კლასიკა გლაზგოში, გადამწყვეტი ჯახი სტოკჰოლმში
პარასკევ-შაბათ-კვირას ევროპაში სანაკრებო ფეხბურთის დღეებია - მუნდიალის 27 საკვალიფიკაციო მატჩი გაიმართება და გუნდები ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებიან მთავარ მიზანს, რუსეთში გასამართავ მსოფლიოს ჩემპიონატს.

ბუნებრივია, მხოლოდ წარმატებულ ნაკრებებს ვგულისხმობთ, სხვები კი სანუკვარ მუნდიალს კიდევ უფრო დაშორდებიან - ევროპაში საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის თამაშებია...

A ჯგუფი: ისევ "ფრენდს არენა"

ამ ჯგუფის მატჩები დღეს გაიმართება. მთავარი მატჩი სოლნაში "ფრენდს არენაზეა", სადაც არცთუ დიდი ხნის წინათ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ევროპალიგა მოიგო. ლიდერი საფრანგეთი შვედეთს სტუმრობს. დიდიე დეშამი და კაპიტანი უგო ლორისი ერთხმად ამტკიცებენ, რომ შვედებთან თამაში სახიფათოა.

"ლე ბლო" 5 თამაშიდან 13 ქულით კარგ პოზიციაზეა და სკანდინავიაში გამარჯვება ერთიორად გაზრდის დეშამის გუნდის შანსს, პირველი ადგილი და რუსეთის საგზური მოიპოვოს. მაგრამ ყველას კარგად ახსოვს, როგორ გაუჭირდა გუნდს ნოემბერში "სტად ფრანსეზე" შვედების წინააღმდეგ. ემილ ფორსბერგმა სტუმრები მეორე ტაიმში დააწინაურა და, რომ არა პოლ პოგბასა და დიმიტრი პაიეს გოლები, ვინ იცის, რა მოხდებოდა.

"ეს უმნიშვნელოვანესი თამაშია, პირდაპირ კონკურენტთან. დიდი ორთაბრძოლა გველის. ბიჭებს ინდივიდუალურად და გუნდურად საუკეთესო მონაცემების გამოვლენა მოუწევთ მიზნის მისაღწევად", - განაცხადა "ტოტენჰემის" გოლკიპერმა. ლორისმა ისიც დასძინა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და კიმ კალსტრიომის წასვლის მერე შვედეთის ნაკრები სულ სხვანაირ ფეხბურთს თამაშობს.

"ახლა შვედეთის ნაკრები, პირველ რიგში, კოლექტიურად არის ძლიერი გუნდი", - ეს უკვე დეშამის სიტყვებია. შვედების 30 წლის ფორვარდი ოლა ტოივონენი კარგად იცნობს მეტოქეს, ის ხომ "ტულუზის" ფეხბურთელია:

"საფრანგეთისთვის უმნიშვნელოვანესი თამაშია, მათთვის კარგი შედეგი თითქმის საგზურის ტოლფასია. ვიცი, რომ მეტოქე პატივისცემით გვიყურებს, განსაკუთრებით, პარიზული მატჩის შემდეგ", - განაცხადა ტოივონენმა. ის თანაგუნდელებს ურჩევს, ყურადღება მიაქციონ 18 წლის კილიან მბაპეს: "ის ძალიან სწრაფია, მალე ავითარებს სიჩქარეს და საბოლოო დარტყმაც უბადლო აქვს. ვფიქრობ, ხალხმა ჯერ კიდევ კარგად ვერ გაითავისა, რამხელა ტალანტია მბაპე".

დიკ ადვოკაატის ჰოლანდია როტერდამში, ალბათ, დაამარცხებს ლუქსემბურგის ნაკრებს, მით უფრო, რომ გუნდი კარგ ხასიათზეა - ამხანაგურ მატჩში 5:0 გაანადგურა კოტ დ'ივუარის ნაკრები. იმ მატჩში დუბლი შეასრულა იოელ ფელტმანმა, ხოლო არიენ რობენმა, დევი კლაასენმა და ვინსენტ იანსენმა თითო გოლი გაიტანეს.

B ჯგუფი: რიგა რონალდოს მოლოდინში

ევროპის ჩემპიონი და ჯგუფის მეორეადგილოსანი პორტუგალია რიგას სტუმრობს, სადაც "სკონტოზე" დაუპირისპირდება ლატვიის ნაკრებს. ლატვიის ნაკრების თავკაცი ალექსანდრს სტარკოვსი ამბობს, რომ ლატვიაში დიდი აჟიოტაჟია კრიშტიანო რონალდოსთან დაკავშირებით:

"პორტუგალიელებს ტყუილად არ უძახიან ევროპელ ბრაზილიელებს, გუნდი ძალიან ტექნიკურია. მეტოქე ფიზიკურად და ტაქტიკურად ბრწყინვალედ არის მზად. ლატვიაში მარტო კრიშტიანო რონალდოს სახელი იწვევს უდიდეს აჟიოტაჟს, ისეთ ხალხშიც კი, რომლებიც ფეხბურთის გულშემატკივრებად ნაკლებად ითვლებიან", - განაცხადა სტარკოვსმა. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიისთვის ეს თამაში გარკვეულწილად, კონფედერაციათა თასის რეპეტიციაცაა.

ჯგუფის ლიდერი შვეიცარია ფარერის კუნძულებს სტუმრობს, ხოლო უნგრეთის ნაკრები ანდორას ესტუმრება.

C ჯგუფი: კაპიტანი დრაქსლერი

პორტუგალიის მსგავსად, იოახიმ ლიოვის გერმანიაც კონფედერაციათა თასზე ფიქრობს, მით უფრო, რომ მეტოქე საკმაოდ სუსტი სან მარინოა და ნიურნბერგში მისგან პრობლემებს არავინ ელის, განსხვავებით დანიის ნაკრებთან ამხანაგური მატჩისა, რომელშიც გერმანია ძლივს გადაურჩა მარცხს.

ლიოვმა გამოაცხადა, რომ კონფედერაციათა თასზე გერმანიის ნაკრების კაპიტანი იულიან დრაქსლერი იქნება. 23 წლის ასაკში "ბუნდესმანშაფტის" კაპიტნობა ასეთ ტურნირზე ხუმრობა საქმე არ არის.

გერმანია, ალბათ, მოიგებს და კიდევ უფრო მიუახლოვდება საგზურს. მისი უახლოესი კონკურენტი ჩრდილოეთი ირლანდია კი ბაქოს სტუმრობს. ნორვეგია თითქმის ჩამოსცილდა საგზურისთვის ბრძოლას, მაგრამ ოსლოში ჩეხებს არაფერს დაუთმობს.

E ჯგუფი: როცა ლევანდოვსკი გყავს

ვარშავაში ლიდერი პოლონეთი რუმინეთს მასპინძლობს. სტუმართა კარს შეუტევს კოლეგების მიერ ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული რობერტ ლევანდოვსკი. წინა ხუთ ტურში ლევანდოვსკიმ 8 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ევროპაში მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს ჩამორჩება, ვის ანგარიშზეც 9 გოლია.

კრისტოფ დაუმს არსენალში ლევანდოვსკის დარი ფორვარდი არ ჰყავს, ბოლო 4 მატჩში რუმინელებმა გოლის გატანა საერთოდ ვერ შეძლეს. ურთიერთშეხვედრებში რუმინელთა უპირატესობა აშკარაა, მაგრამ ეს მხოლოდ ისტორიაა, ბუქარესტში პოლონეთის ნაკრებმა ძალზე იოლად, 3:0 დაამარცხა მეტოქე.

F ჯგუფი: როგორც ომში

საერთაშორისო ფეხბურთის კლასიკა - შოტლანდიისა და ინგლისის ნაკრებთა დაპირისპირება გლაზგოში, "ჰემპდენ პარკზე" გაიმართება. ბუნებრივია, ბრიტანული და მთელი ევროპული სპორტული მედიის ყურადღების ცენტრში ეს დაპირისპირებაა. ინგლისის ნაკრები ისეთი ლიდერია, ჯერ გოლი რომ არ გაუშვია, შოტლანდია კი მხოლოდ მეოთხე ადგილზეა და ინგლისს 6 ქულით ჩამორჩება. ათიანს ალბათ, დელე ალი ჩაიცვამს, რადგან უეინ რუნი ნაკრებში სულ არ არის გამოძახებული. ალის წინ იმოქმედებენ სტერლინგი და კეინი. ჯეიმი ვარდი ტრავმის გამო შინ გაუშვეს.

გარეთ საუთგეიტმა გუნდი ორიგინალურად მოამზადა ამ მატჩისთვის, ინგლისელებმა სპეციალური დანიშნულების რაზმთან ერთად ივარჯიშეს ექსტრემალურ პირობებში.

სლოვენია მალტას მასპინძლობს, რომელმაც ახლახან ამხანაგურ მატჩში სენსაციურად დაამარცხა სტუმრად უკრაინის ნაკრები. სლოვაკეთის ნაკრები ლიტვაში ჩადის.

G ჯგუფი: ქულების დაკარგვა სასტიკად აკრძალულია

ხულიენ ლოპეტეგიმ კოლუმბიასთან 2:2 დასრულებული მატჩის შემდეგ თქვა - ჩვენ უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ მომენტები უკეთ სტუმრებმა გამოიყენესო. ახლა "ფურია როხას" ამხანაგურზე სერიოზული გამოცდა ელის, რადგან ამ ჯგუფში ორი გრანდია და ქულების დაკარგვა არაფრით შეიძლება, ესპანეთი სკოპიეში ჩადის მაკედონიასთან სათამაშოდ.

იტალიელებს გაცილებით იოლი მეტოქე ეყოლებათ - უდინეში ლიხტენშტაინს უნდა გაუმკლავდნენ. "სკუადრას" ბანაკში ერთი ცვლილებაა - კლაუდიო მარკიზიომ (მორიგი) ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად რობერტო გალიარდინი ითამაშებს.

I ჯგუფი: არდას გარეშე

ლიდერი ხორვატია ევრო 2016-ის სენსაცია ისლანდიას სტუმრობს, რომელიც მეორე ადგილზეა და კონკურენტს 3 ქულით ჩამორჩება. ფინეთი მალტასთან შერცხვენილ უკრაინას ტამპერეში დაუხვდება, ხოლო კოსოვო ალბანურ შკოდერში "უმასპინძლებს" თურქეთს.

ყველამ იცის, რამხელა სკანდალი იყო მატჩის წინ სტუმართა ბანაკში, როცა თვითმფრინავში "ბარსას" არდა თურანმა ვეტერან ჟურნალისტზე გაიწია, მას ყელში წვდა და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. ამას არდას დროებითი მოკვეთა მოჰყვა ნაკრებიდან. ფეხბურთელის პასუხი კიდევ უფრო მკაცრი იყო - ის აღარასოდეს ჩაიცვამს ნაკრების მაისურას.

A ჯგუფი

პარასკევი. 9 ივნისი

ბელორუსი-ბულგარეთი 22:45

ჰოლანდია-ლუქსემბურგი 22:45

შვედეთი-საფრანგეთი 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. საფრანგეთი 5 4 1 0 10-3 13

2. შვედეთი 5 3 1 1 10-3 10

3. ბულგარეთი 5 3 0 2 8-10 9

4. ჰოლანდია 5 2 1 2 8-6 7

5. ბელორუსი 5 0 2 3 2-10 2

6. ლუქსემბურგი 5 0 1 4 6-12 1

B ჯგუფი

პარასკევი. 9 ივნისი

ანდორა-უნგრეთი 22:45

ფარერები-შვეიცარია 22:45

ლატვია-პორტუგალია 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. შვეიცარია 5 5 0 0 10-3 15

2. პორტუგალია 5 4 0 1 19-3 12

3. უნგრეთი 5 2 1 2 8-6 7

4. ფარერები 5 1 2 2 2-8 5

5. ლატვია 5 1 0 4 2-9 3

6. ანდორა 5 0 1 4 1-13 1

C ჯგუფი

შაბათი. 10 ივნისი

აზერბაიჯანი-ჩრ. ირლანდია 20:00

გერმანია-სან მარინო 22:45

ნორვეგია-ჩეხეთი 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. გერმანია 5 5 0 0 20-1 15

2. ჩრ. ირლანდია 5 3 1 1 10-2 10

3. ჩეხეთი 5 2 2 1 8-4 8

4. აზერბაიჯანი 5 2 1 2 3-8 7

5. ნორვეგია 5 1 0 4 5-9 3

6. სან მარინო 5 0 0 5 1-23 0

E ჯგუფი

შაბათი. 10 ივნისი

ყაზახეთი-დანია 20:00

ჩერნოგორია-სომხეთი 22:45

პოლონეთი-რუმინეთი 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. პოლონეთი 5 4 1 0 12-6 13

2. ჩერნოგორია 5 2 1 2 10-6 7

3. დანია 5 2 1 2 7-5 7

4. რუმინეთი 5 1 3 1 6-4 6

5. სომხეთი 5 2 0 3 6-10 6

6. ყაზახეთი 5 0 2 3 3-13 2

F ჯგუფი

შაბათი. 10 ივნისი

შოტლანდია-ინგლისი 20:00

სლოვენია-მალტა 20:00

ლიტვა-სლოვაკეთი 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. ინგლისი 5 4 1 0 8-0 13

2. სლოვაკეთი 5 3 0 2 10-3 9

3. სლოვენია 5 2 2 1 4-3 8

4. შოტლანდია 5 2 1 2 7-8 7

5. ლიტვა 5 1 2 2 5-9 5

6. მალტა 5 0 0 5 2-13 0

G ჯგუფი

კვირა. 11 ივნისი

მაკედონია-ესპანეთი 22:45

იტალია-ლიხტენშტაინი 22:45

ისრაელი-ალბანეთი 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. ესპანეთი 5 4 1 0 19-2 13

2. იტალია 5 4 1 0 13-4 13

3. ისრაელი 5 3 0 2 9-9 9

4. ალბანეთი 5 2 0 3 4-8 6

5. მაკედონია 5 1 0 4 7-11 3

6. ლიხტენშტაინი 5 0 0 5 1-19 0

H ჯგუფი

პარასკევი. 9 ივნისი

ბოსნია-საბერძნეთი 22:45

ესტონეთი-ბელგია 22:45

გიბრალტარი-კვიპროსი 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბელგია 5 4 1 0 22-2 13

2. საბერძნეთი 5 3 2 0 10-3 11

3. ბოსნია 5 3 1 1 13-5 10

4. კვიპროსი 5 1 1 3 3-8 4

5. ესტონეთი 5 1 1 3 5-15 4

6. გიბრალტარი 5 0 0 5 2-22 0

I ჯგუფი

კვირა. 11 ივნისი

ფინეთი-უკრაინა 20:00

ისლანდია-ხორვატია 22:45

კოსოვო-თურქეთი 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. ხორვატია 5 4 1 0 11-1 13

2. ისლანდია 5 3 1 1 8-6 10

3. უკრაინა 5 2 2 1 7-4 8

4. თურქეთი 5 2 2 1 7-5 8

5. ფინეთი 5 0 1 4 3-8 1

6. კოსოვო 5 0 1 4 2-14 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
კეინმა მიმდინარე მუნდიალზე ტუხელის მუშაობა შეაფასა
[VIDEO] საბერძნეთმა კლოპის გერმანიას სტუმრად სძლია და გალიდერდა - ნიდერლანდებმა სერბეთი დაამარცხა
L'Équipe: ოლისემ ინგლისთან მატჩის შემდეგ გასახდელში იტირა
საბერძნეთი და გერმანია დაზავდნენ - ნიდერლანდებმა სერბეთს სძლია
"საშუალო დონის გუნდი გვყავს" - შვაინშტაიგერი გერმანიის საბერძნეთთან მარცხს გამოეხმაურა
[VIDEOS] ოლისემ საფრანგეთს ბელგიასთან მოაგებინა - იტალიამ თურქეთი გაანადგურა
ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს სათავეში მანჩინი ჩაუდგება
"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
კლოპის ხელმძღვანელობით გერმანიამ პირველად მოიგო - ნიდერლანდებმა საბერძნეთთან ფრეს მიაღწია
[VIDEO] კლოპის გერმანია ჩავის ნიდერლანდებთან ფრეს დასჯერდა
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი
[VIDEO] იტალიის საშველი არ არის - ბელგიამ მოუგო და გოდტსმაც გაიტანა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
[VIDEO] ზიდანმა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის რანგში პირველი გამარჯვება მოიპოვა - თურქეთთან
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა