სიმონა ჰალეპს ერთი მოგება აკლია კლასიფიკაციაში ლიდერობამდე
გუშინ, როლან გაროსზე ქალების ნახევარფინალების დღე იყო. პირველი მატჩი მართლაც უნიკალურ ხასიათს ატარებდა: მისი მონაწილეები - ტიმეა ბაშჩინსკი და ელენა ოსტაპენკო იუბილარები იყვნენ. და, რა თქმა უნდა, ისინი კორტზე ერთმანეთისთვის საჩუქრების გაკეთებას არ აპირებდნენ.

პირველი სეტი თანაბარი გამოვიდა - ხან ერთი ჩოგბურთელი გადიოდა წინ ბრეიკით, ხან მეორე. საბოლოოდ. ჩოგბურთელებმა სამჯერ გაცვალეს ბრეიკები და ტაი-ბრეიკამდე მივიდნენ, სადაც ლატვიელი სულ წინ იყო და დამაჯერებლად მოიგო - 7:4.

მეორე სეტში გადამწყვეტი აღმოჩნდა მეშვიდე გეიმი. ლატვიელი 3:3-ზე 40:0-ს იგებდა, მაგრამ ხუთი შეცდომა დაუშვა. ის ძალიან უკმაყოფილო იყო საკუთარი თამაშით, სიტუაციის გამოსწორება ვერ შეძლო და 3:6 დამარცხდა.

საერთო ჯამში, ამ მატჩში ძალიან არეული ჩოგბურთი მიდიოდა, საკმარისია აღინიშნოს, რომ ჯამში დაფიქსირდა 29 ბრეიკ-პოინტი და 16 ბრეიკი (რვა-რვა თითოზე). მესამე სეტი თითქმის დაემგვანა პირველს - ორჯერ მოხდა ბრეიკების გაცვლა, მაგრამ, როცა ოსტეპენკომ მესამედ მოიპოვა ბრეიკი, ბაშჩინსკიმ პასუხი გაცემა ვერ შეძლო, პირიქით, ბოლო გეიმში ისევ წააგო საკუთარი მოწოდება - 7:6(4), 3:6, 6:3 და ოსტაპენკო "დიდი სლემის" ტურნირი სენსაციური ფინალისტი გახდა. თავის მე-20 დაბადების დღეზე, ლატვიელი უკეთეს საჩუქარს ვერც ინატრებდა.

მალე ცენტრალურ კორტზე მეორე ნახევარფინალის მონაწილეები გამოჩდნენ. განსხვავებით ბაშჩინსკისგან და ოსტაპენკოსგან, ამ ეტაპზე სიმონა ჰალეპისა და კაროლინა პლიშკოვას ხილვა სავსებით ლოგიკური იყო. სწორედ ეს ჩოგბურთელები არიან ყველაზე რეალური კანდიდატები იმისა, რომ რეიტინგში ლიდერობა ჩამოართვან გერმანელ ანჟელიკ კერბერს. პლიშკოვას ამისთვის ფინალში გასვლაც ეყოფოდა, ჰალეპს კი ტიტულის მოგება სჭირდება.

წინა მატჩისგან განსხვავებით, რუმინელმა და ჩეხმა გაცილებით დალაგებული და საიმედო თამაში აჩვენეს საკუთარ გეიმებში. პირველი ორი პარტიის ბედი თითო ბრეიკმა გადაწყვიტა: ჯერ ჰალეპმა შეინარჩუნა მესამე გეიმში აღებული ბრეიკი, მეორე სეტში კი პლიშკოვამ მეექვსე გეიმში აიღო მეტოქის მოწოდება.

ჰალეპმა კარგი განწყობით დაიწყო გადამწყვეტი სეტი. ორი თავისი მოწოდება დამაჯერებლად აიღო, მიღებაზე კი ბრძოლა შეძლო და ბრეიკიც შეასრულა - 4:1. მას შემდეგი გეიმის მოგებაც შეეძლო, მაგრამ პლიშკოვამ ბრეიკ-პოინტი მოიგერია და აიღო თავისი გეიმი, შემდეგ კი ბრეიკიც შეასრულა.

თითქოს, ფსიქოლოგიური უპირატესობა ჩეხის მხარეს გადავიდა, მაგრამ 3:4-ზე რამდენიმე შეცდომა დაუშვა და საკუთარი გეიმი ჩააბარა მეტოქეს. ჰალეპმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და მატჩზე ჩაწოდება შეძლო, რითაც მეორედ გავიდა როლან გაროსის ფინალში - 6:4, 3:6, 6:3. ახლა, რუმინელს ერთი მოგება აშორებს კარიერაში "დიდი სლემის" პირველ ტიტულამდე და რეიტინგში ლიდერობამდე.

ქალები

1/2 ფინალი

ელენა ოსტაპენკო (ლატ)-ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც) 7:6(4), 3:6, 6:3

სიმონა ჰალეპი (რუმ)-კარ. პლიშკოვა (ჩეხ) 6:4, 3:6, 6:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
მოლდოვა 1:0 საქართველო
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
[VIDEO] კარიერაში პირველად - ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
დარმიანი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
"რეალის" ფანების სიყვარულს კარგავს" - პედრეროლმა მბაპე მკაცრად გააკრიტიკა
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
"მთელი ოფისი ავურიე, კომპიუტერები და ლეპტოპები დავამტვრიე" - არტეტამ "არსენალში" მუშაობის პირველი დღე გაიხსენა
[VIDEO] ქულებით მხოლოდ დონჩიჩს ჩამორჩა - მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი და "ლეიკერსის" გამარჯვება "საკრამენტოსთან"
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
სიმონა ჰალეპმა დოპინგ ტესტი ჩააგდო
პირველივე დღეს საქმეში მთავარი ფავორიტები ჩაერთნენ! ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო
ლეგენდა მორიგი ტიტულისკენ მიიწევს
ვიღაც ლატვიელი ოსტაპენკო - როლან გაროსს სენსაციური ჩემპიონი ჰყავს
მელბურნში სერენა უილიამსიც არ იქნება
ავსტრალიის ღია პირველობა გადამწყვეტ ფაზაში შედის! ვარსკვლავები ტიტულისკენ მიიწევენ
სიმონა ჰალეპმა სერენა უილიამსს უიმბლდონის ფინალში უპრობლემოდ სძლია [VIDEO]
ფედერერი: დროა, ქალთა და კაცთა ჩოგბურთი ერთ სპორტად ვაქციოთ