ბუფონი ფიქრობს, რომ ლიგაზე კიდევ ერთი შანსი დარჩა
2017 წელი ჯანლუიჯი ბუფონისთვის დრამატული გამოდგა - 39 წლის მეკარემ მთელი სეზონი შესანიშნავად ჩაატარა - "იუვენტუსთან" ერთად სკუდეტო და იტალიის თასი მოიგო; ამასთან, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და თანაც ისე, რომ მთელ ტურნირზე მხოლოდ 3 გოლი გაუშვა.

თუმცა, ფინალში მოხდა ის, რაც ნაკლებად იყო მოსალოდნელი - "ბიანკონერიმ", რომელმაც "ბარსელონას" ორი მატჩის განმავლობაში კარში არ დაარტყმევინა, "რეალს" ვერ გაუწია წინააღმდეგობა და ერთ მატჩში 4 გოლი გაუშვა. ვერც ჯიჯი ბუფონი იყო ჩვეულად გაუვალი და როცა საჭირო იყო, გუნდი ვერ გადაარჩინა გოლებს. მოკლედ, 3 ივნისის საღამო ტურინელებისთვის კოშმარული გამოდგა, გუნდის ლეგენდარულმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა კი არა მარტო ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა, განვლილი სეზონი შეაჯამა და მომავალზეც ისაუბრა...

ფინალი

არის თამაშები, როდესაც არაფერი გამოგდის და კარდიფული მატჩი სწორედ ასეთი იყო. უფრო სწორად, იყო ერთი ტაიმი, რომელშიც უბრალოდ ჩვენს თავს არ ვგავდით. "რეალი" უძლიერესი გუნდია, მაგრამ არც "ბარსელონაა" ნაკლები, რომელიც უშანსოდ გავაგდეთ. ფეხბურთს შეუძლია სიხარულით ცამდე აგიყვანოს და შემდეგ მწარე მარცხი გაგემოს.

რთულია იმის ახსნა, თუ რა მოხდა მეორე ტაიმში, მაგრამ ფაქტია, რომ მოედანზე "იუვენტუსი" აღარ იყო. "რეალმა" დამსახურებულად მოიგო - ეს უნდა ვაღიაროთ და მივულოცოთ მეტოქეს გამარჯვება. ჩვენ შეგვეძლო სეზონი ტრიუმფით დაგვესრულებინა, მაგრამ გავაწბილეთ გულშემატკივარი.

გულშემატკივრები

რთულია გავუგო იმ გულშემატკივრებს, რომლებიც ჩვენმა წაგებამ გაახარა. ერთია, როდესაც "რეალის" მოგება გახარებს, მაგრამ არ მესმის, როდესაც რომელიმე გუნდის მარცხს გულშემატკივრობ.

"იუვენტუსი" წლებია, რაც იტალიაში პირველობას არ თმობს და ეს ბევრს აღიზიანებს. ბედნიერი ვარ, რომ არ ვგავარ იმ ქომაგებს, რომლებსაც ზიზღი ამოძრავებთ - "იუვენტუსი" 3 წელიწადში 2-ჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ასეთი წარმატებით კი ბევრი გუნდი ვერ დაიკვეხნის.

თუმცა, არიან კიდევ უფრო წარმატებული გუნდები და ასეთია "რეალი" - შევხედოთ რეალობას თვალებში, "რეალის" ყველაზე უნიჭო ფეხბურთელსაც კი უფრო მეტი ტიტული აქვს, ვიდრე მე, რაც ამ გუნდის სიდიადეზე მეტყველებს.

სეზონი

უკან ურთულესი სეზონი მოვილიეთ, რომელიც ემოციებით იყო აღსავსე. მოვიგეთ იტალიის ჩემპიონატი და თასი, რამაც დიდი სიხარული მოგვანიჭა. მთლიანობაში, სეზონი წარმატებულად უნდა შეფასდეს და ვფიქრობ, ამ მხრივ კითხვის ნიშნები არც არის. ჩემპიონთა ლიგის ფინალმა ხასიათი გაგვიფუჭა, თუმცა ამან არ უნდა დაგვაბრმავოს - დიახ, ჩვენ წარმატებული სეზონი გვქონდა...

ჩემპიონთა ლიგა

დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონი ბოლო იქნება ჩემს კარიერაში. მარადიული არაფერია და ახლოვდება ის დრო, როდესაც კარიერა უნდა დავასრულო. თუმცა, ჯერ კიდევ მაქვს ერთი სეზონი და შესაბამისად, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მინდა, რომ ბოლო სეზონი წარმატებული გამოვიდეს და ფეხბურთიდან გამარჯვებული წავიდე - ვფიქრობ, რომ ჩვენ ისევ ვიბრძოლებთ ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის და მჯერა, რომ მოვიგებთ კიდეც.

"იუვენტუსი" ძალიან ძლიერი გუნდია და ზაფხულში კიდევ უფრო გაძლიერდება - ერთმა ტაიმმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. ჩვენ ისევ შეგვიძლია ფინალში გასვლა და რაც მთავარია, მოგება - ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული - კიდევ მაქვს ერთი შანსი...

მსოფლიოს ჩემპიონატი

წინ კიდევ ერთი დიდი გამოწვევაა - ჯერ უნდა გავიდეთ მსოფლიოს ჩემპიონატზე და შემდეგ რუსეთში წარმატებას მივაღწიოთ. ნებისმიერი ფეხბურთელი იოცნებებდა მუნდიალზე წარმატებული ასპარეზობით კარიერის დასრულებაზე და გამონაკლისი არც მე ვარ. იტალიის ნაკრებში ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი და ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ დიდ წარმატებას.

სამომავლო გეგმები

რას გავაკეთებ კარიერის დასრულების შემდეგ? - პირველ რიგში, კარგად დავისვენებ, რადგან ძალიან გრძელი და დამღლელი გზა გამოვიარე. შემდეგ ვიფიქრებ და გადავწყვეტ, თუ რა უნდა ვაკეთო მომავალში. ადრე ვერაფრით წარმომედგინა თავი მწვრთნელის ამპლუაში, თუმცა დღეს უკვე არაფერს გამოვრიცხავ. ერთი დანამდვილებით ვიცი, რომ ფეხბურთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალია
„უნიჭო“ ძაან ცუდად ჟღერს. ჯიჯი ჯენტლმენია და არ იკადრებდა ამ „ეპითეტს“ .. გადაამოწმოს სტატიის ავტორმა თარგმანი და გაგვცეს პასუხი.
კიდევ ხმას იღებთ?
ან თარგმანშია შეცდომა ან სიმპატიური ბუფონი აჭრილია. .რეალში უნიჭო ფეხბურთელს რა უნდა.რა თქმა უნდა რონალდოა უნიჭო,ნიჭიერ ბუფონს 2 მაგარი ბურთი გაუტანა და ამას დაუმატეთ 8 ბურთი პლეიოფებში.
ნატა
ბუფონი არის ჩემის აზრით სიმპატიურობის და ჯენლტმენობის იდეალი, პროფესიონალიზმზე აღარაფერს ვამბობ!
დუდუ
ალბათ კრისტიან კარამბეს გულისხმობდა
ARVELA-ს
კრიშტიანუ რონალდუ (და არა რონალდო თუმცა უნიჭო არც ეგ იყო ანმდვილად) თუ უნიჭო და მახინჯია შენი ჭკუით ვერ ყოფილხარ ხომ იცი
უტა
ნუ ბრაზობ გიორგი! კონიაკის გემოს ნუ მოსთხოვ "ლუდის მსმელს" !
arvela-ს
გირჩევ ფეხბურთს ნუღარ უყურებ, (საერთოდ თუ გიყურებია) მაინც ვერაფერს გაიგებ.
გიორგი
რონალდო თუ უნიჭო და მახინჯი ფეხბურთელია იმ ფეხბურთის დედავატირე
arvela
დარცნუმნებული ვარ იმ მახიჯ და მარტლაც რომ უნიცჰო რონალდოს გულიხმობდაა
zaza
სამაგიეროდ შენ ისეთი რამ გაქვს, ყველაზე ნიჭიერსაც რომ ვერ ექნება :)
"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"უხერხული პოლიტიკური მცდელობა იყო" - ბუფონმა პირლოზე ისაუბრა
"ბუფონი და აკინფეევი ამით ერთმანეთს ჰგვანან"- მირალემ პიანიჩი
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
ჯანლუიჯი ბუფონის შვილმა თქვა, რატომ გადაწყვიტა ჩეხეთის ნაკრებში თამაში
დებიუტი პროფესიონალურ დონეზე - ბუფონის შვილს რამდენიმე წუთი დაუთმეს და ჩეხეთის ნაკრებში ელიან
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო