ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალში "მანჩესტერ იუნაიტედი" "მანჩესტერ სიტის" ხვდება, მაგრამ ამ თამაშის თარიღი ჯერ დამტკიცებული არაა
ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალში "მანჩესტერ იუნაიტედი" "მანჩესტერ სიტის" ხვდება, მაგრამ ამ თამაშის თარიღი ჯერ დამტკიცებული არ გახლავთ. არ არის გამორიცხული დერბი 16 აპრილს გაიმართოს, თუმცა ეს "სიტიზეა" დამოკიდებული. გააჩნია რას იზამენ ისტლენდელები ევროლიგაში.

მოგეხსენებათ, ასოციაციის თასზე ნახევარფინალებს და ფინალს "უემბლი" მასპინძლობს, ასე რომ მანჩესტერული დერბი არც "ოლდ ტრეფორდზე" გაიმართება და არც "სიტი ოფ მანჩესტერ სთედიუმზე".

რაც შეეხება თარიღს, მას "სიტისა" და კიევის "დინამოს" საპასუხო მატჩის ანგარიში განსაზღვრავს. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში კიეველებმა ინგლისურ გუნდს 2:0 მოუგეს, საპასუხო კი 17 მარტს მანჩესტერში უნდა გაიმართოს. თუ რობერტო მანჩინის ბიჭები ორგოლიანი ჩამორჩენის გამოსწორებას მოახერხებენ, მეოთხედფინალში გავლენ.

აი, იქ კი კალენდარი რთულდება: გამოვა, რომ ისტლენდელებმა ხუთშაბათს ევროლიგაში უნდა ითამაშონ (მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაზეა ლაპარაკი) შაბათს კი ნახევარფინალში "მანჩესტერ იუნაიტედს" ებრძოლონ...

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...