადმყოფები ან არაქართველები და უბრალოდ "უბეში გაზრდილები" რომლებმაც იციან ქართულად წერა-კითხვა. ამერიკელ მეჯოგეებზე მე პირადად არანაირი რეაქცია არ მაქვს, ყველამ მეტნაკლებად კარგად იცის რომ იანკები კრიმინალების და კაცისმკვლელების თესლზე არიან აღმოცენებული და გენეტიკურად სულ ბოღმა პაროდა იქნება რამდენიც არ უნდა იარსებონ და განვითარდნენ. ისინი ვარავის წარმატებას ვერ იტანენ და ეს არა მარტო ზაზას ეხება.
sagol zaza ar danebde
ზაზა საქრათველოს სიამაყეა მაგრამ ამ ფინალში რომ ერთ-ერთი უსუსტეტსია ფაქტია და ამიტომაც ერჩიან. სუსტებს ყოველთვის ერჩიან. თუმცა არ გაჩერდე ზაზა ჩვენ შენი გვჯერა!
Tompsons 0 qula
Tompsoni gamotishulia da zazas gareshe ar moxdrboda eg
სიამაყე
შემოგევლე ზაზა დზაან მაგარი ხარ პირველი ქართველი რომელმაც იმას მიახწია კალათბურთში რო მთელმა საქართველომ უნდა იამაყოს ჯერ თუნდაც სულ არ ათამაშონ მითუმეტეს კიდე ყველაზე შავ სამუშაოს ზაზას ასრულებენ და უბრალოდ შეუდარებელია თავის საქმეში ასე რო ვინაც არ იცის კალათბურთი და მარტო შური ალაპარაკებთ იმას მეტს ვერ მოთხოვ რადგან თვალებით ვერ იყურებიან და სამწუხაროდ შურით ხედავენ... მე ქართველი ვარ და ვამაყობ ზაზათი შენ გვერდში ვარ ზაზა არა მარტო მე არამედ მთელი საქართველო (შურით მაყურებლების გარდა)
თენგაბი
შარშან ტომპსონმა პლეიოფებში ლამის გადათელა გოლდენის ცენტრები და დიდწილად ამ ფაქტორმა განაპირობა კავსის ჩემპიონობა. ბოგატი იმ თამაშებში ქულებსაც აგროვებდა და მოხსნებიც სოლიდური რაოდენობის ჰქონდა, მაგრამ გოლდენმა მაინც დათმო. წელს რომ ტომპსონს ნულები აქვს ეს ზაზას დიდი დამსახურებაა. ამის დანახვა ვისაც არ შეუძლია, მისთვის კალათბურთი მარტო ბურთი და ფარია. ზაზას კრიტიკოსებს და გეინსს - თუ დაითვალეთ, რაც ირვინგმა და ლებრონმა ნატყორცნი ბურთები საერთოდ ფარსაც, რომ აცილდა. ან თამაში თუ ნახეთ ირვინგმა როგორ მოიპოვა 76, 78 და მე-80 ქულა. რა უქნა სუპერმხტომარე მაკგის? ან სმიტმა რა „პადნოჟკა“ დაუდო მოწინააღმდეგეს? ზაზას რომ ეს ყველაფერი გაეკეთებინა ალბათ ანათემას გადასცემდნენ. კავსის გულშემატკივარი ექსპერტების მესმის - გულზე არიან გახეთქილები, მაგრამ ამ ჩვენ ზოგიერთ ქართველს რა დაემართად, თამაშის გარჩევა და წაკითხვა თუ არ იციან, ნბა-ს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელს, კერის მაინც დაუჯერონ. ქართველებს შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ასეთი ინტელექტუალი და აზრიანი კალათბურთელი გვყავს.
SSS 21
მიდი სეხნი, ერთი მაგათ არ "გაუარე"დილა საღამოს?!
gigi
Gასკდა ხალხი შურით. Dაუკვირდით.... მსოფლიოს საუკეთესო გუნდში თამაშობს კაციი.ჩააწყო? ამერიკელები მოქრთამა? რა გინდათ? ეკუთვნისს ანუ და დააყენეთ ენები და
კახა ქირია
ადამიანი საჭმელს ვერ ჭამს ყოველთვის ერთნაირად და თქვენ გინდათ კაცმა ყოველთვის ერთნაირად ითამაშოს?ფაქტია რომ აზრზეა კალათბურთის და ვისაც რა უნდა ის ილაპარაკოს.წარმატებები ზაზა
დავითპაპა
უდიდესი გამოცდილება შეიძინა ზაზამ,მსოფლიოში ყველა დროის ვარცკვლავებით გაძეძგილ გუნდში,სასწაულებს სჩადიან,იმედია ამ გამოცდილებას საქართველოში გამოიყენებს და ეს ჩვენს ახალ თაობას წაადგება. წარმატებებს ვუსურვებ ,უფალი გფარავდეს ზაზა!
mindia
არ მიყურებია თამაშისთვის, მაგრამ ზაზას უშუალოს მეტოქეს (ტომპსონს) რომ ნოლი აქვს, რაღაცაზე მეტყველებს. :)
zaza
ძალიან ცუდად ითამაშა და კრიტიკაც დამსახურებულია. სამწუხაროდ ბევრი შეცდომა ჰქონდა და იმედია შემდეგში გამოასწორებს
ნათია
ყველა თამაშს ერთნაირად ვერ ითამაშებ, ზოგჯერ პატარა ჩავარდნაც იქნება და ეს არაფერია, მაგრამ მე ის მაინტერესებს ამერი(კული) მედია კარგს ვერ ხედავს ვერაფერს ზაზაში? ვინც პარკეტზე დაეცა და რამე იტკინა ყველა ზაზას დააბრალეს, იქამდე თანაგუნდელის ტრავმაც.
პატრიოტი
შეიძლება მართლაც არ წაუვიდა ზაზას, მაგრამ მწვრთნელმა მაინც შეაქო , მარა ამ პირდაღებულ ვაიამერიკელს რას გააჩერებ ? ! ვაირუსებისა არ იყოს ))).
tanto
იმასაც რატომ არ წერენ ეს ჩემა ალაოები რომ, მანამდე მინიმუმ ორი დაუმსახურებელი ფოლით წყობიდან გამოიყვანეს?
ბბბ
ყველაზე ცუდი თამაში ზაზას შესრულებით, რაც კი ოდესმე მინახავს. არა უშავს, დაივიწყე!..
ზურა
ამ სიმაღლის კაცმა, როცა თამაშში 5 კაცია 118 ქულიდან ერთი მაინც უნდა ჩააგდო რაა. (ისე კალათბურთი ძირითადათ ჩაგდებაა აბა რა)
თენგაბი
გეინსს, როგორ შეიძლება შენ სპორტული განყოფილების რედაქტორი იყო? კალათბურთი მარტო ჩაგდებებია? წინა თამაშში ლებრონმა ორი საჯარიმო ააცილა ზედიზედ, მაშინ ეს რა გამოდის? შენ ალბათ კავსის ფანი ხარ და იმიტომ აგეწვა.
"ობიექტური შემფასებელი"
ბატონ კორკ გრეისს ძალიან მიუქარავს ასეთი შეფასებისთვის,მაგრამ დამეთანხმეთ,რომ კერი,დიურანტი,ჯეიმსი და ირვინგი სულ სხვა სპორტის სახეობას თამაშობენ,დანარჩენები კი სხვას.
[VIDEO] ბოლდუინის პირველი სასტარტო "ბაიერნში" - გერმანულმა გუნდმა "მილანი" დაამარცხა
შენგელია საუკეთესო იყო - "ბარსელონა" სახლში დამარცხდა
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
კვიპროსში კლუბის პრეზიდენტი მოკლეს, რომელიც მატჩების "ჩაწყობაში" ფიგურირებდა
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს
კარის 12 სამქულიანი "მემფისთან" - "გოლდენ სტეიტმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]